შესაბამისობაში მოვიდა ახალ კოდექსთან
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
191/საზ ქ. თბილისი
31 ოქტომბერი, 2007 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მაია ოშხარელი (თავმჯდომარე)
ლევან მურუსიძე, დავით სულაქველიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ მ. გ-ის საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 28 ნოემბრის განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 28 ნოემბრის განაჩენით მ. გ-ლი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2000 წლის 30 მაისის რედაქცია) და სასჯელის ზომად შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა 9 წლის ვადით.
ამავე განაჩენით ვ. კ-ძე ცნობილია დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 91-ე მუხლის მესამე ნაწილით (ძვ. რედ) და სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 წლის ვადით.
მ. გ-ძე ცნობილია დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 191-ე მუხლის მესამე ნაწილით (ძვ. რედაქცია), 236-ე მუხლის პირველი ნაწილით (2000 წლის 5 მაისი) და სასჯელის ზომად შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა 5 წლის ვადით.
მ. ზ-ძე ცნობილია დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 91-ე მუხლის მესამე ნაწილით (ძვ. რედაქცია) და სასჯელის ზომად შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით.
მ. ხ-ლი ცნობილია დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 91-ე მუხლის მესამე ნაწილით (ძვ. რედაქცია) და სასჯელის ზომად შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით.
განაჩენით მ. გ-ლს მსჯავრი დაედო იმაში, რომ ჩაიდინა ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, იმის მიერ, ვინც ორჯერ ან მეტჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის.
მსჯავრდებული მ. გ-ლი საჩივრით ითხოვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში 2006 წლის 28 აპრილს შესული ცვლილებებისა და დამატებების საფუძველზე მის მიმართ გამოტანილი და კანონიერ ძალაში შესული განაჩენის მოქმედ სისხლის სამართლის კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
განაჩენით მსჯავრდებულ მ. გ-ლს მსჯავრი დაედო საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2000 წლის 30 მაისის რედაქცია) გათვალისწინებული ქმედების ჩადენაში.
საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი (2000 წლის 30 მაისის რედაქცია), რომელიც ითვალისწინებდა პასუხისმგებლობას ქურდობისავთის, ჩადენილი იმის მიერ, ვინც ორჯერ ან მეტჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების ან გამოძალვისავთის, სასჯელის ზომად ითვალისწინებდა თავისუფლების აღკვეთას სამიდან თომრეტ წლამდე, რის გამოც აღნიშნული ქმედება მიეკუთვნებოდა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთა კატეგორიას. ამჟამად მოქმედი სსკ-ის 177-ე მუხლის მეოთხე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი (ქურდობა, ჩადენილი იმის მიერ, ვინც ორჯერ ან მეტჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების ან გამოძალვისათვის) იმავე ქმედებისათვის ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ექვსიდან ათ წლამდე, რის გამოც იგი ამჟამად წარმოადგენს მძიმე კატეგორიის დანაშაულს, თანახმად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-12 მუხლისა. აღნიშნული გარემოება კი იმაზე მიუთითებს, რომ ახალი კანონით ამ დანაშაულთა ჩადენისათვის შემსუბუქდა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.
საქართველოს სსსკ-ის 593-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ ახალი კანონის მიღება, რომელიც აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, სასამართლო გადაწყვეტილების შეცვლის საფუძველია.
აღნიშნულის გათვალისწინებით, მსჯავრდებულ მ. გ-ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტიდან (2000 წლის 30 მაისის რედაქცია) უნდა გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 177-ე მუხლის მეოთხე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე.
რაც შეეხება ამავე საქმეზე მსჯავრდებულებს მ. გ-ეს, ვ. კ-ეს, მ. ზ-ეს, მ. ხ-ლს, საქართველოს სსსკ-ის 567-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, პალატამ სარევიზიო წესით იმსჯელა მათ მიმართაც და მიიჩნია, რომ განაჩენი უნდა შეიცვალოს შემდეგი მიმართებით:
განაჩენით ვ. კ-ეს, მ. ზ-სა და მ. ხ-ლს მსჯავრი დაედოთ საქართველოს სსკ-ის 91-ე მუხლის მესამე ნაწილით 9ძვ. რედაქცია), ხოლო მ. გ-ეს მსჯავრი დაედო სსკ-ის 91-ე მუხლის მესამე ნაწილითა (ძვ. რედაქცია) და 236-ე მუხლის პირველი ნაწილით (2000 წლის 5 მაისის რედაქცია).
საქართველოს სსკ-ის 91-ე მუხლის მესამე ნაწილი (ძვ. რედაქცია), რომელიც ითვალისწინებდა პასუხისმგებლობას სახელმწიფო ან საზოგადოებრივი ქონების ქურდობისათვის საცავში ან სადგომში შეღწევით, სასჯელის ზომად ითვალისწინებდა თავისუფელბის აღკვეთას სამიდან რვა წლამდე, რის გამოც ეს დანაშაული მიეკუთვნებოდა მძიმე დანაშაულთა კატეგორიას. ამჟამად მოქმედი სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი იმავე ქმედებისათვის ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით სამიდან ხუთ წლამდე და წარმოადგენს ნაკლებად მძიმე დანაშაულს.
აღნიშნული გარემოება კი იმაზე მიუთითებს, რომ ახალი კანონით ამ დანაშაულთა ჩადენისათვის შემსუბუქდა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.
საქართველოს სსსკ-ის 593-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ ახალი კანონის მიღება, რომელიც აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, სასამართლო გადაწყვეტილების შეცვლის საფუძველია.
აღნიშნულის გათვალისწინებით მსჯავრდებულების – მ. გ-ის ვ. კ-ის, მ. ზ-სა და მ. ხ-ის ქმედებები გათვალისწინებული სსკ-ის 91-ე მუხლის მესამე ნაწილით (ძვ. რედაქცია) შესაბამისობაში უნდა მოვიდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტთან, ხოლო დანარჩენ ნაწილში განაჩენი მათ მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ ო ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, 567-ნ მუხლის პირველი ნაწილით, 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ მ. გ-ის საჩივარი დაკმაყოფილდეს.
თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 28 ნოემბრის განაჩენი შეიცვალოს შემდეგი მიმართებით:
მსჯავრდებულ მ. გ-ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტიდან (2000 წლის 30 მაისის რედაქცია) გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 177-ე მუხლის მეოთხე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე;
მსჯავრდებულ მ. გ-ის ქმედება, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 91-ე მუხლის მესამე ნაწილით (ძვ. რედაქცია), შესაბამისობაში მოვიდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტთან;
მსჯავრდებულ ვ. კ-ის ქმედება, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 91-ე მუხლის მესამე ნაწილით (ძვ. რედაქცია), შესაბამისობაში მოვიდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტთან;
მსჯავრდებულ მ. ზ-ის ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 91-ე მუხლის მესამე ნაწილით (ძვ. რედაქცია), შესაბამისობაში მოვიდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტთან;
მსჯავრდებულ მ. ხ-ის ქმედება, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 91-ე მუხლის მესამე ნაწილით (ძვ. რედაქცია), შესაბამისობაში მოვიდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტთან;
განაჩენი დანარჩენ ნაწილში მსჯავრდებულების – მ. გ-ის, მ. გ-ის, ვ. კ-ის, მ. ზ-სა და მ. ხ-ის მიმართ, მათ შორის – სასჯელის ნაწილში, დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.