განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100118002508680
საქმე №1ბ/551-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
17 სექტემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატის მოსამართლე: ვეფხია ლომიძე
სხდომის მდივანი - ლელა ბახტაძე, სოფიკო კაპანაძე, ზაზა ჭანტურიძე
სხდომის სახე - ღია;
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ლ---- ჟ----–---–--ე;
დაცვის მხარე:
მსჯავრდებული - გ--- ა-------ი, საქართველოს მოქალაქე, პირადი № 0----------, დაბადებული 1----–-–---------–--ს, ნასამართლევი, რეგისტრირებული და მცხოვრები ქ-------–----------------------------------------------------ში;
ადვოკატი - ელდარ გვალია;
დანაშაულის კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,1511-ე მუხლის პირველ ნაწილი - ადევნება ოჯახის წევრის მიმართ, ე.ი. ოჯახის წევრის უკანონო თვალთვალი, არასასურველი კომუნიკაციის დამყარება და სხვა განზრახი ქმედებები, რომელიც სისტემატურად ხორციელდება და იწვევს პირის ფსიქიკურ ტანჯვას და პირის ან მისი ოჯახის წევრის მიმართ ძალადობის გამოყენების საფუძვლიან შიშს, რაც პირს ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლას აიძულებს და მისი მნიშვნელოვნად შეცვლის რეალურ საჭიროებას უქმნის.
სასჯელი: 1 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
გ--- ა-------ი და ნ---- დ--------–---–ი დაქორწინდნენ 2005 წელს, 6 თვის განმავლობაში ცხოვრობდნენ ერთად და იყვნენ მეუღლეები. განქორწინების შემდეგ გ--- ა-------ი ცდილობს ნ---- დ--------–---–თან შეხვედრას და ემუქრება. 2007 წლის 12 ივლისის განაჩენით გ--- ა-------ს სასჯელის სახით განესაზღვრა 22 წლით თავისუფლების აღკვეთა, ნ---- დ--------–---–ის მიმართ ძალადობისა და მუქარის, ასევე მისი ბიძაშვილის - ზ------ დ--------–---–ის მკვლელობისთვის. გ--- ა-------ი 2017 წლის 17 ნოემბრამდე იმყოფებოდა საპატიმრო დაწესებულებაში, გათავისუფლებისთანავე კი დაიწყო ნ---- დ--------–---–ის საცხოვრებელ სახლთან მისვლა, ცდილობდა როგორც პირადად, ისე სხვა პირების საშუალებით მასთან არასასურველი კომუნიკაციის დამყარებას, ასევე ემუქრებოდა. გ--- ა-------ისთვის ცნობილი იყო, რომ ნ---- დ--------–---–ი იყო ორსულად, თუმცა აგრძელებდა იგივე ქმედებებს, კერძოდ სისტემატიურად მიდიოდა თბილისში, მ----------------–-----------------------------------------თან და მის მიმდებარე ტერიტორიზე, უთვალთვალებდა და მოკვლით ემუქრებოდა ნ---- დ--------–---–ს როგორც პირადად, ისე სხვების, მათ შორის დედის - მ--- დ--------–---–ის მეშვეობით. გ--- ა-------ის ქმედებებით ნ---- დ--------–---–ი განიცდიდა ფსიქიკურ ტანჯვას და მუდმივად იმყოფებოდა სტრესულ მდგომარეობაში, რის გამოც იძულებული გახდა, შეეცვალა ცხოვრების წესი, მათ შორის საცხოვრებლად გადავიდა დედასთან, 2017 წლის 25 დეკემბრიდან 2018 წლის მარტის ჩათვლით კი სამუშაოდ წავიდა გ---------ში.
2. სასამართლომ დაადგინა:
გ--- ა-------ი და ნ---- დ--------–---–ი დაქორწინდნენ 2005 წელს, 6 თვის განმავლობაში ცხოვრობდნენ ერთად და იყვნენ მეუღლეები. განქორწინების შემდეგ გ--- ა-------ი ცდილობდა ნ---- დ--------–---–თან შეხვედრას და ემუქრება მას. ნ---- დ--------–---–ის მიმართ ძალადობისა და მუქარის, ასევე მისი ბიძაშვილის - ზ------ დ--------–---–ის მკვლელობისთვის გ--- ა-------ს 2007 წლის 12 ივლისის განაჩენით სასჯელის სახით განესაზღვრა 22 წლით თავისუფლების აღკვეთა. გ--- ა-------ი 2017 წლის 17 ნოემბრამდე იმყოფებოდა საპატიმრო დაწესებულებაში, გათავისუფლებისთანავე კი დაიწყო ნ---- დ--------–---–ის საცხოვრებელ სახლთან მისვლა, ცდილობდა როგორც პირადად, ისე სხვა ადამიანების საშუალებით მასთან არასასურველი კომუნიკაციას, ასევე ემუქრებოდა. გ--- ა-------ი სისტემატიურად მიდიოდა თბილისში, მ----------------–-----------------------------------------თან და მის მიმდებარე ტერიტორიასთან, სადაც ცხოვრობდა ნ---- დ--------–---–ი, უთვალთვალებდა და მოკვლით ემუქრებოდა ამ უკანასკნელს როგორც პირადად, ისე სხვების, მათ შორის ნ---- დ--------–---–ის დედის - მ--- დ--------–---–ის მეშვეობით. გ--- ა-------ის ქმედებებით ნ---- დ--------–---–ი განიცდიდა ფსიქიკურ ტანჯვას და მუდმივად იმყოფებოდა სტრესულ მდგომარეობაში, რის გამოც იძულებული გახდა, შეეცვალა ცხოვრების წესი, მათ შორის საცხოვრებლად გადავიდა დედასთან, 2017 წლის 25 დეკემბრიდან 2018 წლის მარტის ჩათვლით კი სამუშაოდ წავიდა გ---------ში.
პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმის განხილვა:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 21 თებერვლის განაჩენით გ--- ა-------ის მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,1511-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,1511-ე მუხლის პირველ ნაწილზე.
გ--- ა-------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,1511-ე მუხლის პირველ ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლის და 9 თვის ვადით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 21 თებერვლის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა როგორც დაცვის მხარემ - მსჯავრდებულმა გ--- ა-------მა, ასევე ბრალდების მხარემ - თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ლ---- ჟ----–---–--ემ.
3. მხარეთა პოზიციები:
დაცვის მხარის პოზიციით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 21 თებერვლის განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი და უნდა გაუქმდეს შემდეგ გარემოებათა გამო: სასამართლომ სწორად და სამართლიანად არ შეაფასა წარმოდგენილი მტკიცებულებები, მოწმეთა ცრუ ჩვენებები და ამ ჩვენებებს შორის განსხვავება. მეტიც, მოწმეთა ჩვენებები არ ასახავდა რეალურ სურათს, ვინაიდან მათი ძირითადი ნაწილი: დაზარალებული ნ---- დ--------–---–ი, მ--- დ--------–---–ი, დ--- დ--------–---–ი, შ---ი დ--------–---–ი და ლ-–-----–--ე არიან დაინტერესებული პირები და პირადი ინტერესი გააჩნიათ გ--- ა-------ის მიმართ, რომელიც 2007 წლის 12 ივლისის განაჩენით სასჯელს იხდიდა ნ---- დ--------–---–ის ბიძაშვილის მკვლელობისთვის და, რა თქმა უნდა, მათი ჩვენებები არის მიკერძოებული და სუბიექტური. საქმეში არ მოიპოვება სხვა ნეიტრალური პირის ჩვენება, რომელიც დაარწმუნებდა ობიექტურ პირს გ--- ა-------ის მიერ დანაშაულის ჩადენაში. მოწმე ნ---- დ--------–---–მა განაცხადა, რომ საცხოვრებლად გადასვლას აპირებდა ამჟამინდელ მეუღლესთან ლ-–-----–--ესთან, თუმცა როდესაც გაიგო გ--- ა-------ის საპატიმრო დაწესებულებიდან გათავისუფლების ამბავი, დარჩა თავის სახლში, რომლის მისამართი გ--- ა-------ისთვის კარგად იყო ცნობილი. ეს გარემოება ერთმნიშვნელოვნად ადასტურებს, რომ ნ---- დ--------–---–ს არ გააჩნდა შიში გ--- ა-------ის მიმართ. სსიპ ლ---- სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ფსიქიატრიული ექსპერტიზის ექსპერტმა მ--------------მ აჩვენა, რომ დაზარალებული ნ---- დ--------–---–ი იმყოფებოდა ფსიქოლოგიური სტრესის ქვეშ, თუმცა არ გამორიცხა, რომ ამის მიზეზი შესაძლოა, ყოფილიყო მისი ფეხმძიმობა. მ--- დ--------–---–ს სავარაუდოდ შურისძიება ამოძრავებდა და თავის ჩვენებაში ფაქტებს შეგნებულად დამახინჯებულად აღწერდა. გ--- ა-------ს მის სახლთან მისვლით დანაშაული არ ჩაუდენია. მას მხოლოდ საკუთარი შვილის ნახვა სურდა 11 წლიანი პატიმრობის შემდეგ. მოწმე ლ-–-----–--ის პირად დაინტერესებაზე მიუთითებს მის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი საქმეზე, რომელზეც გ--- ა-------ი იყო დაზარალებული. რაც შეეხება მოწმე შ---ი დ--------–---–ს, იგი საერთოდ ვერ ადასტურებს ადევნების ფაქტს, ჰყვება სხვის მონათხრობს და არის ირიბი მოწმე.
ბრალდების მხარე მიიჩნევს, რომ სასამართლოში წარდგენილი იქნა ერთმანეთთან შეთანხმებული და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებდა გ--- ა-------ისათვის ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენას, თუმცა პირველი ინსტანციის სასამართლომ ნაწილობრივ გაიზირა ეს მტკიცებულებები და მიიჩნია, რომ არ დადასტურდა დამამძიმებელი გარემოების - წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ ადევნების ჩადენის ფაქტი. ბრალდების მხარე მიუთითებს, რომ სამართლოს სხდომაზე დაკითხულმა მოწმეებმა - მ--- დ--------–---–მა, ნ---- დ--------–---–მა და ლ-–-----–--ემ დაადასტურეს, რომ გ--- ა-------ისთვის ცნობილი იყო ნ---- დ--------–---–ის ორსულობის შესახებ. გ--- ა-------ი ნ---- დ--------–---–ის დედას მ--- დ--------–---–ს დაემუქრა, რომ მის ორსული შვილს მუცელს გამოჭრიდა და მოკლავდა. მოწმეებმა დაადასტურეს, რომ 2018 წლის აპრილში გ--- ა-------ი პირადად შეხვდა ნ---- დ--------–---–ს, როდესაც ლ-–-----–--ესთან მომხდარი კონფლიქტის დროს ჩასულს დაედევნა. თავად გ--- ა-------მა კი თავის ჩვენებაში დაადასტურა, რომ ნ---- დ--------–---–ის ორსულობის შესახებ თავდაპირველად შეიტყო სხვებისგან გადმოცემით, შემდეგ კი პირადად ნახა აპრილში. გასათვალისწინებელია, რომ გ--- ა-------სა და ნ---- დ--------–---–ს ჰქონდათ სამოქალაქო დავა მათ არასრულწლოვან შვილთან დაკავშირებით, რის გამოც უწევდათ შეხვედრა სასამართლო პროცესებზე. კიდეც რომ მიჩნეულიყო, რომ გ--- ა-------მა მხოლოდ 2018 წლის აპრილში შეიტყო ნ---- დ--------–---–ის ორსულობის შესახებ, ეს მაინც არ წარმოადგენდა ქმედების კვალიფიკაციის შეცვლის საფუძველს, ვინაიდან გ--- ა-------ს ბრალი ედებოდა ადევნებაში, რაც განგრძობადი დანაშაულია და გრძელდებოდა მის დაკავებამდე - 2018 წლის მაისის მიწურულამდე და ამ დროისათვის, მისივე ჩვენების თანახმად, მან უკვე იცოდა ყოფილი მეუღლის ორსულობის შესახებ.
4. მტკიცებულებების ერთობლიობა:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით, სააპელაციო პალატამ შეისწავლა სისხლის სამართლის საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრების მოთხოვნებს, ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელ----ტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს - გასაჩივრებული განაჩენი უცვლელად უნდა დარჩეს როგორც მსჯავრდების, ასევე კვალიფიკაციის ნაწილში შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელ----ტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
მტკიცებულებითი სტანდარტი ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის თაობაზე იმსჯელა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომაც 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებაში, რომელშიც აღნიშნა: გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი უზრუნველყოფს უდანაშაულობის პრეზუმფციის დაცვას, არსებითად ამცირებს უსამართლო და დაუსაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენის საფრთხეს, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ხელს უწყობს შეცდომის დაშვების საფრთხის თავიდან აცილებას. მსჯავრდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში. ამასთან, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი თამაშობს მნიშვნელოვან როლს საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბებაში. სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ უნდა იქნას დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებელ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ (იხ.: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე ზ------ მ----- საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, 2015 წლის 22 იანვარი, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 43.).
საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების დასადგენად აუცილებელია, შეფასდეს თითოეული მტკიცებულების უტყუარობა, დამაჯერებლობა, რაც საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ყველა შემთხვევაში სავალდებულოა განაჩენის გამოტანის დროს. მტკიცებულებათა უტყუარობა უნდა შეფასდეს რამდენიმე კრიტერიუმის მიხედვით: 1. თითოეული მტკიცებულება, მათ შორის მოწმის ჩვენება, შინაარსობრივად ხომ არ შეიცავს ურთიერთსაწინააღმდეგო და ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას; 2. თითოეული მტკიცებულება ამყარებს სხვა მტკიცებულებებს, თუ მათ შორის არის სხვადასხვა წინააღმდეგობა, რომელთა ხარისხის შეფასება ყველა ინდივიდუალურ შემთხვევაში სასამართლოს კომპეტენციაა; 3. რამდენად გულწრფელი და მიუკერძოებელია მოწმე, ხომ არ აქვს ფიზიკური ნაკლი, რომელიც ნეგატიურ გავლენას ახდენს მოვლენების ადეკვატურ აღქმაზე; 4. როგორ პირობებში მოხდა მტკიცებულებების ფორმირება, მაგ: გარემო პირობები - ცუდი ხილვადობა (ნისლი), ხალხმრავალი ადგილი, მანძილი მოწმესა და შემთხვევის ადგილს შორის და სხვა. მტკიცებულებების ამ კრიტერიუმებით შეფასებისა და მათზე განაჩენში სათანადო მსჯელობის გარეშე მტკიცებულებათა უტყუარობის სიღრმისეული შეფასება ფაქტობრივად შეუძლებელია. (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 21 აპრილის №397აპ-14 განაჩენი, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 4.)
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მიუთითებს, რომ ეროვნული სასამართლოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებში დასახელებული უნდა იყოს ის არგუმენტები, რომლებსაც ეს გადაწყვეტილებები ეყრდნობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Grădinar v. Moldova, №7170/02; 08/07/2008; §107). დასაბუთებული გადაწყვეტილების შემადგენელი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტია ის, თუ რამდენად ადეკვატურად იქნა გათვალისწინებული წარდგენილი მტკიცებულებები (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Kuznetsov and Others v. Russia, №184/02; 11/01/2007; §84).
ამდენად, სააპელაციო პალატა ყურადღებას შეაჩერებს მტკიცებულებების შინაარსზე, იმსჯელებს მათი უტყუარობის შესახებ და განმარტავს, თუ რა ფაქტების ცალსახად დადგენის შესაძლებლობა მისცა სააპელაციო პალატას ამ მტკიცებულებებმა ინდივიდუალურად და ერთობლიობაში.
პირველი ინსტანციის სასამართლოში დაზარალებულმა ნ---- დ--------–---–მა განმარტა, რომ 2005 წელს იქორწინა გ--- ა-------თან, თუმცა თანაცხოვრებამ გასტანა მხოლოდ 6 თვეს, რადგან ქორწინების მესამე დღიდან მეუღლე ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ტანჯავდა, ცემდა, ორსულობის პერიოდში მუცელში ურტყამდა წიხლებს და მდუღარე ყავას ასხამდა. მათ ჰყავთ საერთო შვილი. მეუღლის სახლიდან დედამ მ--- დ--------–---–მა წამოიყვანა, რის შემდეგაც გ--- ა-------მა დაუწყო მუქარა, რომ მას და მის საყვარელ ადამიანებს გაამწარებდა. გ--- ა-------მა მუქარა აუსრულა. იგი აპირებდა, მოეკლა მისი ძმა და მეგობარი, რომლებსაც მისწერა მოკლე ტექსტური შეტყობინებები, თითქოს იყო გოგონა და სურდა მათი გაცნობა, დაუნიშნა შეხვედრა ,,კუს ტბასთან“. შეხვედრაზე მხოლოდ მისი 19 წლის ბიძაშვილი მივიდა, რომელიც გ--- ა-------მა მოკლა. სასჯელის მოხდის პერიოდში გ--- ა-------ი მუდმივად ურეკავდა სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან და ემუქრებოდა, რომ გაუძლებდა წლებს იმ იმედით, რომ გათავისუფლების შემდეგ არ გაახარებდა. იძულებული გახდნენ, სახლში ტელეფონის ნომერი შეეცვალათ. გ--- ა-------ი სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლდა 2017 წლის 17 ნოემბერს. იმავე დღეს დედამისმა - მ--- დ--------–---–მა გ--- ა-------ი ჩანთებით ნახა მის სახლთან. 18 ნოემბერს მას ჰქონდა ქორწილი, თუმცა გ--- ა-------ის ციხიდან გათავისუფლების გამო, იგი მხოლოდ ჯვრისწერით შემოიფარგლა და მნიშვნელოვნად შეამცირეს სტუმრების რაოდენობა. გ--- ა-------ი ყოველდღე მიდიოდა მის სახლთან, აგინებდა და ემუქრებოდა. გ--- ა-------ი მათ არასრულწლოვან შვილს შეხვედრისას ეკითხებოდა, ვინ ცხოვრობდა მათ სახლში, რომელ ოთახში ვის ეძინა, ასევე არწმუნებდა, რომ იგი არ იყო კარგი დედა. მამასთან რამდენიმე შეხვედრის შემდეგ მათმა საერთო შვილმა გადაწყვიტა, რომ აღარ სურდა გ--- ა-------ის ნახვა, რადგან ეს უკანასკნელი ეუბნებოდა, რომ იყო ,,ზომბი“ და ყველას გადაჭამდა. არასასურველი შეხვედრის თავიდან ასარიდებლად ბავშვს მუდმივად აცილებდნენ სკოლაში. იგი მის მეორე მეუღლესთან ერთად აპირებდა საცხოვრებლად ცალკე გადასვლას, თუმცა შექმნილ სიტუაციაში დედას მარტო ვერ ტოვებდნენ. მ--- დ--------–---–საც მუდმივად აცილებდნენ სამსახურში. თავად სახლში იყო გამოკეტილი და არსად დადიოდა. მოგვიანებით საერთოდ დატოვა თბილისი და სამუშაოდ წავიდა გ---------ში. გ--- ა-------ი მის სახლთან თითქმის ყოველდღე მიდიოდა, ილანძღებოდა და იგინებოდა, ყვიროდა, რომ იყო უწესო და მთელმა მუხიანმა ,,გადაუარა“. ემუქრებოდა, რომ მისი სახლიდან კუბოს კუბოზე გაიტანდნენ. გ--- ა-------ს მის მეორე მეუღლესთანაც მოუვიდა კამათი, როცა ეს უკანასკნელი ეზოში ჩავიდა. ა-------ი ეუბნებოდა მათ, რომ ორივენი ,,ტრუპები“ იყვნენ. მან მიმართა საპატრულო პოლიციას, ორჯერ გამოიცა შემაკავებელი ორდერი. ამ პერიოდში იგი იყო ორსულად და მუცელი ეტყობოდა, თუმცა გ--- ა-------მა იცოდა თუ არა მისი მდგომარეობის შესახებ, არ იცის. გ--- ა-------ი მას ტანჯავდა და აშინებდა.
პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმე მ--- დ--------–---–მა განმარტა, რომ დაზარალებული ნ---- დ--------–---–ი არის მისი შვილი, ხოლო გ--- ა-------ი - მისი ყოფილი სიძე. დაქორწინებისთანავე მის ქალიშვილსა და გ--- ა-------ს შორის იყო კონფლიქტური ურთიერთობა, მდგომარეობა იყო გაუსაძლისი, რის გამოც წამოიყვანა ქალიშვილი გ--- ა-------ისგან. იმ დროისათვის ნ---- დ--------–---–ი იყო ორსულად და მუცელი ჰქონდა ცემისგან დალურჯებული. განქორწინების შემდეგ გ--- ა-------ი ეჭრებოდათ სახლში, ამტკიცებდა, რომ მისი და ნ---- დ--------–---–ის ამბავი არ დასრულებულა. გ--- ა-------ი ნ----ს ბიძაშვილს - ზურა დ--------–---–ს დაუკავშირდა, თითქოს იყო გოგონა, მოტყუებით შეხვდა და მოკლა, რის გამოც წლების განმავლობაში სასჯელს იხდიდა. გ--- ა-------ი სასჯელის მოხდის პერიოდშიც ურეკავდა მის ქალიშვილს და ემუქრებოდა, რომ მისი სახლიდან კუბოს კუბოზე გაიტანდნენ, რომ ციხეში გაძლებდა მხოლოდ იმიტომ, რომ გამოსვლის შემდეგ ეჩვენებინა, რა შედეგს დააყენებდა. იძულებული გახდნენ, სახლის ტელეფონის ნომერი შეეცვალათ. გ--- ა-------ის დაპატიმრებიდან დაახლოებით 11 წლის შემდეგ, როდესაც მისი ქალიშვილი ლ-–-----–--ეზე აპირებდა გათხოვებას. ქორწილის წინა დღეს მან დაინახა გ--- ა-------ი დიდი ჩანთით. თავის მულს სთხოვა, ფანჯრიდან გადაეხედა და ენახა, თუ ხედავდა გ--- ა-------ს. მულმა დაუდასტურა, რომ ეზოში ნამდვილად გ--- ა-------ი იდგა. მისი ქალიშვილი გ--- ა-------ის მუქარაზე ძალიან ნერვიულობდა და იყო შეშინებული, რის გამოც შეცვალეს გეგმა და ქორწილის ნაცვლად მხოლოდ ჯვრისწერით შემოიფარგლნენ. გ--- ა-------ს შვილის ნახვას არ უკრძალავდნენ, თუმცა არასრულწლოვანმა მამობილს უთხრა, რომ მამას იგი სკოლის უკან ხევში მიჰყავდა. ბავშვი ასევე შეესწრო ფაქტს, როცა გ--- ა-------მა მის მამინაცვალს ლ-–-----–--ეს დაარტყა. გ--- ა-------ის მიმართ გამოიცა შემაკავებელი ორდერი. გ--- ა-------ი ჩუმად აედევნა მას და დაემუქრა, რომ მუცელს გამოღადრავდა მის ქალიშვილს და წინ დაუგდებდა, ყველას ბენზინს გადაასხამდა და დაწვავდა. გ--- ა-------ი თითქმის ყოველ დღე მათი სახლის წინ იდგა და აკვირდებოდა, ვინ რომელ ოთახში იძინებდა, ვინ რომელ საათზე გადიოდა სახლიდან და ბრუნდებოდა უკან. ნ---- დ--------–---–ს ისე ეშინოდა, რომ სახლიდან არ გადიოდა, მოგვიანებით კი გ---------ში გადავიდა. გ--- ა-------ი შემაკავებელი ორდერის მოქმედების პერიოდში აღარ მიდიოდა მათ სახლთან, თუმცა როდესაც ორდერს მოქმედების ვადა გაუვიდა, მაშინვე გამოჩნდა, რის გამოც გაიცა ახალი შემაკავებელი ორდერი. ლ-–-----–--ემ და გ--- ა-------მა ეზოში იჩხუბეს, რასაც შეესწრო მისი ქალიშვილი და შეშინებულმა სირბილით დატოვა ტერიტორია. გ--- ა-------ი შეტყობინებებს უგზავნიდა მის ქალიშვილს, რომ სულ ახლოს იყო მასთან და მალე ნახავდა.
პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმე დ--- დ--------–---–მა განმარტა, რომ არის მე-7 კლასის მოსწავლე. ცხოვრობს დედასთან ნ---- დ--------–---–თან, ბებიასთან მ--- დ--------–---–თან, მამობილთან ლ-–-----–--ესთან, ბაბუასთან და მის ძმასთან ერთად. ჰყავს მამა გ--- ა-------ი. მან არაფერი იცოდა, რომ მამამისი სასჯელს იხდიდა. ამის შესახებ გაიგო მისი გათავისუფლების შემდეგ. რამდენჯერმე შეხვდა მამას, თუმცა იგი დედას ულანძღავდა და ტყუილებს აბრალებდა. მამა ეკითხებოდა, რომელ ოთახში ეძინა დედამისს, მისი კლასელებისგან კი გაიგო ნ----ს ტელეფონის ნომერი. გ--- ა-------ის ციხიდან გათავისუფლების შემდეგ სკოლაში მარტო აღარ დადიოდა. ოჯახის წევრები არ უშლიდნენ მამასთან შეხვედრას, თუმცა თავად არ უნდოდა მისი ნახვა. ესმოდა მამის ნათქვამი, ,,ნავთს გადაგასხამთო“. მამა ერთხელ სკოლასთან დახვდა და მისი სურვილის საწინააღმდეგოდ გადაუღო ფოტოსურათი. ერთხელ კი ხევის მხარეს წაიყვანა.
პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმე ლ-–-----–--ემ განმარტა, რომ 2017 წლიდან არის ნ---- დ--------–---–ის მეუღლე. 15-16 წლის ასაკში ნ---- დაახლოებით 6 თვის მანძილზე გ--- ა-------თან იმყოფებოდა ქორწინებაში. ნ---- დ--------–---–ისაგან იცის, რომ მეუღლე საშინლად ექცეოდა, არ აჭმევდა, ორსულობის პერიოდში მუცელში ხელებს ურტყამდა, რის გამოც გაშორდა მას. გ--- ა-------ი სასჯელს იხდიდა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, საიდანაც გათავისუფლდა 2017 წლის 17 ნოემბერს. 18 ნოემბერს მას და ნ---- დ--------–---–ს ჰქონდათ ჯვრისწერა. გ--- ა-------ის გათავისუფლებით გამოწვეული შიშის გამო ნ---- დ--------–---–ს სურდა ქორწილის გადადება. ქორწილი გეგმის მიხედვით ვეღარ ჩაატარეს. თავდაპირველად იგი ნ----სთან ერთად ცხოვრობდა მარტო, თუმცა შემდეგ გადავიდნენ სიდედრთან, რადგან ამ უკანასკნელს რამდენჯერმე დახვდა გ--- ა-------ი და მარტო დარჩენის ეშინოდა. ნ---- დ--------–---–ის და გ--- ა-------ის საერთო შვილი დ--- დ--------–---–ი მამის ნახვის შემდეგ იყო დაბნეული და შეშინებული. ბავშვს არ უშლიდნენ მამასთან შეხვედრას, მეტიც, მან თავად მიუყვანა გ--- ა-------ს შვილი, რა დროსაც გ--- ა-------ისგან მოისმინა ნ---- დ--------–---–ის დამამცირებელი საუბარი. გ--- ა-------ი ნ---- დ--------–---–ს სოციალური ქსელის საშუალებით უკავშირდებოდა. ნ---- იყო შეშინებული და სახლიდან არ გადიოდა. შეშინებული იყო ბავშვიც, ამბობდა, რომ გ--- ა-------ი ეკითხებოდა, რომელ ოთახში ეძინა დედამისს, ასევე რომელ საათზე იღვიძებდა და გადიოდა სახლიდან. ბავშვს აღარ სურდა მამასთან შეხვედრა. ერთხელ დაინახა გ--- ა-------ი, რომელიც მის სადარბაზოსთან იდგა. მან ჯერ შეაგინა, მერე ქვა აიღო, მისკენ გაექანა, შეაფურთხა და დაუწყო ჭიდაობა. მომხდარის შემდეგ გ--- ა-------ის მიმართ გაიცა შემაკავებელი ორდერი.
პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმე შ---ი დ--------–---–მა განმარტა, რომ არის ნ---- დ--------–---–ის ბიძა. ნ---- დ--------–---–ი 12-13 წლის წინ იმყოფებოდა ქორწინებაში გ--- ა-------თან, თუმცა თანაცხოვრება დიდხანს არ გაგრძელებულა, რადგან, როგორც გაიგო, მეუღლე ცუდად ექცეოდა ნ----ს. მათი განქორწინების შემდეგ გ--- ა-------მა მოკლა მისი ბიძაშვილის შვილი, რისთვისაც იხდიდა სასჯელს. 2017 წლის 18 ნოემბერს ნ---- დ--------–---–მა მეორედ იქორწინა. წინა დღეს მან რძლისგან - მ--- დ--------–---–ისგან შეიტყო, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლებული გ--- ა-------ი მათ სადარბაზოსთან იდგა, რის გამოც იყვნენ შეშინებულები. მ--- დ--------–---–მა სთხოვა მათთან სახლში გადასვლა, რათა არ ჩაშლილიყო მეორე დღეს დაგეგმილი ქორწილი. ჯვრისწერამ დაძაბულად ჩაიარა, ნ---- იყო ძალიან შეშინებული, აპირებდა ქორწილის ჩაშლას, თუმცა სტუმრები ჰყავდათ დაპატიჟებული და ვერ შეძლეს. ის და მ--- დ--------–---–ი ჯვრისწერას არ დასწრებიან. სადარბაზოში ნახა გ--- ა-------ი, თუმცა კითხვაზე, იყო თუ არა გ---, უარყოფითად უპასუხა. მან უთხრა, რომ იყო ნ----ს ბიძა და მოუწოდა, დაეტოვებინა სახლის მიმდებარე ტერიტორია. გ---ს შვილის ნახვა უნდოდა. მან გ---ს მისცა საკუთარი ტელეფონის ნომერი და დაპირდა, რომ მისი თანდასწრებით აჩვენებდა შვილს. ბავშვს არ უნდოდა მამის ნახვა და იყო შეშინებული, რადგან გ--- მისთვის გაუგებარ თემებზე ესაუბრებოდა, მათ შორის ეკითხებოდა, რატომ არ იცოდა რუსული და ფრანგული ენები. შეხვედრისას გ--- ა-------ი არეულად საუბრობდა, ამბობდა, რომ ანგარიშზე ჰქონდა 11 მილიონი და ამერიკაში აპირებდა წასვლას. გ--- ა-------ი ნ----ს ემუქრებოდა, რომ ბენზინს გადაასხამდა. გ--- ა-------ი ხშირად მიდიოდა მათ სახლთან და ბავშვის სკოლასთან.
პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმე მ--------------მ დადასტურა მის მიერ 2018 წლის 24 მაისს გაცემული დასკვნის სისწორე, რომლის თანახმადაც: წარმოდგენილი სისხლის სამართლის მასალების მიხედვით და ნ---- დ--------–---–ის ექსპერიმენტულ-ფსიქოლოგიური კვლევის შედეგებით დგინდება, რომ ნ---- დ--------–---–მა ყოფილი მეუღლის, გ--- ა-------ის მხრიდან განხორციელებული ქმედებებით განიცადა ფსიქოლოგიური ტანჯვა. ნ---- დ--------–---–ის ფსიქოლოგიური თავისებურებანი მოყვანილია ექსპერიმენტულ-ფსიქოლოგიური კვლევის ნაწილში. მოწმემ ასევე განმარტა, რომ კვლევისას ტარდება სხვადასხვა სახის ტესტები, გამოკვლევა კი აჩვენებს მონაცემებს, რომლის ფაბულაში ცდომილება არის გამორიცხული, რადგან ადამიანმა შეიძლება თარიღები მოიტყუოს, მაგრამ ემოციებს ვერ გააყალბებს. გამოსაკვლევი ობიექტი ამ შემთხვევაში იყო ძალიან ცუდ მდგომარეობაში და დიდი დრო დასჭირდა მის დამშვიდებას. შესაძლოა, ემოციები იყო გამძაფრებული ორსულობის გამო, მაგრამ ის ისედაც ძალიან დათრგუნული იყო.
პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმე ნ--------–---–---–მა დაადასტურა 2018 წლის 6 აგვისტოს გაცემული დასკვნის სისწორე, რომლის თანახმადაც: გ--- ა-------ს აღენიშნება არაფსიქოზური დონის ფსიქიკური აშლილობა - შერეული პერსონოლოგიური აშლილობა (კოდი-F61;დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციის მე-10 გადასინჯვის მიხედვით). ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის დროს მას აღენიშნებოდა შერეული პერსონოლოგიური აშლილობა და მას შეეძლო, გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი და მართლწინააღმდეგობა და ეხელმძღვანელა მისთვის (შერაცხადობა). თავისი ფსიქიკური მდგომარეობით მას შეუძლია, ანგარიში გაუწიოს თავს და უხელმძღვანელოს მას, მისცეს ჩვენება და მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებებში. მას აქვს გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარი. იგი იმგვარი ფსიქიკური ავადმყოფობით, რომელიც ხელს უშლის სასჯელის მოხდას, დაავადებული არ არის. თავისი ფსიქიკური მდგომარეობთ იგი იძულებით მკურნალობას ან არანებაყოფლობით სტაციონარულ ფსიქიატრიულ დახმარებას არ საჭიროებს. მას აქვს ფსიქიკური ნაკლი, რაც ხელს უშლის მის მიერ საკუთარი დაცვის განხორციელებას. გ--- ა-------ი ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენის დროს არ იმყოფებოდა ფიზიოლოგიური აფექტის მდგომარეობაში. გ--- ა-------ი არ იმყოფებოდა სხვა არაპათოლოგიურ ემოციურ მდგომარეობაში, რომელსაც შეეძლო, არსებითი გავლენა მოეხდინა ბრალდებულის ცნობიერებასა და ქცევაზე. მოწმემ დამატებით განმარტა, რომ გ--- ა-------ის მდგომარეობა არ არის ჰალუცინაციებით გამოწვეული დაავადება, ეს არის ნევროზული დონის მდგომარეობა, რომელიც განვლადია. შერეული პერსონოლოგიური აშლილობა გამოიხატება ძირითადად თავისებური ხასიათის ცვლილებებით და, აქედან გამომდინარე, ბრალდებული არის შერაცხადი, აცნობიერებდა ყველა თავის მოქმედებას. გ--- ა-------ი ექსპერტიზაზე ყოფნისას იყო ადეკვატური, მაგრამ გაღიზიანებული. აქედან გამომდინარე, არ არის დაავადებული ფსიქოზური სიმპტომატიკით და არ არის იძულებით სამკურნალო.
პირველი ინსტანციის სასამართლოში ასევე მოწმის სახით დაიკითხნენ რ----------------–--ე და გ-----------–-–--ე, რომლებმაც დაადასტურეს მათი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების სისწორე, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ მათი ჩვენებები გ--- ა-------ის ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების დასადასტურებლად ან უარსაყოფად არარელ----ტურია, სააპელაციო პალატა მათ სიღმისეულად არ მიმოიხილავს.
სსიპ ლ---- სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 24 მაისის ფსიქიატრიული ექსპერტიზის დეპარტამენტის დასკვნის თანახმად: წარმოდგენილი სისხლის სამართლის მასალების მიხედვით და ნ---- დ--------–---–ის ექსპერიმენტულ-ფსიქოლოგიური კვლევის შედეგებით დგინდება, რომ ნ---- დ--------–---–მა ყოფილი მეუღლის, გ--- ა-------ის მხრიდან განხორციელებული ქმედებებით განიცადა ფსიქოლოგიური ტანჯვა. ნ---- დ--------–---–ის ფსიქოლოგიური თავისებურებანი მოყვანილია ექსპერიმენტულ-ფსიქოლოგიური კვლევის ნაწილში.
სსიპ ლ---- სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 6 აგვისტოს ფსიქიატრიული ექსპერტიზის დეპარტამენტის დასკვნის თანახმად: გ--- ა-------ს აღენიშნება არაფსიქოზური დონის ფსიქიკური აშლილობა - შერეული პერსონოლოგიური აშლილობა (კოდი-F61;დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციის მე-10 გადასინჯვის მიხედვით). ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის დროს მას აღენიშნებოდა შერეული პერსონოლოგიური აშლილობა და მას შეეძლო, გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი და მართლწინააღმდეგობა და ეხელმძღვანელა მისთვის (შერაცხადობა). თავისი ფსიქიკური მდგომარეობით მას შეუძლია, ანგარიში გაუწიოს თავს და უხელმძღვანელოს მას, მისცეს ჩვენება და მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებებში. მას აქვს გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარი. იგი იმგვარი ფსიქიკური ავადმყოფობით, რომელიც ხელს უშლის სასჯელის მოხდას, დაავადებული არ არის. თავისი ფსიქიკური მდგომარეობთ იგი იძულებით მკურნალობას ან არანებაყოფლობით სტაციონარულ ფსიქიატრიულ დახმარებას არ საჭიროებს. მას აქვს ფსიქიკური ნაკლი, რაც ხელს უშლის მის მიერ საკუთარი დაცვის განხორციელებას. გ--- ა-------ი ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენის დროს არ იმყოფებოდა ფიზიოლოგიური აფექტის მდგომარეობაში. გ--- ა-------ი არ იმყოფებოდა სხვა არაპათოლოგიურ ემოციურ მდგომარეობაში, რომელსაც შეეძლო, არსებითი გავლენა მოეხდინა ბრალდებულის ცნობიერებასა და ქცევაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგის 2018 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილების თანახმად, არ დაკმაყოფილდა გ--- ა-------ის სარჩელი და ძალაში დარჩა საქართველოს შსს გლდანი-ნაძალადევის პოლიციის სამმართველოს მე-3 განყოფილების მიერ 2018 წლის 26 აპრილს გაცემული N012809 შემაკავებელი ორდერი.
2018 წლის 3 მაისის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის თანახმად, ნ---- დ--------–---–ი არის ორსულად (33-34 კვირა).
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 12 ივლისის განაჩენით გ--- ა-------ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებითა და საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 23 წლის ვადით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 12 იანვრის განაჩენით გ--- ა-------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებითა და საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 22 წლისა და 6 თვის ვადით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 4 ივლისის განაჩენით მსჯავრდებულ გ--- ა-------ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 12 იანვრის განაჩენში და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 19 იანვრის განაჩენში შევიდა ცვლილება, კერძოდ: საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით დანიშნულმა და ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად ¼-ით შემცირებულმა სასჯელმა - თავისუფლების აღკვეთამ 11 წლისა და 3 თვის ვადით შთანთქა საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული და ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად ¼-ით შემცირებული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით და საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით დანიშნული სასჯელი - ჯარიმა 500 ლარის ოდენობით და საბოლოოდ, გ--- ა-------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 11 წლისა და 3 თვის ვადით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 20 თებერვლის ბრძანებით, მსჯავრდებული გ--- ა-------ი არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით მოთავსდა სტაციონარში - შპს ,,აკად. ბ. ნანეიშვილის სახელობის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში“ არანებაყოფლობითი მკურნალობის ამოწურვამდე.
2017 წლის 17 ნოემბრის ცნობის თანახმად, გ--- ა-------ი სასჯელის მოხდით გათავისუფლდა 2017 წლის 17 ნოემბერს.
სოციალური ქსელის მეშვეობით გაკეთებული შეტყობინების მიხედვით, გ--- ა-------მა შტყობინება გაუგზავნა ნ---- დ--------–---–ს: ,,მე მალე გნახავ, სულ ახლოს ვარ’’.
პირველი ინსტანციის სასამართლოში გ--- ა-------მა განმარტა, რომ 2017 წლის 17 ნოემბერს, 10 საათზე გათავისუფლდა სასჯელაღსრულების მე-18 დაწესებულებიდან და ფეხით წავიდა გ-–----------------------------------------ს დასახლებაში. გზად გაიარა თავისი შვილის - დ---ს საცხოვრებელი სახლი, გაესაუბრა ბავშვებს, მოიკითხა მისი ამბავი. მეორე დღეს კვლავ მივიდა შვილის სახლთან და მოიკითხა. მასთან მივიდა შ---ი დ--------–---–ი, რომელმაც ჰკითხა, რატომ იყო სკვერში. მან უპასუხა, რომ უნდოდა, თავისი შვილი მომაკვდავი დედისთვის ეჩვენებინა. მისი ყოფილი ცოლის ნ---- დ--------–---–ის ოჯახის წევრებმა მოიგონეს ტყუილები, თითქოს იგი იყო გიჟი. არწმუნებდნენ, რომ დ---ს არ გაკარებოდა, რადგან მისი შვილი არ იყო. იგი შეეცადა, მამაოს შუამავლობით მოეგვარებინა ურთიერთობები ნ----ს ოჯახთან, თუმცა არაფერი გამოუვიდა. დეკემბერში მიმართა სასამართლოს და ითხოვა შვილის მის გვარზე გადაყვანა. იგი აკითხავდა შვილს სკოლაში, დირექტორთან და მასწავლებლებთან ინტერესდებოდა მისი აკადემიური მოსწრებით. შვილი შეხვედრისას ჩაეხუტა და მისი ტელეფონის ნომერი ხელზე დაიწერა. ნ----ს ოჯახმა დ---ს აუკრძალა მასთან კონტაქტი. იგი პერიოდულად მიდიოდა დ---ს სახლთან. ერთხელ მასთან მივიდა ლ-–-----–--ე, რომელიც ნ----ს ოჯახის ახლობლად გაეცნო. ლ-–-----–--ემ უხეშად მიმართა დ---ს, რომ უნდა წასულიყვნენ, როცა ბავშვს წასვლა არ უნდოდა. რამდენჯერმე შვილთან შ---ი დ--------–---–მა შეახვედრა. ბავშვის სანახავად იგი ურეკავდა შ---ის, თუმცა ეს უკანასკნელი უთიშავდა ტელეფონს. ბავშვს ხვდებოდა სკოლაში, სადაც მისი კლასელებიც გაიცნო. შ---ი დ--------–---–მა უთხრა, რომ დ---ს არ უნდოდა მისი ნახვა მაშინ, როდესაც თავად დ--- ჩაეხუტა და სთხოვა, რომ მისულიყო მასთან. მას არაფერი დაუშავებია ნ---- დ--------–---–ისთვის, მხოლოდ საკუთარ შვილთან სურდა ურთიერთობა. მ--- დ--------–---–ს მაშინ შეხვდა, როდესაც ბავშვის სახლთან იყო. მ--- თვითონ მივიდა და აგრესიულად ჰკითხა, თუ რას აკეთებდა იქ. იგი არავის დამუქრებია. პირიქით, ლ-–-----–--ე უკნიდან მიეპარა და იატაკის საწმენდი ჯოხი ჩაარტყა.
ამდენად, სააპელაციო პალატა შეაფასებს წარმოდგენილ მტკიცებულებებს და განმარტავს, თუ რა ფაქტების ცალსახად დადგენის შესაძლებლობას იძლევა მათი ერთობლივი ანალიზი.
სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით უტყუარად დასტურდება გ--- ა-------ის მიერ ნ---- დ--------–---–ის ადევნება, ე.ი. უკანონო თვალთვალი, არასასურველი კომუნიკაციის დამყარება და სხვა განზრახი ქმედებები, რომლებიც სისტემატურად ხორციელდება და იწვევს პირის ფსიქიკურ ტანჯვას და პირის ან მისი ოჯახის წევრის მიმართ ძალადობის გამოყენების საფუძვლიან შიშს, რაც პირს ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლას აიძულებს და მისი მნიშვნელოვნად შეცვლის რეალურ საჭიროებას უქმნის შემდეგ გარემოებათა გამო:
მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და სააპელაციო პალატასაც უტყუარად დადასტურებულად მიაჩნია ის გარემოება, რომ ნ---- დ--------–---–ი და გ--- ა-------ი არიან ყოფილი მეუღლეები და ითვლებიან ერთმანეთის ოჯახის წევრებად.
მოცემულ შემთხვევაში საქმეში არსებული მტკიცებულებებით: დაზარალებულ ნ---- დ--------–---–ის, მოწმეების მ--- დ--------–---–ის, შ---ი დ--------–---–ის და ლ-–-----–--ის ჩვენებებით ცალსახად არის დადასტურებული ის გარემოება, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლების დღიდან გ--- ა-------ი მუდმივად იმყოფებოდა ნ---- დ--------–---–ის სახლთან, უთვალთვალებდა მას, არკვევდა მის დღის რეჟიმს - როდის გადიოდა სახლიდან, როდის ბრუნდებოდა შინ ან რომელ ოთახში იძინებდა. ამასთან, მოწმეების მ--- დ--------–---–ის, შ---ი დ--------–---–ის, ლ-–-----–--ის ჩვენებებითა და შემაკავებელი ორდერებით, რითიც გ--- ა-------ს დროის სხვადასხვა პერიოდში აეკრძალა ნ---- დ--------–---–თან მიახლოება, უტყუარად დასტურდება, რომ გ--- ა-------ი არაერთხელ იყო გაფრთხილებული იმის თაობაზე, რომ თავისი საქციელით უკანონოდ იჭრებოდა ნ---- დ--------–---–ის ცხოვრებაში, არღვევდა მის სიმშვიდეს, თუმცა მიუხედავად არაერთი გაფრთხილებისა, იგი განაგრძობდა ყოფილი ცოლის დევნას. გ--- ა-------ი ნ---- დ--------–---–ს ემუქრებოდა, რომ მისი ოჯახიდან კუბოს კუბოზე გაიტანდნენ, მის ყოფილ სიდედრს მ--- დ--------–---–ს უთხრა, რომ მის ქალიშვილს მუცელს გამოღადრავდა. გარდა ზემოაღნიშნული მოწმეების ჩვენებებისა, ნ---- დ--------–---–თან გ--- ა-------ის არასასურველი კომუნიკაციის ფაქტი ასევე დადასტურებულია ისეთი თვალსაჩინო მტკიცებულებით, როგორიც არის სოციალური ქსელში გ--- ა-------ის მიმოწერა ნ---- დ--------–---–თან, როდესაც გ--- ა-------მა ნ---- დ--------–---–ს მისწერა, რომ იყო ახლოს და მალე შეხვდებოდნენ.
სააპელაციო პალატას, დანაშაულის წინარე მოვლენების გათვალისწინებით, ასევე ცალსახად დადასტურებულად მიაჩნია, რომ ნ---- დ--------–---–ს რეალურად ტანჯავდა და აშინებდა გ--- ა-------ის დაჟინებული, აკვიატებული დევნა, ვინაიდან თავად ნ---- დ--------–---–ის, მოწმეების მ--- დ--------–---–ის და შ---ი დ--------–---–ის ჩვენებებით დადგენილია, რომ გ--- ა-------თან მცირეხნიანი თანაცხოვრების მიუხედავად, ნ---- დ--------–---–ი გახდა არნახული ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი, რამაც ძალიან ღრმა კვალი დატოვა მის ფსიქიკაზე. ნიშანდობლივია, რომ განქორწინების შემდეგ, როდესაც გ--- ა-------მა ვეღარ შეძლო ნ---- დ--------–---–ის დაბრუნება, მისთვის სასურველი შედეგის მიუღებლობა გახდა სწორედ ნ---- დ--------–---–ის 19 წლის ბიძაშვილის მკვლელობის მიზეზი. გ--- ა-------ს სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით მსჯავრი დაედო ნ---- დ--------–---–ზე ძალადობისთვის და ამ უკანასკნელის ბიძაშვილის მკვლელობისთვის. ნათელია, როგორი დაძაბული და შეშინებული იქნებოდა ნ---- დ--------–---–ი გ--- ა-------ის სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ, მით უფრო, როდესაც თავისუფლების პირველივე წუთებიდან ამ უკანასკნელმა დაიწყო დაზარალებულის დევნა. მიუხედავად იმისა, რომ ნ---- დ--------–---–ი მსჯავრდებულის მხრიდან დევნის პერიოდში იყო ფეხმძიმედ და, შესაძლებელი,ა მისი შეგრძნებები ყოფილიყო გამძაფრებული (რაზეც ისაუბრა ფსიქიატრიულმა ექსპერტმა), სააპელაციო პალატა თვლის, რომ დასახელებული გარემოებების ფონზე გ--- ა-------ის აღწერილი ქმედება ობიექტურად საკმარის საფუძველს წარმოადგენდა იმისათვის, რომ დაზარალებულში ცალსახად გამოეწვია შიში.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ თავის მხრივ არც გ--- ა-------ი უარყოფს იმ ფაქტს, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ ნ---- დ--------–---–ის სახლთან ხშირად მიდიოდა, თუმცა ამას მხოლოდდამხოლოდ შვილის ნახვის სურვილით ხსნის და არა ნ---- დ--------–---–ის დევნით, რაც წინააღმდეგობაშია სასამართლოში დაკითხული უკლებლივ ყველა მოწმის ჩვენებასთან, მათ შორის მისივე შვილის რატი დ--------–---–ის ჩვენებასთან, რომელმაც დაადასტურა, რომ მასთან შეხვედრისას მამას აინტერესებდა დედის დღის განრიგი, რომელ ოთახში ეძინა ამ უკანასკნელს, ასევე მისი თანაკლასელებისგან გაიგო დედამისის ტელეფონის ნომერი.
სააპელაციო პალატა ეჭვქვეშ არ აყენებს იმ გარემოებას, რომ ნ---- დ--------–---–ი იყო შეშინებული, იტანჯებოდა და იძულებული გახდა, შეეცვალა ცხოვრების წესი, რაც ასევე ობიექტურად დასტურდება დაზარალებულის ქცევით, როდესაც გ--- ა-------ის მის ცხოვრებაში კვლავ გამოჩენით შეშინებული სახლიდან ფაქტიურად აღარ გადიოდა, შეცვალა ქორწინებასთან დაკავშირებული გეგმები, დაბრუნდა საცხოვრებლად დედასთან, მოგვიანებით კი დატოვა თბილისი და სამუშაოდ გაემგზავრა გ---------ში. ის გარემოება, რომ ნ---- დ--------–---–ი განიცდიდა შიშს და ტანჯვას, უტყუარად არის დადასტურებულია ექსპერტის დასკვნით, რომლის თანახმად ნ---- დ--------–---–მა ყოფილი მეუღლის გ--- ა-------ის მხრიდან განხორციელებული ქმედებებით განიცადა ფსიქოლოგიური ტანჯვა.
ამდენად, სააპელაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით უტყუარად დადასტურდა, რომ გ--- ა-------მა ნ---- დ--------–---–ის მიმართ ჩაიდინა ადევნება, ე.ი. ოჯახის წევრის უკანონო თვალთვალი, არასასურველი კომუნიკაციის დამყარება და სხვა განზრახი ქმედებები, რომლებიც სისტემატურად ხორციელდება და იწვევს პირის ფსიქიკურ ტანჯვას და პირის ან მისი ოჯახის წევრის მიმართ ძალადობის გამოყენების საფუძვლიან შიშს, რაც პირს ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლას აიძულებს და მისი მნიშვნელოვნად შეცვლის რეალურ საჭიროებას უქმნის.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, no 37801/97; 2003 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილება §34; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Van de Hurk v. the Netherlands, no 16034/90; 1994 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, no 21522/93; 1997 წლის 29 მაისის გადაწყვეტილება §43).). ამდენად, სააპელაციო პალატა იმსჯელებს აპელანტების საკვანძო არგუმენტებზე და განმარტავს, თუ რატომ არ იზიარებს მათ.
დაცვის მხარის არგუმენტებთან დაკავშირებით, რომელიც უკავშირდება მოწმეების ნ---- დ--------–---–ის, მ--- დ--------–---–ის, შ---ი დ--------–---–ის და ლ-–-----–--ის ჩვენებების სანდოობას, სააპელაციო პალატამ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკის (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 21 აპრილის №397აპ-14 განაჩენი, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 4.) კვალდაკვალ გულდასმით შეისწავლა ზემოაღნიშნულ მოწმეთა ჩვენებები, რომლებიც ამხელენ გ--- ა-------ს დანაშაულის ჩადენაში. დაცვის მხარის მითითებით მათ ჩვენებებში არის არსებითი წინააღმდეგობები, თუმცა სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს იმას, რომ სამივე მოწმე სხვადასხვაგვარად არის დაკავშირებული დაზარალებულთან და ძირითადად ადასტურებენ დაზარალებულის მონათხრობში ისეთ დეტალებს, რომლის მონაწილენიც თავად იყვნენ და მათ ჩვენებებს შორის რაიმე არსებითი ხასიათის წინააღმდეგობები, რომლებიც ეჭქვეშ დააყენებდა მათ სანდოობას, არ არსებობს. დაზარალებულისა და მოწმეების ჩვენებები თანხვედრაშია იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ძალადობდა გ--- ა-------ი ნ---- დ--------–---–ზე თანაცხოვრების პერიოდში, როგორ წამოიყვანა მ--- დ--------–---–მა ქალიშვილი გ--- ა-------ის სახლიდან, როგორ აუსრულა მუქარა გ--- ა-------მა ნ---- დ--------–---–ს და მოუკლა ბიძაშვილი, როგორ დაინახა საპატიმროდან გათავისუფლების დღეს მ--- დ--------–---–მა მათ სახლთან მოდარაჯე გ--- ა-------ი, რომელიც ამ დღის შემდეგ სისტემატურად დევნიდა დაზარალებულს, როგორ შეცვალა ნ---- დ--------–---–მა ქორწილთან დაკავშირებული გეგმები, როგორ დაბრუნდა დედასთან სახლში, რადგან მარტოს ვერ ტოვებდა და მოგვიანებით როგორ დატოვა თბილისი და წავიდა გ---------ში. სააპელაციო პალატას ითვალისწინებს, რომ შემთხვევიდან მოწმეების სასამართლოში დაკითხვამდე გასულია დრო და არ არის გამორიცხული, რომ მოწმეებს არ ახსოვდეთ საქმისთვის უმნიშვნელო დეტალები და ეს არ უნდა გახდეს იმის მტკიცების საფუძველი, რომ მოწმეები აპრიორი ცრუობენ. მითუმეტეს, როდესაც მოწმეები სხვა, საქმისთვის მნიშვნელოვან დეტალებთან დაკავშირებით იძლევიან თანმიმდევრულ და დეტალურ ჩვენებებს. პირიქით, მოწმეების მიერ ყველა დეტალის ზედმიწევნით აღდგენა და გადმოცემა უფრო მეტად საეჭვოს გახდიდა მათ სანდოობას და წარმოშობდა ეჭვს, ხომ არ მოხდა მოწმეების ჩვენებების სპეციალურად დამთხვევა. რაც შეეხება დაცვის მხარის მტკიცებას იმასთან დაკავშირებით, რომ შ---ი დ--------–---–ი არის ირიბი მოწმე და იგი დანაშაულის ფაქტს არ შესწრებია, წინააღმდეგობაშია თავად გ--- ა-------ის ჩვენებასთან, რომელმაც დაადასტურა, რომ შვილთან რამდენჯერმე სწორედ შ---ი დ--------–---–მა შეახვედრა, ხოლო თავად შ---ი დ--------–---–მა ასევე განმარტა, რომ მან პირადად გააფრთხილა გ--- ა-------ი, შეეწყვიტა ნ---- დ--------–---–ის დევნა, დაპირდა, რომ პირადად შეახვედრებდა შვილს და საკონტაქტოდ საკუთარი ტელეფონიც კი ჩააწერინა. რაც შეეხება დაცვის მხარის მტკიცებას იმის თაობაზე, რატომ გადავიდა ნ---- დ--------–---–ი დედასთან საცხოვრებლად, მაშინ როდესაც ეს მისამათი გ--- ა-------ისთვის კარგად იყო ცნობილი, სააპელაციო პალატამ მოისმინა თავად დაზარალებულის ნ---- დ--------–---–ის განმარტება, რომ დედამისს მ--- დ--------–---–ს რამდენჯერმე აედევნა გ--- ა-------ი, რის გამოც ეს უკანასკნელი იყო შეშინებული და თანმხლების გარეშე ვერ მიდიოდა სამსახურში. სწორედ ამიტომ ვერ დატოვა შეშინებული დედა სახლში მარტო და გადავიდა მასთან საცხოვრებლად, რაც სავსებით ლოგიკურია და წარმოადგენს იმის რაციონალურ ახსნს, თუ რატომ დაბრუნდა ნ---- დ--------–---–ი დედასთან საცხოვრებლად.
რაც შეეხება ბრალდების მხარის არგუმენტებს იმის თაობაზე, რომ გ--- ა-------მა დანაშაული წინასწარი შეცნობით ორსული ნ---- დ--------–---–ის მიმართ ჩაიდინა, სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას იმასთან მიმართებით, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად ვერ დადასტურდა გ--- ა-------ის მიერ წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ დანაშაულის ჩადენა შემდეგ გარემოებათა გამო:
გ--- ა-------ის განმარტებით, მან არაფერი იცოდა ნ---- დ--------–---–ის ორსულობის თაობაზე.
ბრალდების მოსაზრებით მოწმე ვინაიდან მ--- დ--------–---–ს გ--- ა-------ი დაემუქრა, რომ მის ქალიშვილს მუცელს გამოღადრავდა და წინ დაუგდებდა, ეს ადასტურებს ამ უკანასკნელის წინასწარ შეცნობას, რომ ნ---- დ--------–---–ი იყო ორსულად.
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ ორსული ქალის მიმართ დანაშაულის ჩადენის დამამძიმებელ გარემოებად გათვალისწინების დროს მნიშვნელოვანია როგორც ობიექტურად იმის დადგენა, იყო თუ არა მსხვერპლი ორსულად, ასევე სუბიექტურად დამნაშავის წინასწარი შეცნობის დადგენა დანაშაულის ამ მაკვალიფიცირებელი გარემოების მიმართ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მხოლოდ ობიექტური ელემენტის საკმარისობის შემთხვევაში, სახეზე გვექნებოდა დანაშაული ჩადენილი ორსული ქალის და არა წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ.
ამდენად, წარმოდგენილი მტკიცბულებების ანალიზით, სააპელაციო პალატა დაადგენს, ჩაიდინა თუ არა დანაშაული გ--- ა-------მა წინასწარი შეცნობით ორსული ნ---- დ--------–---–ის მიმართ როგორც ობიექტური, ასევე სუბიექტური კრიტერიუმებით.
რაც შეეხება ობიექტურ კრიტერიუმს, მხარეები სადავოდ არ ხდიან და სასამართლოსაც უტყუარად დადგენილად მიაჩნია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ დაზარალებული ნ---- დ--------–---–ი იყო ორსულად.
სუბიექტური კრიტერიუმით საკითხის შეფასებისას, სასამართლო ითვალისწინებს თავად გ--- ა-------ის განმარტებას, რომ მან არ იცოდა ნ---- დ--------–---–ის ორსულობის შესახებ. ამ გარემოებასთან დაკავშირებით ბრალდების მხარემ მიუთითა შემდეგ არგუმენტზე: თავად გ--- ა-------მა დაადასტურა, რომ ნ---- დ--------–---–ის ორსულობის შესახებ თავდაპირველად შეიტყო გადმოცემით სხვებისგან, შემდეგ კი პირადად ნახა აპრილის თვეში. ამასთან, გ--- ა-------სა და ნ---- დ--------–---–ს ასევე ჰქონდათ სამოქალაქო დავა მათ არასრულწლოვან შვილთან დაკავშირებით, რის გამოც ხშირად ხვდებოდნენ ერთმანეთს სასამართლო პროცესებზეც. კიდეც რომ მიჩნეულიყო, რომ გ--- ა-------მა მართლაც მხოლოდ 2018 წლის აპრილში შეიტყო ნ---- დ--------–---–ის ორსულობის შესახებ, ადევნება განგრძობადი დანაშაულია და იგი გრძელდებოდა მის დაკავებამდე, ე.ი. 2018 წლის მაისის მიწურულამდე, რაც მაკვალიფიცერებელი ნიშნის არსებობაზე მიუთითებს. ბრალდების ამ არგუმენტთან დაკავშირებით სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-14 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით განგრძობადია სისხლის სამართლის კოდექსის ერთი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, რომელიც მოიცავს ერთიანი მიზნითა და საერთო განზრახვით ჩადენილ ორ ან მეტ ქმედებას. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად კი, განგრძობადი დანაშაული დამთავრებულია უკანასკნელი ქმედების ჩადენის მომენტიდან და არა გ--- ა-------ის დაკავების მომენტიდან, როგორც ამას ბრალდების მხარე ამტკიცებს. ამასთან, მხოლოდ მ--- დ--------–---–ისთვის ნათქვამი სიტყვები, რომ მის ქალიშვილს მუცელს გამოღადრავდა, ცალსახად და ყოველგვარი ორაზროვნების გარეშე არ შეიძლება გაგებული იქნას, როგორც მისი ორსული ქალიშვილის მიმართ მუქარა. ამდენად, ბრალდების მხარის ეჭვი და ვარაუდი იმის თაობაზე, რომ გ--- ა-------მა დანაშაული ჩაიდინა წინასწარი შეცნობით ორსული ნ---- დ--------–---–ის წინააღმდეგ, დარჩა ეჭვად და ვარაუდად და ვერ დადასტურდა სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით. საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპის „in dubio pro reo“ მიხედვით კი, დაუდასტურებელი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის/მსჯავრდებულის სასარგებლოდ.
ამდენად, სააპელაციო პალატას უტყუარად დადასტურებულად მიაჩნია, რომ გ--- ა-------მა ჩაიდინა მისი ოჯახის წევრის მიმართ ადევნება, ე.ი. ოჯახის წევრის უკანონო თვალთვალი, არასასურველი კომუნიკაციის დამყარება და სხვა განზრახი ქმედებები, რომელიც სისტემატურად ხორციელდება და იწვევს პირის ფსიქიკურ ტანჯვას და პირის ან მისი ოჯახის წევრის მიმართ ძალადობის გამოყენების საფუძვლიან შიშს, რაც პირს ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლას აიძულებს და მისი მნიშვნელოვნად შეცვლის რეალურ საჭიროებას უქმნის, რომლის კვალიფიკაციაზე სასამართლო განაჩენის სამართლებრივი შეფასებისას იმსჯელებს.
5. სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში.
სააპელაციო პალატა იმსჯელებს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 21 თებერვლის განაჩენში დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და მათ სწორ სამართლებრივ შეფასებაზე, რადგან ქმედების სამართლებრივი შეფასება - ბრალდებულის ქმედებისათვის სწორი კვალიფიკაციის მინიჭება სწორედ მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტების შესაბამისად სასამართლოს პირდაპირი ვალდებულებაა.
საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს კონსტიტუციური დებულება განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს „in dubio pro reo“, რომლის თანახმადაც, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის მტკიცებულებების საფუძველზე და სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას წარმოადგენს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259–ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. იმავე მუხლის მე–3 ნაწილის თანახმად, განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს. ამ თვალსაზრისით განაჩენი დასაბუთებულია, როდესაც განაჩენში წარმოდგენილი დასკვნები როგორც მტკიცების ცალკეულ საგანთან მიმართებით, ასევე მთლიანობაში პირის ბრალეულობისა თუ უდანაშაულობის თაობაზე გამომდინარეობს საქმის რეალური ფაქტობრივი გარემოებებიდან და შეესაბამება ამ გარემოებებთან დაკავშირებით საქმეში არსებულ სარწმუნო მტკიცებულებებს.
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1511-ე მუხლის პირველი ნაწილით კრიმინალიზებულია ადევნება - პირადად ან მესამე პირის მეშვეობით პირის, მისი ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის უკანონო თვალთვალი, ან არასასურველი კომუნიკაციის დამყარება ტელეფონის, ელექტრონული ან სხვა საშუალებით, ან ნებისმიერი სხვა განზრახი ქმედება, რომელიც სისტემატურად ხორციელდება და იწვევს პირის ფსიქიკურ ტანჯვას ან/და პირის ან მისი ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის მიმართ ძალადობის გამოყენების ან/და ქონების განადგურების საფუძვლიან შიშს, რაც პირს ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლას აიძულებს ან მისი მნიშვნელოვნად შეცვლის რეალურ საჭიროებას უქმნის.
დანაშაულისგან დაცვის ობიექტია ადამიანის ფსიქიკური ჯანმრთელობა, უსაფრთხო გარემო და ცხოვრების წესის თავისუფლება. ამ დანაშაულის შემადგენლობისთვის აუცილებელია: პირის, მისი ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის უკანონო თვალთვალი ან არასასურველი კომუნიკაციის დამყარება ტელეფონის, ელექტრონული ან სხვა საშუალებით, ან ნებისმიერი სხვა განზრახი ქმედება, რომელიც სისტემატურად ხორციელდება და იწვევს: ა) პირის ფსიქიკური ტანჯვას ან/და ბ) პირის ან მისი ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის მიმართ ძალადობის გამოყენების ან/და ქონების განადგურების საფუძვლიან შიშს და გ) აიძულებს დაზარალებულს, მნიშვნელოვნად შეიცვალოს ცხოვრების წესი ან დ) უქმნის ასეთი ცვლილების რეალურ საჭიროებას. ამ დანაშაულის სუბიექტი შეიძლება, მოქმედებდეს როგორც პირადად, ასევე მესამე პირის მეშვეობით.
ამასთან, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 მუხლის თანახმად, ოჯახური დანაშაული ნიშნავს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ამ კოდექსის 109-ე, 115-ე, 117-ე, 118-ე, 120-ე, 126-ე, 1331, 1332, 137-ე−141-ე, 143-ე, 144-ე−1443, 149-ე−1511, 160-ე, 171-ე, 187-ე, 253-ე−2551, 3811 და 3812 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენას. ოჯახური დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ მუხლში აღნიშნული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით ამ მუხლზე მითითებით. ამავე მუხლის შენიშვნის მიხედვით კი, სისხლის სამართლის კოდექსის მიზნებისთვის ოჯახის წევრად ითვლება მათ შორის ყოფილი მეუღლე.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და სააპელაციო პალატასაც უტყუარად დადასტურებულად მიაჩნია ის გარემოება, რომ გ--- ა-------ი და ნ---- დ--------–---–ი არიან ყოფილი მეუღლეები და ითვლებიან ოჯახის წევრებად.
სასამართლოში წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობით უტყუარად დადგენილია, რომ განქორწინების შემდეგ გ--- ა-------ი ცდილობდა ნ---- დ--------–---–თან შეხვედრას და ემუქრება მას. ნ---- დ--------–---–ის მიმართ ძალადობისა და მუქარის, ასევე მისი ბიძაშვილის - ზ------ დ--------–---–ის მკვლელობისთვის გ--- ა-------ს დაედო მსჯავრი 2007 წლის 12 ივლისის განაჩენით. 2017 წლის 17 ნოემბრამდე იგი იმყოფებოდა საპატიმრო დაწესებულებაში, საიდან გათავისუფლებისთანავე მივიდა ნ---- დ--------–---–ის საცხოვრებელ სახლთან, ცდილობდა როგორც პირადად, ისე სხვა ადამიანების მეშვეობით მასთან არასასურველი კომუნიკაციას და ასევე ემუქრებოდა. გ--- ა-------ი სისტემატიურად მიდიოდა თბილისში, მ----------------–-----------------------------------------თან და მის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ცხოვრობდა ნ---- დ--------–---–ი, უთვალთვალებდა და მოკვლით ემუქრებოდა მას. გ--- ა-------ის ქმედებებით ნ---- დ--------–---–ი განიცდიდა ფსიქიკურ ტანჯვას და მუდმივად იმყოფებოდა სტრესულ მდგომარებაში, რის გამოც იძულებული გახდა, შეეცვალა ცხოვრების წესი, მათ შორის საცხოვრებლად გადავიდა დედასთან, 2017 წლის 25 დეკემბრიდან 2018 წლის მარტის ჩათვლით კი სამუშაოდ წავიდა გ---------ში. ამდენად, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სახეზეა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1511-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის (ადევნების) შემადგენლობისთვის სავალდებულო ყველა სამართლებრივი ნიშანი, რისი გათვალისწინებით, გ--- ა-------ის მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,1511-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტიდან უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,1511-ე მუხლის პირველ ნაწილზე და იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნას ცნობილი დამნაშავედ.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ გ--- ა-------ის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ან/და ბრალის გამომრიცხველი რაიმე სახის გარემოება სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დადგენილა.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 21 თებერვლის განაჩენი მსჯავრდებულ გ--- ა-------ის მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული, რისი გათვალისწინებით დაცვისა და ბრალდების მხარეების სააპელაციო საჩივრების მოთხოვნები არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.
6. სასჯელის გამოყენების დასაბუთება
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, „სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს, დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნას ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა. შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყო მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
სააპელაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 2002 წლის 30 აპრილის ქალთა ძალადობისაგან დაცვის რეკომენდაციაზე (რეკ(2002)5), სადაც აღნიშნულია, რომ წევრმა სახელმწიფოებმა უნდა შემოიღონ, განავითარონ ან/და გააუმჯობესონ, საჭიროების მიხედვით, ეროვნული პოლიტიკა ძალადობის წინააღმდეგ მსხვერპლთა მაქსიმალური უსაფრთხოებისა და დაცვის, მხარდაჭერისა და დახმარების, სისხლის და სამოქალაქო სამართალში ცვლილებების, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისა და ქალთა წინააღმდეგ ძალადობის სფეროში მომუშავე პროფესიონალების წვრთნისა და პრევენციის საშუალებით. მინისტრთა კომიტეტმა რეკომენდაცია გასცა მასზედ, რომ წევრ სახელმწიფოებმა დასჯადი გახადონ ქალების წინააღმდეგ ძალადობა, მათ შორის ფეხმძიმეთა მოწყვლადობის ბოროტად გამოყენება, დაცვის უნარის არმქონე, ავადმყოფი, უნარშეზღუდული და დამოკიდებული მსხვერპლების მიმართ სერიოზული ძალადობა, სექსუალური ძალადობა და გაუპატიურება, ისევე როგორც დამნაშავის მიერ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება. რეკომენდაცია ასევე მიუთითებს, რომ წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ ძალადობის ყველა მსხვერპლს შეეძლოს სამართალწარმოების დაწყება, უნდა არსებობდეს დებულებანი, რომლებიც უზრუნველყოფენ სისხლის სამართალწარმოების დაწყებას პროკურორის მიერ, მოუწოდებს პროკურორებს, ქალთა წინააღმდეგ ძალადობა მიიჩნიონ გადამწყვეტ გარემოებად იმის განსაზღვრისას, თუ რამდენად საჭიროა საქმის აღძვრა, უზრუნველყონ, რომ მსხვერპლთა დასაცავად მიღებულ იქნას ეფექტიანი ზომები მუქარისა და შურისძიების შესაძლო შემთხვევების წინააღმდეგ და გადადგმულ იქნას კონკრეტული ნაბიჯები ბავშვთა დასაცავად სამართალწარმოების მიმდინარეობისას.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1511-ე მუხლის პირველი ნაწილი, რითიც მსჯავრი დაედო გ--- ა-------ს, ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
ამდენად, სააპელაციო პალატა იმსჯელებს და შეაფასებს გ--- ა-------ის პიროვნებისა და ჩადენილი ქმედებების გათვალისწინებით, რა ზომის სასჯელი იქნება პროპორციული/თანაზომიერი და უზრუნველყოფს მის მიზნებს.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ დემოკრატიულ სახელმწიფოში სასჯელის მიზანს ადამიანის ფიზიკური ტანჯვა და პირადი დასჯა არ წარმოადგენს. სასჯელი სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს ემსახურება. სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა საზოგადოებისთვის განსაკუთრებული საფრთხის შემცველი ქმედებებისთვის არის დადგენილი და ვინაიდან იგი წარმოადგენს ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის უმკაცრეს ფორმას, ამა თუ იმ ქმედებისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა გამოყენებულ უნდა იქნას მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს აუცილებელია ქმედების სიმძიმის, მოსალოდნელი საფრთხეების, დანაშაულის ჩადენის კონკრეტული გარემოებების, დამნაშავის პიროვნებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. სასჯელის სახით გამოყენებული თავისუფლების აღკვეთის ხანგრძლივობა უნდა წარმოადგენდეს ქმედების შესაბამის, რეალურ და პროპორციულ საშუალებას სასჯელის მიზნების მისაღწევად.
სააპელაციო პალატა სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის მოტივს და მიზანს (ყოფილი მეუღლის დაშინება და მუდმივ სტრესში ყოფნა), ჩადენილი ქმედების ხასიათსა და საზოგადოებრივ საშიშროებას (ჩადენილი დანაშაულით საფრთხე შეექმნა დაზარალებულის ფსიქიკურ ჯანმრთელობას, უსაფრთხო გარემოს და ცხოვრების წესის თავისუფლებას), ქმედების განხორციელების სახეს და ხერხს (მსჯავრდებული ყველანაირი ხერხით, პირადად, შუამავლების მეშვეობით, სოციალური ქსელის გამოყენებით დევნიდა დაზარალებულს, რითიც მუდმივ სტრესში ამყოფებდა ამ უკანასკნელს), მართლსაწინააღმდეგო შედეგს (ნ---- დ--------–---–ი იყო უკიდურესად შეშინებული და განიცდიდა ტანჯვას), ასევე მსჯავრდებულის პიროვნებას (ნასამართლევია დაზარალებულის ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობისთვის, რაც განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთა კატეგორიას მიეკუთვნება) და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას (აღენიშნება არაფსიქოზური დონის ფსიქიკური აშლილობა - შერეული პერსონოლოგიური აშლილობა), ასევე დაზარალებულის პოზიციას (არ შერიგებია მსჯავრდებულს) და მიაჩნია, რომ გ--- ა-------ს სასჯელის სახედ და ზომად, რეციდივის წესის გათვალისწინებით, უნდა განესაზღვროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1511-ე მუხლის პირველი ნაწილის სანქციით გათვალისწინებული მკაცრი სასჯელი 1 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, როგორც პროპორციული ზემოქმედების ღონისძიება, რომელიც სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს - სამართლიანობის აღდგენას (დაზარალებულის სამართლიან დაკმაყოფილებას), ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას (ზოგადი და კერძო პრევენციული მიზანი) და ხელს შეუწყობს მსჯავრდებულის რესოციალიზაციას (იქნება დამაფიქრებელი მისი ქმედების მძიმე შედეგებზე, აღძრავს მასში სინანულს ჩადენილის გამო და ხელს შეუწყობს მის საზოგადოებაში ღირსეულად დაბრუნებას), ხოლო თავისუფლების აღკვეთაზე უფრო მსუბუქი სასჯელის გამოყენება იქნებოდა სახელმწიფოს მხრიდან გამოჩენილი არაგონივრული ლმობიერება, რაც ცალსახად ვერ უზრუნველყოფდა სასჯელის მიზნებს.
სისხლის სამართლის საქმის თბილისის სააპელაციო სასამართლოში განხილვის დროს - 2019 წლის 02 აგვისტოს რუსთავის საქალაქო სასამართლოს გარდაბნის მაგისტრი სასამართლოს N 3-18-19 ბრძანებით მსჯავრდებული გ--- ა-------ი არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით მოთავსებული იქნა შპს „აკადემიკოს ბ.ნანეიშვილის სახელობის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში“ (ხონი-ქუტირი) სტაციონარული ფსიქიატრიული მკურნალობის კრიტერიუმების ამოწურვამდე. აღნიშნულს საფუძვლად დაედო შპს ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის“ 2019 წლის 31 ივლისის ამბულატორიული სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის N 79 დასკვნა, რომლის თანახმად გ--- ა-------ს აღენიშნება ქრონიკული დაავადება, ფსიქოზური რეესტრი - ბოდვითი აშლილობა (F 22.0) – (დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაცია მე-10 გადასინჯვა). ამჟამად აღნიშნული დაავადება გ--- ა-------ს ხელს უშლის სასჯელის მოხდაში.
მითითებული გარემოების გამო სისხლის სამართლის საქმის განხილვა გაგრძელდა მსჯავრდებულის მონაწილოეობის გარეშე, ვინაიდან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მას აღარ შეეძლო საქმის განხილვაში მონაწილეობის მიღება. ამბულატორიული სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის N79 დასკვნა მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
საქართველოს სსკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და 191-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ დადგინდა, რომ ბრალდებული დანაშაულის ჩადენისას შერაცხადი იყო, მაგრამ მისი ჩადენის შემდეგ შეურაცხი გახდა, სასამართლოს გამოაქვს გამამტყუნებელი განაჩენი, რომლითაც განსაზღვრავს მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდას შესაბამის სამედიცინო (სამკურნალო) დაწესებულებაში მის გამოჯანმრთელებამდე, რის შემდეგაც მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდა გაგრძელდება საერთო წესით. შესაბამისად, მსჯავრდებულმა გ--- ა-------მა ამ განაჩენით დანიშნული სასჯელის მოხდა უნდა განაგრძოს შპს „აკადემიკოს ბ.ნანეიშვილის სახელობის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში“ (ხონი-ქუტირი) სტაციონარული ფსიქიატრიული მკურნალობის კრიტერიუმების ამოწურვამდე, რის შემდეგაც სასჯელის მოხდა უნდა გაგრძელდეს საერთო წესით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 20-ე მუხლის მე-5 ნაწილით, 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით,298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით, საქართველოს სსკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 191-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ გ--- ა-------ის და პროკურორ ლ---- ჟ----–---–--ის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 21 თებერვლის განაჩენი მსჯავრდებულ გ--- ა-------ის მიმართ დარჩეს უცვლელი;
გ--- ა-------ის მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,1511-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,1511-ე მუხლის პირველ ნაწილზე.
გ--- ა-------ი ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,1511-ე მუხლის პირველ ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 წლის და 9 თვის ვადით.
ცნობად იქნას მიღებული, რომ გ--- ა-------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.
სასჯელის მოხდის ვადის ათვლა გ--- ა-------ს დაეწყოს დაკავების მომენტიდან 2018 წლის 29 მაისის 10:50 საათიდან.
საქართველოს სსკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და 191-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, მსჯავრდებულმა გ--- ა-------მა ამ განაჩენით დანიშნული სასჯელის მოხდა განაგრძოს შპს „აკადემიკოს ბ.ნანეიშვილის სახელობის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში“ (ხონი-ქუტირი) სტაციონარული ფსიქიატრიული მკურნალობის კრიტერიუმების ამოწურვამდე, რის შემდეგაც სასჯელის მოხდა გაგრძელდეს საერთო წესით;
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;
განაჩენი შეიძლება, გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: ვ. ლომიძე