განაჩენი

სისხლის სამართლის 07.10.2019
საქმის ნომერი
050100116001608015
ინსტანცია
თარიღი
07.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 050100116001608015

საქმე №1/ბ-58-2018წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

24 სექტემბერი, 2019 წ. ქ. ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

მოსამართლე- მაკა გორგოძე

 

სხდომის მდივანი - ლ--–- მსხილაძე, ნათია ბზიკაძე

 

პროკურორის -შ----- ჩ----ის,ადვოკატის - ე--- ნ-------ას,მსჯავრდებულის - შ--–-- რ-------ის მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე შ--–-- კ----–--ს ძე რ-------ის მიმართ, დაბადებული 198-წლის 16 მ---ს, პირადი №1----------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული ზესტაფონი, მ------ ს----- მე-17 ქუჩა № 29, ფაქტობრივად მცხოვრები: მცხეთა, ც--------ის დასახლება.

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

გასაჩივრებული გა--ჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ შ--–-- რ-------ემ ჩაიდინა: ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი არაერთგზის. რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2016 წლის 09 სექტემბერს, დაახლოებით 17:30 საათიდან 17:50 საათამდე დროის შუალედში, დაბა ურეკში, თ----–---–ის ქუჩაზე მდებარე ნ---- ტ----ის სააგარაკე სახლის ეზოში მდგარი მაგიდიდან, შ--–-- რ-------ე არაერთგზის, ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა, ამავე სააგარაკე სახლში დასასვენებლად მყოფ პ---- პ----–---–ის კუთვნილ "ASUS"-ის ფირმის, 130 ლარად ღირებულ მობილურ ტელეფონს, მასში მოთავსებულ სიმბარათს, მეხსიერების ბარათს და ავტომანქა-- "მერსედესის“ გასაღებს.

 

ო----------ის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 07 დეკემბრის გა--ჩენით შ--–-- რ-------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით.

 

მსჯავრდებული შ--–-- რ-------ე დაკავებულ იქნას სასამართლო სხდომის დარბაზში და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან 2017 წლის 07 დეკემბრიდან.

მსჯავრდებულ შ--–-- რ-------ეს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია.

 

სააპელაციო საჩივრის არსი:

 

აპელანტი - მსჯავრდებული შ--–-- რ-------ე და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატი ა-- ჟ------ი წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვენ ო----------ის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 07 დეკემბრის გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებას და შ--–-- რ-------ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენას, შემდეგ გარემოებათა გამო: განაჩენი არის უსაფუძვლო და უკანონო. სასამართლოს მიერ არ იქნა ობიექტურად გამოძიებული საქმის რეალური ვითარება და დაეყრდნო მხოლოდ გამოძიების მიერ წარდგენილ მასალებს. სასამართლომ არ იმსჯელა ობიექტურად და გაზიარა მხოლოდ ბრალდების მხარის პოზიცია, რითაც დაარღვია კონსტიტუცია. ბრალდების მოწმეების ჩვენებებიდან გამომდინარე ჩანს, რომ არ არსებობს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი შ--–-- რ-------ის მიმართ წარდგენილი ბრალდებით მისი დამნაშავედ ცნობისათვის და გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის, რადგან საქმეში არსებული უტყუარი მტკიცებულებათა ერთობლიობით ვერ იქნა დადაგენილი შ--–-- რ-------ის დანაშაულებრივი ქმედების განხორციელება. აღსანიშნავია ასევე ჩხრეკის ოქმში მითითებული გარემოებები, რომელშიც ბოლომდე გაურკვეველია საიდან არის ამოღებული ნივთები. შ--–-- რ-------ეს ისეთი შორტი ეცვა, რომელსაც ერთი პატარა ჯიბე ჰქონდა, რაც არ ემთხვევა ჩხრეკის ოქმში აღწერილ ,,შორტებს“ და სავარაუდოდ ჩხრეკის მონაწილებმა სხვა სახის ,,შორტი“ აღწერეს, რითაც სასამართლო არ დაინტერესბულა და ყურადღება არ მიუქცევია.

 

ო----------ის რაიონული პროკურატურის პროკურორის შ--–-- ჩ----ის მიერ წარმოდგენილია შესაგებელი, რომლითაც გასაჩივრებული განაჩენის უცვლ--–-დ დატოვება მოითხოვა.

 

სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:

 

აპელანტს - მსჯავრდებულ შ--–-- რ-------ეს და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატს ე--- ნ-------ას, რომლებმაც მხარი დაუჭირეს დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვეს;

 

ო----------ის რაიონული პროკურატურის პროკურორს შ----- ჩ----ეს, რომელმაც არ დაუჭირა მხარი წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და შ. რ-------ის მიმართ გასაჩივრებული განაჩენის უცვლ--–-დ დატოვება მოითხოვა.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მოისმინა პროცესის მონაწილეთა მოთხოვნები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნებს, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

მოწმის სახით დაკითხულ დაზარალებულ პ---- პ----–---–ის ჩვენების თანახმად, 2016 წლის 6 სექტემბერს, დასასვენებლად ჩავიდა ურეკში. შ--–-- რ-------ე გაიცნო 9 სექტემბერს, რომელიც იმყოფებოდა იმავე სასტუმროში, სადაც თავად დაბინავდა. სასტუმროს ეზოში მიირთმევდა ცივ საზამთროს და არაყის დასალევად დაპატიჟა შ--–-- რ-------ე, რა დროსაც გაიცნეს ერთმანეთი. დაახლოებით 40 წუთი დაჰყვეს სუფრასთან. შ--–-- რ-------ეს, მეუღლემ დაუძახა და თხოვა სანაპიროზე წასულიყვნენ. თავისმა მეუღლემ კი უთხრა, რომ ბავშვის ჭამის დრო იყო და სასადილოში უნდა შესულიყო. დაასრულეს ალკოჰოლის მიღება და შ--–-- თავის ოთახში წავიდა. ავტომანქანის გასაღები და “ASUS”-ის ფირმის ტელეფონი დატოვა მაგიდაზე და შევიდა სასადილოში, რომელიც რამდენიმე მეტრში მდებარეობდა იმ ადგილიდან, სადაც ალკოჰოლურ სასმელს მიირთმევდნენ. შ--–-- რ-------ესთან დაშორების შემდგომ, დაახლოებით 20-25 წუთში გამოვიდა სასადილოდან და ნახა, რომ მისი კუთვნილი ნივთები მაგიდაზე არ იყო. პ---- პ----–---–მა ხაზგასმით მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ სასადილოში შესვლიდან, დაახლოებით 10 წუთში, სასადილოდან დაინახა, რომ ეზოში გაიარა შ--–-- რ-------ემ. ვინაიდან კუთვნილი ნივთები ვერ ნახა, დარეკა 112- ში და აცნობა მომხდარი ფაქტის შესახებ. პოლიციის თანამშრომლების მისვლის შემდგომ, დეტალურად მიაწოდა მათ ინფორმაცია მომხდარის შესახებ და მიუთითა შ--–-- რ-------ეზე, რომელიც დაინახა სასადილოდან ეზოში გავლის დროს. გადაიყვანეს პოლიციაში, სადაც გამოკითხეს. სასტუმროში დაბრუნების შემდეგ, დაახლოებით ღამის პირველის ნახევარზე, დაურეკეს პოლიციიდან და აცნობეს, რომ მისი ნივთები ამოიღეს და დილით უნდა მისულიყო პოლიციაში. გამოცხადდა კვლავ პოლიციაში და ნახა თავისი კუთვნილი ნივთები, ავტომანქანის გასაღები და მობილური ტელეფონი. შ--–-- რ-------ეს შეხვდა მეორე დღეს, როდესაც პოლიციელების თანხლებით მივიდა სასტუმროში და აჩვენა მათ ის ადგილი საიდანაც აიღო სხვისი კუთვნილი ნივთები. მისივე ჩვენებით, შ--–-- რ-------ემ ჩადენილი ქმედების გამო მოუხადა ბოდიში. პ---- პ----–---–მა ჩვენების მიცემის დროს განმარტა, რომ შ--–-- რ-------ე გაიცნო შემთხვევის დღეს, ალკოჰოლს სვამდნენ დაახლოებით 40 წუთის განმავლობაში და მათი ურთიერთობიდან გამომდინარე, შ--–--ს არ ქონდა უფლება, რომ აეღო მისი კუთვნილი ნივთები.

 

მოწმის სახით დაკითხულ ნ---- ფ--–------–---–-ს ჩვენების თანახმად, 2016 წლის 5 სექტემბერს, დედასთან და მეუღლესთან, შ--–-- რ-------ესთან ერთად, ჩავიდა ურეკში ნ---- ტ----ეს სასტუმროში. ნ----სთან 10 წელი არის რაც დასასვენებლად დადის. პ---- პ----–---–ი, ოჯახთან ერთად, მათი ჩასვლიდან, მეორე დღეს დაბინავდა სასტუმროში. გაიცნო პ----ს მეუღლე, რომლის მამიდა აღმოჩნდა მისი ყოფილი მასწავლებელი და დაახლოვდნენ. შემთხვევის დღეს, შ--–--მ უთხრა რომ ალკოჰოლურ სასმელზე დაპატიჟა პ----მ და წავიდა. დაახლოებით 4-5 საათზე მივიდა შ--–--სთან და უთხრა, რომ ზღვაზე წასვლა სურდა. დაბრუნდნენ სასტუმროს ოთახში, შ--–--მ გამოცვალა ტანსაცმელი და გავიდა გარეთ. შ--–-- აღარ დაბრუნდა და იფიქრა რომ სიგარეტის საყიდლად იყო წასული. გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ, დედასთან ერთად გავიდა ზღვის სანაპიროზე, სადაც ყოველდღე დადიოდნენ, თუმცა შ--–-- ვერ ნახეს და დაბრუნდნენ სასტუმროში. დაახლოებით ნახევარ საათში კვლავ გავიდნენ სანაპიროზე და მაშველმა უთხრათ, რომ დაინახა შ--–--, რომელიც ერთ-ერთი მიმართულებით მიდიოდა. დაბრუნდნენ სასტუმროში, სადაც ხალხმრავლობა დახვდათ. ამბობდნენ, რომ პ---- პ----–---–ის ტელეფონი იყო დაკარგული, რეკავდნენ ტელეფონზე, ზარი გადიოდა, თუმცა არავინ პასუხობდა. მიხვდა, რომ მის მეუღლეზე საუბრობდნენ. პოლიციის უფროსი დაემუქრა და მოთხოვა ეთქვა მეუღლის ადგილსამყოფელი. უარის მიღების შემდგომ კი მის სიახლოვეს მუდმივად იმყოფებოდა პოლიციის თანამშრომელი. ნ---- ფ--–------–---–მა განმარტა, რომ დაინახა როგორ დაბრუნდა მისი მეუღლე სასტუმროს ეზოში. სასტუმროს საპირფარეშოსთან ხელის დაბანის დროს კი მასთან მივიდნენ პოლიციელები, ეცნენ და ჩასვეს მანქანაში.

 

მოწმის სახით დაკითხულ ლ--–- შ-------ის ჩვენების თანახმად, 2016 წლის სექტემბერში, მეუღლესთან, პ---- პ----–---–თან და შვილთან ერთად, დასასვენებლად ჩავიდა ურეკში, ნ---- ტ----ეს სასტუმროში. სასტუმროში ასევე ისვენებდა შ--–-- რ-------ე, რომელიც პ----მ მიიპატიჟა სუფრასთან ალკოჰოლური სასმელის მიღების მიზნით. თავად კი დროგამოშვებით მიდიოდა მეუღლესთან. რამდენიმე ხნის გასვლის შემდეგ, დაუძახა მეუღლეს, რომ სასადილოში შესულიყო. პ---- პ----–---–ი შევიდა სასადილოში, ხოლო მობილური ტელეფონი და ავტომანქანის გასაღები დატოვა მაგიდაზე, საიდანაც სასადილო რამდენიმე მეტრში მდებარეობს. როდესაც დაასრულეს სადილი, პ---- გავიდა ეზოში კუთვნილი ნივთების აღების მიზნით მაგრამ ნახა, რომ იმ ადგილას სადაც დატოვა ტელეფონი და გასაღები, ნივთები აღარ იყო. მეუღლემ მოიკითხა კუთვნილი ნივთები სასტუმროს მფლობელთან, ნ---- ტ----ესთან, თუმცა მასთან ნივთები არ იმყოფებოდა. მეუღლემ დარეკა მობილურ ტელეფონზე, ზარი გავიდა, თუმცა არ უპასუხეს. მოგვიანებით კი ტელეფონი გაითიშა. ლ--–- შ-------ემ განმარტა, რომ სასტუმროს მფლობელი ნ---- ტ----ე ან/და მისი ოჯახის წევრი, ყოველთვის იმყოფებოდა სასტუმროში. მისივე ჩვენებით, მომხდარი ფაქტის შემდეგ შ--–-- რ-------ე ნახა, მეორე დღეს დილის საათებში, როდესაც პოლიციამ მიიყვანა შ--–-- სასტუმროში, რომელიც მიუთითებდა იმ ადგილს საიდანაც აიღო პ----ს კუთვნილი ნივთები. შემთხვევის დღეს კი შ--–-- რ-------ე არ უნახავს დაბრუნებული სასტუმროში.

 

მოწმის სახით დაკითხულ ნ---- ტ----ის ჩვენების თანახმად, შ--–-- რ-------ეს იცნობს, რადგან იყო მისი დამსვენებელი. ცხოვრობს ურეკში, სადაც აქვს ორსართულიანი სახლი და აქირავებს დამსვენებლებზე. 2016 წლის 5 სექტემბერს, მიიღო შ--–-- რ-------ე, მეუღლესთან და დედასთან ერთად, რომლებიც დააბინავა პირველ სართულზე. პ---- პ----–---–ი, ოჯახთან ერთად, მიიღო 2016 წლის შვიდ სექტემბერს და დააბინავა მეორე სართულზე. 2016 წლის 9 სექტემბერს დაინახა, რომ პ---- პ----–---–ი და შ--–-- რ-------ე ისხდნენ ეზოში არსებულ მაგიდასთან და სვამდნენ არაყს. მასთან ერთად დამსვენებლებს ემსახურებიან ოჯახის წევრები - მეუღლე, შვილი და რძალი. შემთხვევის დღეს ყველა მათგანი სახლში იყვნენ. მისივე ჩვენებით, პ----–---–მა და რ-------ემ იცოდნენ, რომ ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ სახლში. მოგვიანებით, პ---- პ----–---–ი მივიდა მასთან და უთხრა, რომ დაკარგა ნივთები, კერძოდ ტელეფონი და გასაღები, რომლებიც შ--–-- რ-------ეს უნდა ჰქონოდა წაღებული. პ----მ ასევე უთხრა, რომ შევიდა სასადილოში ცოლ-შვილთან ერთად და დაინახა, შ--–-- რ-------ე, რომელმაც გაირა ეზოში და შეყოვნდა მაგიდასთან. ნ---- ტ----ემ აღნიშნა,რომ პ---- პ----–---–ს ელაპარაკა შ--–-- რ-------ე და ნივთების აღების გამო და ბოდიში მოუხადა. შ--–-- რ-------ემ მასაც მოუხადა ბოდიში და უთხრა, რომ იყო მთვრალი, რის გამოც ჩაიდინა აღნიშნული ქმედება.

 

მოწმის სახით დაკითხულ ო----------ის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელის თ---------- კ-----ის ჩვენების თანახმად, მიიღეს ოპერატიული ინფორმაცია, რომლის თანახმად დაზარალებულ პ---- პ----–---–ის ნივთები მოპარული უნდა ჰქონოდა შ--–-- რ-------ეს. სამსახურებრივი ავტომანქანით გავიდნენ შ--–-- რ-------ეს დაძებნის მიზნით. დაინახეს შ--–--, რომელიც ფეხით გადაადგილდებოდა, მივიდნენ შ--–--სთან, შეაჩერეს, კითხეს ვინაობა და განუმარტეს, რომ ქონდათ ინფორმაცია, მის მიერ პ---- პ----–---–ის ტელეფონის და მანქანის გასაღების ქურდობის შესახებ. შ--–-- რ-------ემ ჩხრეკის ჩატარებაზე თანხმობა განაცხადა. ჩხრეკა ჩაატარა პირადად და ჩხრეკის დროს, შ--–--ს შორტიდან ამოიღო „ASUS“-ის ფირმის ტელეფონი და მანქანის გასაღები. ტელეფონის და გასაღების აღწერილობა დაემთხვა დაზარალებულის ნივთების აღწერილობას. თავიდან შ--–-- ამბობდა, რომ ნივთები მას ეკუთვნოდა. თუმცა მოგვიანებით, როდესაც დალუქეს ნივთები და შ--–-- ჩასვეს მანქანაში, შ--–--მ თქვა რომ მოპარული ნივთები იყო. მისივე ჩვენებით, ჩხრეკას ესწრებოდნენ პოლიციის თანამშრომლები გ------- მ---------ე და გ------- კ------------ე. საგამოძიებო მოქმედება პირადი ჩხრეკა ჩაატარა ურეკში, სუპერმარკეტ ნიკორას მიმდებარე ტერიტორიაზე. შ--–-- რ-------ემ თხოვა, რომ რადგან მ---ური არ ქონდა მიეყვანა სასტუმროში, სადაც ცხოვრობდა. მიიყვანეს სასტუმროში, თავისი ოთახიდან აიღო კუთვნილი ნივთები, კერძოდ, მაისური და პირადობის მოწმობა და წაიყვანეს ურეკის პოლიციაში. თ---------- კ-----ეს ჩვენებით, უშუალოდ სასტუმროს ეზოში, შ--–--ს შესვლის დროს არავინ იმყოფებოდა.

 

იგივე ფაქტობრივი გარემოებები დადასტურეს მოწმის სახით დაკითხვისას ო----------ის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლებმა გ------- მ---------ემ და გ------- კ------------ემ.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს, ო----------ის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელის დ----- ტ------–--–--ის ჩვენების თა--ხმად, 2016 წლის 9 სექტემბერს, შეტყობის საფუძველზე გავიდა შემთხვევის ადგილზე. პ---- პ----–---–მა აცნობა, რომ გასაღები და მობილური ტელეფონი ქონდა დატოვებული სასტუმროს ეზოში არსებულ მაგიდაზე, სადაც რამდენიმე ხნით ადრე, შ--–-- რ-------ესთან ერთად, სვამდა ალკოჰოლურ სასმელს. თავისი ნივთები მოიკითხა მას შემდეგ, რაც სასადილოდან გამოვიდა, თუმცა ნივთები ვერ ნახა და მომხდარი ფაქტის შესახებ აცნობა 112-ის ოპერატორს. დ----- ტ------–--–--ეს ჩვენებით, სასტუმროს სასადილოდან ეზო კარგად ჩანდა, რადგან დიდი ზომის ფანჯარა ქონდა. პ---- პ----–---–მა კი უთხრა, რომ რადგან შ--–--ს გარდა სხვა პირი ეზოში არ დაუნახავს, ამიტომ ეჭვი შ--–-- რ-------ეზე გაუჩნდა. დ----- ტ------–--–--ემ, დარეკა პ----ს კუთვნილ მობილურ ტელეფონზე, რომელიც გამორთული იყო. მისივე ჩვენებით, ჩაატარა საგამოძიებო მოქმედება, შემთხვევის ადგილის დათვალიერება, რომელშიც მონაწილეობა მიიღო პ---- პ----–---–მა და სახლის მესაკუთრემ ნ--- ტ----ემ. დ----- ტ------–--–--ემ განმარტა, რომ შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს, მასთან მივიდა პოლიციის თანამშრომელი, რომელმაც აცნობა, რომ შ--–-- რ-------ეს ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, რა დროსაც მისგან ამოიღეს მობილური ტელეფონი და გასაღები. მისივე ჩვენებით, ჩაატარა საგამოძიებო ექსპერიმენტი, რა დროსაც შ--–-- რ-------ემ დეტალურად მიუთითა იმ ადგილზე საიდანაც აიღო ტელეფონი და გასაღები. დ----- ტ------–--–--ემ მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს, სასტუმროში იმყოფებოდა სასტუმროს მფლობელი ნ---- ტ----ე და დაზარალებული პ---- პ----–---–ი, რომლებსაც შეხვდა შ--–-- რ-------ე და ბოდიში მოუხადა ჩადენილი ქმედების გამო.

 

მოწმის სახით დაკითხულ ო----------ის რაიონული სამმართველოს ურეკის განყოფილების უფროსის ა------ ჩ---------–---–ის ჩვენების თანახმად, 2016 წლის 9 სექტემბერს, მიიღეს შეტყობინება დაბა ურეკში, თ----–---–ის ქუჩაზე მდებარე სასტუმროში, ტელეფონის ქურდობის შესახებ. თანამშრომლებთან ერთად მივიდა მისამართზე და პირადად გაესაუბრა პ---- პ----–---–ს და მის მეუღლეს. პირადად მიიღო ინფორმაცია, რომ შ--–-- რ-------ეს უნდა ჰქონოდა აღნიშნული დანაშაული ჩადენილი. ასევე, დაზარალებულმა, უთხრა რომ შ--–--ს მიერ იყო ქმედება ჩადენილი.

 

შ--–-- რ-------ის განმარტებით, 2016 წლის სექტემბერში, ოჯახის წევრებთან ერთად, ჩავიდა და დაბინავდა ნ---- ტ----ეს სასტუმროში. კარგად შეხვდნენ, რადგან მისი მეუღლე, ნ---- ფ--–------–---–-, ადრე ისვენებდა ნ---- ტ----ესთან. სასტუმროში, ოჯახთან ერთად, დასასვენებლად ჩავიდა პ---- პ----–---–ი, რომელსაც ზღვის სანაპიროზე გასვლის დროს ხშირად ხვდებოდა. რამდენიმე დღის შემდეგ, პ----ს მეუღლესთან საუბრისას აღმოჩნდა, რომ პ----ს მეუღლის, ლ--–- შ-------ის მამიდა, ნ---- ფ--–------–---–-ს ნაცნობი იყო ქალაქ მცხეთიდან. 2016 წლის 9 სექტემბერს, პირველიდან ორ საათამდე დროის შუალედში, იმყოფებოდა სასტუმროს ეზოში, რა დროსაც დაუძახა პ---- პ----–---–მა და არაყის დასალევად დაპატიჟა. გარკვეული ხნის განმავლობაში მიიღეს ალკოჰოლური სასმელი. სუფრასთან ყოფნის დროს მათთან მივიდა ნ---- ფ--–------–---–- და სანაპიროზე წასვლა სთხოვა. ლ--–- შ-------ემ კი უთხრა თავის მეუღლეს, პ---- პ----–---–ს, რომ ბავშვის სადილობის დრო იყო და სასადილოში უნდა შესულიყვნენ. სასტუმროს სასადილო მდებარეობდა 15-20 მეტრში იმ ადგილიდან, სადაც ალკოჰოლის მიღების დროს ისხდნენ. თავად, ტანსაცმლის გამოცვლის მიზნით, დაბრუნდა თავის ოთახში და ჩაიცვა შორტი, ჩუსტები და დაიხურა ცილინდრი. წელს ზემოთ კი შიშველი იყო. ვინაიდან მეუღლეს და სიდედრს უნდა გამოეცვალათ ტანსაცმელი, დატოვა ოთახი და გავიდა ეზოში. მაგიდაზე, სადაც პ---- პ----–---–თან ერთად ალკოჰოლს სვამდა, დაინახა პ----ს მობილური ტელეფონი და გასაღები. რადგან უმეთვალყურეოდ იყო დატოვებული ნივთები, გადაწყვიტა მათი აღება და პ---- პ----–---–ის კუთვნილი მობილური ტელეფონი და გასაღები ჩაიდო შორტის ჯიბეში. მისივე ჩვენებით, არ დაელოდა მეუღლეს და სიდედრს და გავიდა სანაპიროზე, პ---- პ----–---–ის მოძებნის მიზნით, თუმცა უშედეგოდ. ზღვის სანაპიროზე ძებნის პროცესში დაჯდა, უცაბედად გაითიშა და შემდეგ, არაფერი ახსოვს. ალკოჰოლური თრობის გამო ჩაეძინა სანაპიროზე. სიცივეს შეგრძნებამ როდესაც გააღვიძა, ნახა რომ ტელეფონი და გასაღები თან ქონდა და დაბრუნდა სასტუმროში. სასტუმროს საპირფარეშოსთან, ხელის დაბანის დროს, მასთან მივიდნენ პოლიციელები და სასტუმროს ეზოში დააკავეს. მისივე ჩვენებით პირადი ჩხრეკა არ ჩატარებია დაკავების ადგილას და პოლიციის უფროსის კაბინეტში ამოიღეს მისგან პ---- პ----–---–ის კუთვნილი ნივთები. შ--–-- რ-------ემ, განმარტა, რომ ტელეფონი არ გამოურთავს და მისი ვარაუდით, ელემენტის რესურსის ამოწურვის გამო გაითიშა. მისივე განმარტებით, მართალია ოჯახთან ერთად ძირითადად ერთსა და იმავე ადგილას დადიოდა სანაპიროზე, თუმცა ამჯერად სხვა ადგილას იყო წასული, სადაც ჩაეძინა, რის გამოც არ იცის მეუღლე და სიდედრი გავიდნენ თუ არა სანაპიროზე. შ--–-- რ-------ემ განმარტა, რომ პ---- პ----–---–ს ბოდიში მოუხადა, რადგან ასეთი შეფასება მიეცა მის ქმედებას და არა იმის გამო, რომ ნივთების მისაკუთრების განზრახვა ამოძრავებდა. სასტუმროს მფლობელს ნ---- ტ----ეს კი შეწუხებისთვის სთხოვა პატიება. შ--–-- რ-------ემ დაკითხვის დროს დაადასტურა, რომ მონაწილეობა მიიღო საგამოძიებო ექსპერიმენტში.

 

#2------ შეტყობინებით, 2016 წლის 09 სექტემბერს, 17:51:38 საათზე, პ---- პ----–---–ი, დაუკავშირდა 112-ის ოპერატორს და აცნობა, რომ ადგილი ქონდა ქურდობის ფაქტს.

 

მოწმის სახით დაკითხულ უბნის ინსპექტორ-გამომძიებლების თ---------- კ-----ის, გ------- კ------------ის, გ------- მ---------ის ჩვენებების და მათ მიერ შედგენილი პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, შ--–-- რ-------ის პირადი ჩხრეკისას, შორტებში ტრუსის წინ უბეში, ნაპოვნი და ამოღებულ იქნა „ASUS“-ის მოდელის მობილური ტელეფონი, თეთრი უკა-- ხუფით. იმედი კოდებით 3------------------------------- და გასაღები. შ--–-- რ-------ემ განმარტა, რომ ზემოთ აღნიშნული მობილური ტელეფონი და გასაღები, რომლებიც იქნა ამოღებული მისი პირადი ჩხრეკისას იყო მისი საკუთრება. მობილურ ტელეფონში მოთავსებულია სიმ ბარათი ნომრით 5--------- და მიკრო ჩიპი. ამოღებული ნივთმტკიცებები დაილუქა. პირადი ჩხრეკის ოქმით, საგამოძიებო მოქმედება დაიწყო 00:20 საათზე და დასრულდა 00:50 საათზე. პირადი ჩხრეკის ოქმი ხელმოწერილია შ--–-- რ-------ეს, პირადი ჩხრეკის მონაწილეების გ------- კ------------ეს და გ------- მ---------ეს და ჩხრეკის ჩამტარებელი და ოქმის შემდგენი პირის თ---------- კ-----ეს მიერ.

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, დათვალიერდა ო----------ის რაიონის დაბა ურეკში ნ---- ტ----ეს საცხოვრებელი სახლის ეზო, სადაც თ----–---–ის ქუჩით შევიდნენ. სააგარაკე სახლის ეზოში, ჭიშკრიდან მარცხენა მხარეს არის შენობა, სადაც განთავსებულია ფართები, ჭიშკრიდან მარჯვენა მხარეს არის ფეიხოიას ხეები და ვაზის ტალავერი, ფეიხოიას ხეებს შორის არის რკინის კარკასი, რომლის შიგნითაც მდებარეობს მაგიდა და სკამები. შემდეგ არის მაღაზიის ფართები. ჭიშკრიდან პირდაპირ არის ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი. საცხოვრებელი სახლის მარცხნივ მდებარეობს ერთსართულიანი სამზარეულო ოთახი. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი ხელმოწერილია გ--- ვ----–---ს, პ---- პ----–---–ის, ნ---- ტ----ეს და ოქმის შემდეგი პირის დ----- ტ------–--–--ის მიერ.

შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს ერთვის ფოტოსურათები, რომლებზეც აღბეჭდილია დაზარალებული პ---- პ----–---–ი იმ დროს, როდესაც მიუთითებს ადგილზე, სადაც დატოვა ტელეფონი და გასაღები.

 

საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის მიხედვით, საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩატარდა შ--–-- რ-------ეს წერილობითი თანხმობით. საგამოძიებო ექსპერიმენტი დაიწყო ურეკის პოლიციის განყოფილებაში, სადაც შ--–-- რ-------ეს წაეკითხა მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია და მიეცა წინადადება, ინფორმაცია დაედასტურებინა შემთხვევის ადგილზე გასვლით. შ--–-- რ-------ის მითითებით, გაემართნენ ურეკის პოლიციის განყოფილებიდან დაბა ურეკის მიმართულებით. შ--–-- რ-------ემ მიუთითა ნ---- ტ----ის სახლზე, სადაც ის იმყოფებოდა დასასვენებლად N 6 ოთახში. ეზოში შევიდნენ რკინის ერთფრთიანი კარით. შ--–-- რ-------ემ მიუთითა კარიდან ხელმარჯვნივ მდებარე მაგიდაზე და სკამებზე, სადაც ის და პ---- პ----–---–ი მიირთმევდნენ არაყს და საზამთროს, რის შემდეგაც წავიდა მოსასვენებელ ოთახში, თავის მეუღლესთან ერთად. დაახლოებით 5 წუთში გამოვიდა ოთახიდან და წავიდა იმ მაგიდისკენ, სადაც ის და პ---- პ----–---–ი სვამდნენ ალკოჰოლურ სასმელს, არაყს. მაგიდა დახვდა ალაგებული, მაგიდაზე იდო მობილური ტელეფონი და ავტომანქანის გასაღები, რომლებიც აიღო, ჩაიდო ჯიბეში და მარტო წავიდა ზღვის სანაპიროს მიმართულებით. საგამოძიებო ექსპერიმენტი დაიწყო 2016 წლის 10 სექტემბერს 09:55 საათზე და დასრულდა 10:30 საათზე. ოქმი ხელმოწერილია შ--–-- რ-------ეს, საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩამტარებელი და ოქმის შემდგენი პირის, დ----- ტ------–--–--ის მიერ.

საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს ერთვის ფოტოსურათები, რომელზეც აღბეჭდილია შ--–-- რ-------ე, რომელიც მიუთითებს ადგილს, კერძოდ მაგიდაზე, საიდანაც ფარულად აიღო პ---- პ----–---–ის კუთვნილი მობილური ტელეფონი და ავტომანქანის გასაღები.

 

პალატა ვერ გაიზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის მოტივაციას შ--–-- რ-------ის საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით დამნაშავედ ცნობის თაობაზე და მიიჩნევს რომ შ--–-- რ-------ე ცნობილ უნდა იქნას უდანაშაულოდ და გამართლდეს შემდეგ გარემოებათა გამო: სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის, ასევე დამნაშავედ ცნობისთვის საკმარისობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ არ არსებობს ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ ჩადენილია ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი არაერთგზის. პალატა აღნიშნავს, რომ ქურდობის სუბიექტური მხარე ხასიათდება პირდაპირი განზრახვით, რამდენადაც დამნაშავეს გაცნობიერებული აქვს, რომ მართლსაწინააღმდეგოდ ეუფლება სხვის ნივთს, ითვალისწინებს, რომ თავისი ქმედებით ზიანს აყენებს მესაკუთრეს ან ქონების მფლობელს და სურს, მიაყენოს მას ეს ზიანი. სხვისი ნივთის ფარული დაუფლება ხდება, როდესაც ნივთს ეუფლებიან მესაკუთრის შეუმჩნევლად. მისაკუთრების მართლსაწინააღმდეგო მიზნის დასადგენად კი აუცილებელია თავად ქმედება იყოს მართლსაწინააღმდეგო, ანუ მესაკუთრის ნებისგან დამოუკიდებელი და ამას უნდა აცნობიერებდეს პირი, რომელიც მას სჩადის.

ასევე, მნიშვნელოვანია, პირს გაცნობიერებული ჰქონდეს, რომ ქმედება ზიანის მომტანია ნივთის მესაკუთრისათვის, რადგან მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრება ნიშნავს იმას, რომ დამნაშავეს ეძლევა შესაძლებლობა, ფლობდეს და განკარგავდეს სხვის ქონებას, როგორც საკუთარს, თავისი შეხედულებისამებრ. სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის თანახმად ქმედება რომ ქურდობად დაკვალიფიცირდეს აუცილებელია ქურდობისათვის დამახასიათებელი ყველა ნიშნის არსებობა. კერძოდ: სხვისი მოძრავი ნივთის დაუფლება, ქმედების ფარული ფორმით განხორციელება, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნის არსებობა. კონკრეტულ შემთხვევაში ბრადების მხარეს არ წარმოუდგენია იმ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით სარწმუნო იქნებოდა იმისათვის, რომ შ--–-- რ-------ეს დაზარალებულ პ----–---–ის მობილური ტელეფონის მისაკუთრების მიზანი ჰქონდა. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები მხოლოდ ზედაპირული გამოხატულებით ემსგავსება დანაშაულის, კერძოდ ქურდობის ობიექტურ და სუბიექტურ შემადგენლობას, თუმცა საქმეზე გადაწყვეტილების მიღებისას აუცილებელია არა ქმედებაზე “მიმსგავსებული“გარემოებების გაზიარება, არამედ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა. დადგენილია, რომ შ--–-- რ-------ე ნამდვილად სვამდა ალკოჰოლურ სასმელს დაზარალებულთან ერთად, შემდეგ კი მეუღლეების შეთავაზებით გადაწყვიტეს ზღვის სანაპიროზე პლაჟზე გასვლა. დადგენილია ისიც, რომ რ-------ემ მართლაც აიღო მობილური ტელეფონი და ავტომანქანის გასაღები ეზოში მდგარი მაგიდიდან სადაც რამდენიმე წუთის წინ პ----–---–თან ერთად იჯდა არაყის დასალევად. დადგენილია ასევე რომ ეზოში ამ დროისათვის არავინ არ იმყოფებოდა, ამას არც შ. რ-------ე უარყოფს.

თუმცა არც სახელმწიფო ბრალდებას და არც პირველი ინსტანციის სასამართლოს სწორი სამართლებრივი შეფასება არ მიუციათ იმისათვის რატომ აიღო რ-------ემ ეს გასაღები და ტელეფონი, ან რა იყო მისგან ასეთი ქცევის მიზანი. სააპელაციო სხდომაზე საკუთარი პოზიციების გასამყარებლად სახელმწიფო ბრალმდებლის განცხადება, რომ რ-------ეს სურდა ტელეფონის გაყიდვა და შემდეგ ეზოში მდგარი პ----–---–ის კუთვნილი ავტომანქანის მოპარვაც, - არ არის დადასტურებული სხვა რაიმე მტკიცებულებით. ამ ვერსიის გასამყარებლად მხოლოდ ის არგუმენტი, რომ შ--–-- რ-------ე პ----–---–ის ტელეფონს არ პასუხობდა და ექვსი საათის შედეგ დააკავეს პოლიციის თანამშრომლებმა ურეკის ტერიტორიაზე, სასტუმროსთან ახლოს ფეხით გადაადგილებისას, არ შეიძლება იმის მტკიცებულებად ჩაითვალოს რომ “ვერ გაყიდა და გაასაღა ტელეფონი“.( იხ სხდომის ოქმი პროკურორის დასკვნითი სიტყვა) .

შ--–-- რ-------ის ჩვენების თანახმად მას ეგონა, რომ პ----–---–ს დარჩა ნივთები, თვითონ კი ოჯახთან ერთად პლაჟზე წავიდა. იმის გათვალისწინებით, რომ თავადაც სანაპიროზე მიდიოდა გადაწყვიტა ტელეფონი და გასაღაბი პატრონისათვის მიეტანა, მას შემდეგ რაც პ----–---–ი ვერ იპოვა იქვე პლაჟზე ჩაეძინა. გაღვიძების შემდეგ კი ისევ სასტუმროში ბრუნდებოდა. პირველი ინსტანციის სასმართლომ არ გაიზიარა ეს ჩვენება თუმცა ვერც ის ეჭვები გააქარწყლა განაჩენის დასაბუთებისას, რომელიც ობიექტურად ჩნდება. კერძოდ: სახელმწიფო ბრალდებას არ წარმოუდგენია იმის დასადასტურებელი მტკიცებულება სად იყო შ--–-- რ-------ე 6 საათის განმავლობაში, სცადა თუ არა დაუფლებული ნივთების გასაღება, ნამდვილად ეძინა თუ არა მთვრალს, თუ შეგნებულად არ პასუხობდა ტელეფონის ზარებს, რატომ გადაადგილდებოდა და რატომ დაბრუნდა უკან ისევ ამ ნივთებით? ასევე გაურკვეველია დაზარალებულ პ-----ა პ----–---–ის ჩვენება, თუკი მან სასადილოს ფანჯრიდან დაინახა მაგიდასთან „საეჭვოდ“ გაჩერებული რ-------ე, რატომ არ მიაქცია ყურდღება მის ნივთებს? ასევე თუ დარწმუნებული იყო რომ ტელეფონი და გასაღები რ-------ემ მოპარა, რატომ ეძებდა მათ სასტუმროს ნომერში და სხვა ადგილებში? საქმეში არ მოიპოვება მომსახურე სატელეფონი ანძების ამონაწერი, რომელიც ზუსტ ინფორმაციას მიაწვდიდა სასამარლოს იმის შესახებ, სადავო პერიოდში ტელეფონი ჩართული იყო თუ გამორთული, ნამდვილად ჰქონდა თუ არა შესაძლებლობა შ--–-- რ-------ეს შესული ზარების დაფიქსირებისა, სახელმწიფო ბრალდების პოზიციით ტელეფონი გამორთო რ-------ემ, ხოლო რ-------ის მეუღლის ჩვენებით ტელეფონი არ იყო გამორთული და მის მიერ განხორცხიელებული ზარები ნამდვილად შედიოდა შესაბამის ნომერზე.

სააპელაციო სასამართლოს ასევე არ მიაჩნია ქურდობის დამადასტურებელ მტკიცებულებად ჩხრეკის ოქმი, რომლითაც დგინდება, რომ პ----–---–ის მობილური ტელეფონი და გასაღები რ-------ეს აღმოაჩნდა. ამას არც თავად რ-------ე არ უარყოფს. მტკიცებულებების შეფასებისას ასევე არაფრის მომცემია ექსპერიმენტების ოქმები, სადაც დაზარალებული აღწერს თუ რომელ მაგიდაზე დადო ტელეფონი და გასაღები ხოლო რ-------ე ადასტურებს, რომ იმავე მაგიდასთან პ----–---–თან ერთად არაყს სვამდა, საცურაო კოსტიუმის ჩაცმის შემდეგ დაბრუნდა იქ, სადაც არავინ აღარ დახვდა, აიღო ნივთები და გაემართა პლაჟისაკენ.

სასამართლო ასევე არ იზიარებს სახლემწიფო ბრალდების პოზიციას იმის შესახებ, რომ თუკი შ--–-- რ-------ეს ნივთების დაბრუნება სურდა, მას პლაჟზე კი არ უნდა წაეღო ისინი და მიეტა-- პატრონისთვის, არამედ სასტუმროს მესაკუთრისთვის უნდა დაებრუნებინა. ამასთან დაკავშირებით სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ არც ერთი სისხლის სამართლებრივი ნორმა, შ--–-- რ-------ეს სასტუმროს მესაკუთრისათვის ნივთის ჩაბარებას არ ავალდებულებდა. აბსოლუტურად შ--–-- რ-------ის გადასაწყვეტი იყო როგორ და რა საშუალებით დაუბრუნებდა ის პ----–---–ს მობილურ ტელეფონს და ავტომანქანის გასაღებს. მთავარი იყო გონივრულ ვადაში გაეკეთებინა ეს და ასეც მოიქცა წავიდა სანაპიროზე, სადაც ეგულებოდა პ----–---–ი. ხოლო დაარღვია თუ არა მან სამოქალაქო კოდექსის შესაბამისი დანაწესები(მაგ. სსკ-ის 191-ე მუხლი) არც სახელმწიფო ბრალდების და არც სისხლის სამართლის საქმის განმხილველი სასამართლოს შესაფასებელი არ არის.

ამავდროულად სააპელაციო სასამართლო განმარტავს შემდეგს: ვინაიდან დანაშაული ნებელობითი ქცევაა, ამიტომ მოტვისა და მიზნის დადგენას უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს დანაშაულის კვალიფიკაციისათვის, ეს საშუალებას იძლევა დანაშაულებრივი ქცევა გავმიჯნოთ არადანაშაულებრივისაგან. შეიძლება ისიც მოხდეს, რომ მოქმედების მიზანმა სისხლის სამართლისათვის არათუ ირელევანტურად აქციოს განხორციელებული ქმედება, არამედ მართლზომიერადაც ცნოს. სისხლისსამართლებრივ ლიტერატურაში მოტივი მოთხოვნილებათა და ინტერესით განპირობებული მამოძრავებელი ძალაა (ლათინურიდან MOVEO -მოძორავებ), რომელიც ადამიანის მიერ დანაშაულის ჩადენის გადაწყვეტილების მიზეზად გვევლინება, ხოლო მიზანი-ის აზრობრივი მოდელია, რისი მიღებაც პირს სურს დანაშაულის ჩადენით. მიზანი პასუხობს კითხვაზე-რისკენ მიისწრაფოდა დამნაშავე. რადგანაც მიზნის დადგენა სისხლისსამართებრივი ოთხი ფუნქციის გადაწყვეტას ემსახურება, კერძოდ დანაშაულებრივი ქმედების დადგენა, დანშაულების ერთმანეთისაგან გამიჯვნა, დანაშაულისათვის კვალიფიციური შემადგენლობის შექმნა და სასჯელის დამძიმება ან შემსუბუქება, სწორედაც ამიტომ უმნიშვნელოვანესია კონკრეტულ შემთხვევაში მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნის დასადგენად იმ ფაქტობრივი გარემოებების ჯაჭვის გამოვლენა, რომელიც ამ მიზანს უპირობოს გახდის, მით უფრო, რომ სსკ-ის 177-ე მუხლით განსაზღვრილი დანაშაულისათვის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნის არსებობის აუცილებლობა პირდაპირ ნორმის დისპოზიციური მოთხოვნაა.

განსახილველ სისხლისსამართლებრივ საქმეში კი არ მოიპოვება იმ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც სასამართლოს ერთმნიშვნელოვნად დაარწმუნებდა შ--–-- რ-------ის მხრიდან დანაშაულის ჩადენაში, კერძოდ კი სასამართლო მიიჩნევს, რომ მის მიერ განხორცილებულ ქმედებაში სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზანი დადასტურებული არ არის.

 

საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ხოლო სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, მტკიცებულების შეფასებისას წარმოშვებული ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ამავე კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, ასევე ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

 

ყოველივეს გათვალისწინებით სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ შ--–-- რ-------ე ცნობილ უნდა იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით და გამართლდეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

მსჯავრდებულ შ--–-- რ-------ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის ა-- ჟ------ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

 

გაუქმდეს ო----------ის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 07 დეკემბრის განაჩენი შ--–-- რ-------ის მიმართ.

 

შ--–-- რ-------ე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.

 

შ--–-- რ-------ე გათავისუფლდეს სხდომის დარბაზიდან.

 

გამართლებულ შ--–-- რ-------ეს განემარტოს უფლება აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი.

 

შ--–-- რ-------ეს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და შ--–-- რ-------ის (პ/ნ 1----------) მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების _ გირაოს უზრუნველყოფის მიზნით, 7 000 (შვიდი ათასი) ლარის ფარგლებში, ყადაღადადებული ლ--–- ხ-----–---–ის (პ/ნ 3----------) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, საკადასტრო კოდით 7------------------ მდებარე მცხეთა, დასახლება ც--------ი, კორპუსი #4, ბ---------------------------- გათავისუფლდეს ყადაღისაგან და დაუბრუნდეს მის მესაკუთრეს განაჩენის აღსასრულებლად მიქცევიდან ერთი თვის ვადაში.

 

ნივთმტკიცებები:

 

- მობილური ტელეფონი, რომელიც ინახება დაბა ურეკის პოლიციის განყოფილებაში დაუბრუნდეს მესაკუთრეს.

 

- ავტომანქანის გასაღები, რომელიც ჩაბარდა დაზარალებულ პ---- პ----–---–ს, დარჩეს მის მფლობელობაში.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში საკასაციო წესით, განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

მოსამართლე მაკა გორგოძე