1. ავტორიზაციას დაქვემდებარებული საგანმანათლებლო საქმიანობის შესაბამისი ავტორიზაციის გარეშე განხორციელება ან/და ამგვარი საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებით შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის გავრცელება ან/და ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიული საგანმანათლებლო, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აღმნიშვნელი სახელის შესაბამისი უფლებამოსილების გარეშე გამოყენება, –

ისჯება ჯარიმით.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი:

ა) არაერთგზის;

ბ) ასეთი დანაშაულისათვის მსჯავრდებულის მიერ, –

ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.

შენიშვნა
: ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებებისათვის იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით ან ლიკვიდაციით და ჯარიმით.

საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3538 - სსმ I, №47, 05.08.2010წ., მუხ.307

საქართველოს 2017 წლის 26
ივლისის

კანონი №1226 - ვებგვერდი, 28.07.2017