სს „საქართველოს ბანკის“ აქციონერთა საყურადღებოდ!
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
განცხადება
სს „საქართველოს ბანკის” აქციონერთა საერთო კრების მოწვევის შესახებ
სს „საქართველოს ბანკის” (შემდგომში „ბანკი”) აქციონერთა მორიგი საერთო კრების ჩატარება განსაზღვრულია 2012 წლის 24 მაისს, 15:00 საათზე. ბანკის აქციონერთა მორიგი საერთო კრების დღის წესრიგი მოიცავს შემდეგ საკითხებს:
1. ბანკის 2011 წლის აუდიტირებული შედეგების დამტკიცების შესახებ;
2. დირექტორატის ანგარიში ბანკის 2011 წლის საქმიანობისა და ბანკის მომავალი გეგმებისა და სტრატეგიის შესახებ;
3. ბ-ნ კახა კიკნაველიძის სამეთვალყურეო საბჭოში არჩევის შესახებ;
4. მოგების განაწილების (დივიდენდების გადახდის) შესახებ;
5. დივიდენდების სააღრიცხვო თარიღის დადგენის შესახებ;
6. დივიდენდების გაცემის დაწყების თარიღის დადგენის შესახებ.
2012 წლის 24 მაისის აქციონერთა მორიგი საერთო კრების დღის წესრიგთან დაკავშირებით, ბანკის სამეთვალყურეო საბჭო და დირექტორატი აქციონერებს წარუდგენენ შემდეგი სახის რეკომენდაციებს:
დღის წესრიგის პირველ საკითხთან დაკავშირებით:
1. დამტკიცდეს „ერნსტ ენდ იანგის” მიერ აუდიტირებული ბანკის 2011 წლის ფინანსური შედეგები.
დღის წესრიგის მეორე საკითხთან დაკავშირებით:
1. დამტკიცდეს დირექტორატის ანგარიში ბანკის 2011 წლის საქმიანობის შესახებ;
2. ცნობად იქნეს მიღებული დირექტორატის ანგარიში ბანკის მომავალი გეგმებისა და სტრატეგიის შესახებ.
დღის წესრიგის მესამე საკითხთან დაკავშირებით:
1. ბ-ნ კახა კიკნაველიძეს გაუგრძელდეს სამეთვალყურეო საბჭოს წევრობის ვადა დამატებით 4 წლით.
დღის წესრიგის მეოთხე საკითხთან დაკავშირებით:
2. დამტკიცდეს ბანკის დირექტორატისა და სამეთვალყურეო საბჭოს ერთობლივი წინადადება 2011 წლის შედეგების მიხედვით მოგების განაწილების შესახებ და მოგების ნაწილი მიმართულ იქნეს დივიდენდების გასაცემად – ერთ აქციაზე 0.70 ლარის ოდენობით.
დღის წესრიგის მეხუთე საკითხთან დაკავშირებით:
1. დივიდენდების სააღრიცხვო თარიღად განისაზღვროს 2012 წლის 8 ივნისი 18.00 სთ-ის მდგომარეობით (თანახმად ბანკის წესდების 5.2.1 პუნქტისა).
დღის წესრიგის მეექვსე საკითხთან დაკავშირებით :
1. დივიდენდების გაცემის დაწყების თარიღად განისაზღვროს 2012 წლის 25 ივნისი (თანახმად ბანკის წესდების 5.2.2 პუნქტისა).
ბანკის აქციონერთა წლიური საერთო კრება გაიმართება სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასის” საკონფერენციო დარბაზ „ოდიშში” შემდეგ მისამართზე: საქართველო, თბილისი, 0103, თელავის ქ. №20.
აქციონერთა რეგისტრაცია დაიწყება 2012 წლის 24 მაისს, 14:00 საათზე.
აქციონერთა სააღრიცხვო თარიღად დადგენილია 2012 წლის 23 აპრილი.
აქციონერთა საერთო წლიურ კრებაში მონაწილეობის უფლება შეიძლება გადამოწმებულ იქნეს 2012 წლის 14 მაისიდან სს „საქართველოს ბანკის” აქციების რეგისტრატორთან – სს „კავკასრეესტრი” შემდეგ მისამართზე: ჭავჭავაძის გამზირი №74ა, თბილისი, საქართველო.