1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია უფლებამოსილია სასამართლოს წარუდგინოს შუამდგომლობა მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების მონიტორინგის ფარგლებში კომერციული ბანკისგან, მიკრობანკისგან მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის შესახებ კონფიდენციალური ინფორმაციის გამოთხოვის თაობაზე, თუ საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ამ მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებელს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ერთხელ მაინც მიმართა აღნიშნული კონფიდენციალური ინფორმაციის წარდგენის მოთხოვნით, მაგრამ ეს ინფორმაცია დადგენილ ვადაში არ იქნა წარდგენილი.
2. საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის შუამდგომლობა დასაბუთებული უნდა იყოს. შუამდგომლობაში მითითებული უნდა იყოს:
ა) იმ მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის დასახელება და საიდენტიფიკაციო მონაცემები, რომლის შესახებ კონფიდენციალური ინფორმაციის მიღებასაც ითხოვს საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია;
ბ) იმ კომერციული ბანკის, მიკრობანკის დასახელება, რომლისგანაც საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ უნდა მიიღოს მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის შესახებ კონფიდენციალური ინფორმაცია;
გ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ მოთხოვნილი კონფიდენციალური ინფორმაციის აღწერა;
დ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის შესახებ კონფიდენციალური ინფორმაციის მიღების ფორმა და ვადა.
საქართველოს 2025 წლის 12 ივნისის კანონი №666 – ვებგვერდი, 13.06.2025