1. საქართველოს ტერიტორიაზე ნებადართულია სხვა სახელმწიფოებში ავტორიზებული/ლიცენზირებული მედიამომსახურებების თავისუფალი მიღება და შეუზღუდავი გავრცელება.
2. კომისია უფლებამოსილია შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე დროებით არ დაუშვას საქართველოს ტერიტორიაზე ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მედიამომსახურების გავრცელება, თუ აღნიშნული მედიამომსახურების მიმწოდებელი აშკარად და უხეშად არღვევს ამ კანონის 561 და 562 მუხლების მოთხოვნებს, საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვას და ამ პუნქტით გათვალისწინებული დარღვევა ბოლო 1 წლის განმავლობაში არანაკლებ ორჯერ ჩაიდინა.
3. კომისიამ მედიამომსახურების მიმწოდებელს წერილობით უნდა შეატყობინოს სავარაუდო დარღვევისა და იმ ღონისძიებების შესახებ, რომელთა განხორციელებასაც გეგმავს კომისია იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დარღვევა კვლავ განმეორდება. კომისიამ მედიამომსახურების მიმწოდებელს უნდა მისცეს შესაძლებლობა, კომისიის სხდომაზე როგორც წერილობით, ისე ზეპირად წარადგინოს საკუთარი მოსაზრება სავარაუდო დარღვევის შესახებ.
4. (ამოღებულია - 30.06.2023, №3448).
საქართველოს 2022 წლის 22 დეკემბრის კანონი №2482 – ვებგვერდი, 30.12.2022წ.
საქართველოს 2023 წლის 30 ივნისის კანონი №3448 – ვებგვერდი, 18.07.2023წ.
საქართველოს 2022 წლის 22 დეკემბრის კანონი №2482 – ვებგვერდი, 30.12.2022