1. ეკონომიკური აგენტის იძულებით დაყოფის შესახებ უფლებამოსილი ორგანოს შუამდგომლობა უნდა შეიცავდეს გადაწყვეტილების მიღებისათვის (ბრძანების გამოცემისათვის) საკმარის საფუძველს და სათანადო დასაბუთებას. უფლებამოსილი ორგანოს შუამდგომლობაში მიეთითება იმ ეკონომიკური აგენტის თაობაზე ზუსტი მონაცემები, რომლის იძულებით დაყოფასაც ითხოვს უფლებამოსილი ორგანო.

2. უფლებამოსილი ორგანოს შუამდგომლობას უნდა დაერთოს:

ა) დომინანტური მდგომარეობის მქონე ეკონომიკური აგენტის მიერ „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის არაერთგზის დარღვევის ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულებები;

ბ) ინფორმაცია ეკონომიკური აგენტის დაყოფის (საწარმოს ორგანიზაციული და ტერიტორიული განცალკევების) შესაძლებლობის შესახებ;

გ) საქმის განხილვისა და გადაწყვეტისათვის საჭირო სხვა ინფორმაცია.

3. სასამართლოს მიერ ეკონომიკური აგენტის იძულებით დაყოფის საკითხის განხილვაზე ვრცელდება ამ კოდექსის 2179−2182 მუხლებით დადგენილი წესები.

საქართველოს 2020 წლის 16 სექტემბრის კანონი №7127 – ვებგვერდი, 21.09.2020წ.

თავი VII22. ადმინისტრაციული სამართალწარმოება აზარტულ ან/და მომგებიან თამაშობებზე დამოკიდებულ პირთა სიაში პირის შესახებ მონაცემების შეტანასთან დაკავშირებით

საქართველოს 2021 წლის 22 დეკემბრის კანონი №1186 – ვებგვერდი, 28.12.2021