1. პირის შესახებ მონაცემების დამოკიდებულ პირთა სიაში შეტანის თაობაზე მოსამართლის ბრძანება საჩივრდება სააპელაციო სასამართლოში ბრძანების მხარისთვის გადაცემიდან 3 დღის ვადაში. საჩივარი შეიტანება ბრძანების გამომცემ სასამართლოში. მოსამართლე საჩივარს საქმის მასალებთან ერთად დაუყოვნებლივ უგზავნის სააპელაციო სასამართლოს.
2. საჩივართან დაკავშირებით გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლო იღებს საჩივრის წარდგენიდან 5 სამუშაო დღის ვადაში. სააპელაციო სასამართლოს ბრძანება საბოლოოა და არ საჩივრდება.
საქართველოს 2021 წლის 22 დეკემბრის კანონი №1186 – ვებგვერდი, 28.12.2021წ.
მუხლის 2189. დამოკიდებული პირის შესახებ მონაცემების დამოკიდებულ პირთა სიიდან ვადაზე ადრე ამოღების წესი
1. „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, დამოკიდებული პირი უფლებამოსილია ამ კოდექსის 2187 მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით მიმართოს ბრძანების გამომცემ სასამართლოს დამოკიდებულ პირთა სიიდან თავისი მონაცემების ამოღების მოთხოვნით.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული განცხადების განხილვა წარმოებს ამ თავით დადგენილი წესების შესაბამისად.
საქართველოს 2021 წლის 22 დეკემბრის კანონი №1186 – ვებგვერდი, 28.12.2021წ.
საქართველოს 2022 წლის 12 აპრილის კანონი №1476 – ვებგვერდი, 19.04.2022