თავი IX — 1. გარდამავალი დებულებანი
1. პირი, რომლის მიმართაც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა კომიტეტმა ან ქალთა წინააღმდეგ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კომიტეტმა ამ კოდექსის VII14 თავის ამოქმედებამდე მიიღო გადაწყვეტილება სახელმწიფოს მიერ კომპენსაციის გადახდის თაობაზე, უფლებამოსილია აღნიშნული კომიტეტის გადაწყვეტილების საფუძველზე ფულადი კომპენსაციის გაცემის მოთხოვნით მიმართოს სასამართლოს ამ კოდექსის VII14 თავით დადგენილი წესით.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში პირმა სასამართლოს უნდა მიმართოს ამ კოდექსის VII14 თავის ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში.
საქართველოს 2016 წლის 27 აპრილის კანონი №5013 - ვებგვერდი, 13.05.2016
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 27.04.2016-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 27.04.2016 კანონი №5013
რედაქციების შედარება
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 04.03.2026.
გამოქვეყნება: სსმ, 39(46), 06/08/1999.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება