2. ამ კანონით გათვალისწინებულ სააპელაციო სასამართლოს უფლებამოსილებას 2005 წლის 1 ნოემბრამდე ახორციელებენ საოლქო და ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლოები.

3. საოლქო სასამართლოსა და ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს მიერ 2005 წლის 15 ივლისამდე წარმოებაში მიღებული საქმეები, რომელთა განხილვა წარმოადგენს რაიონული (საქალაქო) სასამართლოს უფლებამოსილებას, გადაეცემა რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს.

4. 2005 წლის 1 ნოემბრამდე დარეგისტრირებული საკასაციო საჩივრების განხილვაზე არ ვრცელდება ამ კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოქმედება.

5. 2008 წლის 1 იანვრამდე შეტანილი სააპელაციო საჩივარი შეიძლება ერთპიროვნულად განიხილოს სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლემ შემდეგ საქმეებზე:

ა) ამ კოდექსის მე-6 მუხლით გათვალისწინებულ საქმეზე გამოტანილ გადაწყვეტილებაზე;

ბ) საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის თაობაზე;

გ) საჯარო რეესტრის ჩანაწერთან დაკავშირებულ დავაზე;

დ) საცხოვრებელი ბინის პრივატიზებასთან დაკავშირებულ დავაზე;

ე) ადმინისტრაციულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებულ დავაზე საიჯარო ურთიერთობის თაობაზე;

ვ) სამშენებლო ურთიერთობიდან წარმოშობილ დავაზე;

ზ) კერძო საჩივარზე;

თ) ამ კოდექსის 2123 მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში.

6. ამ კანონის ამოქმედების შემდეგ ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებულ საქმეებზე დაწყებულ სააპელაციო წარმოებას ერთპიროვნულად აგრძელებს სააპელაციო (საოლქო) სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის ის მოსამართლე, რომელიც გამწესებულ იქნა სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში.

7. ამ კოდექსის VII27 თავი მოქმედებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული თავით გათვალისწინებული სარჩელი რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს იმავე თავის ამოქმედების შემდეგ წარედგინა.

საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1800 - სსმI, №37, 14.07.2005წ., მუხ.244

საქართველოს 2005 წლის 25 ნოემბრის კანონი №2133 - სსმI, №53, 19.12.2005წ., მუხ.352

საქართველოს 2006 წლის 23 ივნისის კანონი №3389 - სსმI, №26, 14.07.2006წ., მუხ.211

საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4307 - სსმI, №51, 31.12.2006წ., მუხ.449

საქართველოს 2007 წლის 11 ივნისის კანონი №5281 - სსმI, №30, 30.07.2007წ., მუხ.345

საქართველოს 2023 წლის 30 ნოემბრის კანონი №3817 – ვებგვერდი, 19.12.2023