განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3ბ/2453-18
საქმე №330310018002452530
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
20 თებერვალი, 2019 წელი ქ.თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
თავმჯდომარე - გიორგი ტყავაძე
მოსამართლეები - თამარ ონიანი
მანანა ჩოხელი
აპელანტი (მოპასუხე) - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - გ-------------------–-
მესამე პირი - შპს ,,მ–--------------“
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება: გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილებით გ-------------------–-ს სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 12 აპრილის №M---------------- გადაწყვეტილება გ-------------------–-ს სახელზე გაცემული M---------- დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმის შესახებ; სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს დაევალა გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი შპს „მ–-------------ის“ მიერ გ-------------------–-ს სახელზე გაცემული M---------- დიპლომის ნამდვილობის დადასტურების თაობაზე.
2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. გ-------------------–-, 2006 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის საფუძველზე, შპს „ს----------–-------------------ის“ 2006 წლის 15 სექტემბრის N------ ბრძანების თანახმად, ჩაირიცხა შპს „ს----------–-------------------ის“ ი-------------------–--------------------------------–ის ბაკალავრიატში.
საქმეში წარმოდგენილია შპს „ს----------–-------------------ის“ 2007 წლის 8 დეკემბრის N------- ცნობა, რომლის თანახმად, გ-------------------–- 2006-2007 და 2007-2008 სასწავლო წლებში გადიოდა სხვადასხვა საგანს.
2.2. ს----------–--------–------------–-------------–--–--სთან არსებული უნივერსიტეტის „მ–-------------ის“ რექტორის 2007 წლის 14 დეკემბრის N-- ბრძანების თანახმად, გ-------------------–- ჩარიცხულ იქნა ს----------–--------–------------–-------------–--–--სთან არსებული უნივერსიტეტის „მ–-------------ის“ ბ------ ფაკულტეტის ბაკალავრიატის მე-2 კურსზე.
მ–-------------ის რექტორის გაცემული ცნობით დგინდება, რომ გ-------------------–მა 2007 წლის 20-22 დეკემბერს ჩააბარა დამატებითი საგნები.
2.3. 2010 წლის 28 სექტემბერს შპს „მ–-------------ის“ მიერ გ-------------------–-ს სახელზე გაიცა ბაკალავრის დიპლომი M----------, რომლის თანახმად, ბ------ის ფაკულტეტის 2010 წლის 21 ივნისის N-- გადაწყვეტილებით გ-------------------–ს მიენიჭა ბ------ის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი ს---------------------------------------------- სპეციალობით, დიპლომის სარეგისტრაციო N---.
2.4. შპს „ს---ს“ დირექტორის განცხადების თანახმად, გ-------------------–- 2010 წლის სექტემბრიდან 2017 წლის თებერვლამდე მუშაობდა შპს „ს--“ – (T----------)-ში კ----------------–----–-----------------------ის პოზიციაზე. განცხადებაში ასევე აღინიშნა, რომ გ-------------------–-ს სამსახურში აყვანისას ერთ-ერთ წინაპირობას წარმოადგენდა უმაღლესი განათლება, რასთან დაკავშირებითაც დამსაქმებელი დაეყრდნო გ-------------------–-ს მიერ წარმოდგენილ დიპლომს, რადგან მასში ეჭვის შეტანის საფუძველი არ გააჩნდათ.
2.5. 2018 წლის 12 მარტს გ-------------------–მა განცხადებით მიმართა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს და მოითხოვა მის სახელზე გაცემული M---------- დიპლომის ნამდვილობის დადასტურება.
სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 12 აპრილის №M---------------- გადაწყვეტილებით გ-------------------–ს უარი ეთქვა M---------- დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
სასამართლომ განმარტა შემდეგი:
2.6. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტზე მითითებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ განმარტა, რომ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 12 აპრილის №M---------------- გადაწყვეტილება წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან.
2.7. საქართველოს კონსტიტუციის (სადავო პერიოდში მოქმედი) მე-6, მე-7 და 35-ე მუხლების საფუძველზე, სასამართლომ განმარტა, რომ სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელებისას, საჯარო დაწესებულებების მიერ თავისი საქმიანობის წარმოების პროცესში საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით, თუ შეთანხმებებით გარანტირებული ადამიანის უფლებებს და თავისუფლებებს აქვს პირდაპირი მოქმედების ძალა, რაც ნიშნავს იმას, რომ საჯარო დაწესებულებამ მისთვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებისას უნდა იხელმძღვანელოს უფლების (თავისუფლების) ნამდვილი შინაარსით და არ უნდა დაუშვას ამ უფლებით დაცულ სფეროში არამართლზომიერი ჩარევა. საქართველოს კონსტიტუციითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით გარანტირებული განათლების მიღების უფლება, მიუხედავად იმისა, რომ იგი არ მოიცავს სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებას, დააფინანსოს უმაღლესი განათლება, გულისხმობს ყოველი პირისათვის, მათ შორის (ზოგად განათლებასთან ერთად), სახელმწიფოს მიერ დადგენილი სტანდარტების შესაბამისი უმაღლესი განათლების შეძენის, მისი ფორმის და პროფესიული მიმართულების არჩევის, შეძენილი უმაღლესი განათლების აღიარებისა და მისი თავისუფალი რეალიზაციის დაუბრკოლებლად, შეუზღუდავად განხორციელების შესაძლებლობის შექმნას, აგრეთვე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების შექმნის და ფუნქციონირების თავისუფლებას, რაც მიესადაგება თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის პრინციპებს.
2.8. განათლების ხარისხის განვითარების შესახებ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, ამ კანონის მიზანია განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობის მექანიზმების სამართლებრივი საფუძვლების განსაზღვრა. ამავე კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობის მიზნით იქმნება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი. კანონის მე-5 მუხლის მიხედვით, ცენტრი საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში: ა) ხელს უწყობს განათლების ხარისხის გაუმჯობესებას, რისთვისაც შეიმუშავებს რეკომენდაციებს; ბ) ახორციელებს საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციას და მათი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციას, გარდა საჯარო სამართლის იურიდიული პირისა – ტექნოლოგიური ინსტიტუტისა (შემდგომ – ტექნოლოგიური ინსტიტუტი); გ) უზრუნველყოფს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებას; დ) ახორციელებს უცხოეთში მიღებული განათლების აღიარებას; ე) აწარმოებს საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრს; ვ) ამოწმებს მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტის − განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის – ენობრივ სისწორეს; ზ) ახორციელებს ცენტრის დებულებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
განათლების ხარისხის განვითარების შესახებ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის თანახმად, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისას ცენტრი ადგენს პირის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის სრულად ან ნაწილობრივ გავლის, აგრეთვე მისთვის კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ სათანადო დოკუმენტის გაცემის ფაქტს და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან მათ შესაბამისობას.
დადასტურებულია, რომ 2018 წლის 12 მარტს გ-------------------–მა განცხადებით მიმართა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს და მოითხოვა 2010 წელს შპს „მ–-------------ის“ მიერ გაცემული M--------- დიპლომის ნამდვილობის დადასტურება. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 12 აპრილის №M------------- გადაწყვეტილებით გ-------------------–ს უარი ეთქვა დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე.
2.9. ”განათლების ხარისხის განვითარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის ”დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ცენტრის საქმიანობასთან დაკავშირებით სამინისტრო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ამტკიცებს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესსა და საფასურებს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 01 ოქტომბრის №98/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესის“ პირველი მუხლის თანახმად, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესიარეგულირებს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების (გარდა ლეგალიზაციისა და აპოსტილით დამოწმებისა), უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების, ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული პირების მიერ მიღებული უმაღლესი განათლების სახელმწიფო აღიარებისა და ლტოლვილებისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირების – დევნილების, ასევე ლიკვიდირებულ ან საგანმანათლებლო საქმიანობაშეწყვეტილ დაწესებულებაში განათლებამიღებული იმ პირების, რომლებიც ვერ ახერხებენ თავიანთი განათლების ან კვალიფიკაციის დადასტურებას, განათლების აღიარების პირობებსა და პროცედურას.
საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების ობიექტია უმაღლესი და პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი – დიპლომი და ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი (ზოგადი განათლების ატესტატი). აღნიშნული მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების მიზნით, პირის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის გავლისა და პირისათვის კვალიფიკაციის მინიჭების თაობაზე სათანადო დოკუმენტის გაცემის ფაქტს ადასტურებს პირის სახელზე გაცემული ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტი, ხოლო საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის დროს ცენტრი ამოწმებს საგანმანათლებლო დოკუმენტის გაცემის უფლებამოსილებას, სწავლის პერიოდისა და საგანმანათლებლო დოკუმენტის სახელმწიფო აღიარებას და ამ დოკუმენტში ასახული კვალიფიკაციის შესაბამისობას საქართველოში არსებულ კვალიფიკაციებთან. ნამდვილობის დადასტურების დროს ცენტრი ადგენს პირისათვის მინიჭებულ კვალიფიკაციას/პირის მიერ მიღებული განათლების კონკრეტულ კვალიფიკაციასთან გათანაბრების საკითხს. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმის საფუძველი არ შეიძლება გახდეს გარემოება, რომლის დროსაც ცენტრი მოკლებულია შესაძლებლობას, დაადგინოს პირის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მიღებული უმაღლესი განათლების დიპლომის უმაღლესი განათლების შესაბამისი საფეხურის დიპლომთან გათანაბრების საკითხი. ამავე მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტების თანახმად, ამ მუხლით გათვალისწინებული შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოების დასრულების შემდეგ ცენტრი: ა) ადასტურებს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობას; ბ) უარს ამბობს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურებაზე. ამ მუხლით გათვალისწინებული შემოწმების დროს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შეუსაბამობის დადგენის შემთხვევაში, ცენტრი უარს ამბობს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურებაზე, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ სახეზეა უზუსტობა საგანმანათლებლო დოკუმენტით მინიჭებული კვალიფიკაციის ფორმულირებაში, რაც შინაარსობრივი თვალსაზრისით, არ იწვევს სწავლის შედეგისა და მინიჭებულ კვალიფიკაციის შეუსაბამობას, ცენტრი ადასტურებს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობას და გადაწყვეტილებაში მიუთითებს აღნიშნულის თაობაზე.
ამდენად, მითითებული ნორმატიული აქტი განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების საკითხის გადაწყვეტას ავალდებულებს საქმის გარემოებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოკვლევის შედეგად, რაც წარმოადგენს დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების წინაპირობას.
2.10. სასამართლომ განმარტა, რომ „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ო“ ქვეპუნქტის თანახმად, დიპლომი არის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მინიჭებული კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი, ხსენებული მუხლის „ღ2“ ქვეპუნქტი ადგენს, რომ კვალიფიკაცია არის სწავლის შედეგი, რომელიც მიიღწევა უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის დაძლევით და დასტურდება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული დიპლომით ან სერტიფიკატით, აგრეთვე სწავლის შედეგი, რომელიც მიიღწევა ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის დაძლევით და დასტურდება საქართველოს ან/და უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ ერთობლივად გაცემული დიპლომით/დიპლომებით ან სერტიფიკატით;
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის სახელზე გაცემული დიპლომის ნამდვილობის დადასტურების დამაბრკოლებელ გარემოებად მოპასუხე მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ გ-------------------–-ს კვალიფიკაციის მინიჭების მომენტში (2010 წელი) მოქმედი „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას ავალდებულებდა სახელმწიფო ინსტიტუციურ აკრედიტაციას და მხოლოდ მათ მიერ გაცემულ დიპლომს ცნობდა სახელმწიფო. საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა აკრედიტაციის საბჭოს 2007 წლის 22 ნოემბრის N---- გადაწყვეტილებით, ს----------–--------–------------–--------------------------- „მ–--------------ს“ უარი ეთქვა ინსტიტუციური აკრედიტაციის მინიჭებაზე.
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 66-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, „მ–-------------ის“ საგანმანათლებლო პროგრამები, კანონმდებლობით ჩარიცხული სტუდენტებისათვის, ჩაითვალა აკრედიტებულად 2009-2010 სასწავლი წლის დაწყებამდე. ამასთან, ამავე კანონის 89-ე მუხლის 23-ე და 231 მუხლების თანახმად, 2010 წლის 1 სექტემბრიდან 10 დღის ვადაში ყველა ლიცენზირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება , გარდა აკრედიტებული ან 2010 წლის 1 სექტემბრამდე მოქმედი ამ კანონის 661 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ახალდაფუძნებული ლიცენზირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა, ვალდებულია საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს წარუდგინოს ამ დაწესებულებაში ჩარიცხულ პირთა სია (როგორც ბეჭდური, ისეელექტრონული ფორმით ). ამ მუხლის 23-ე პუნქტით გათვალისწინებულ ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხულ პირთა სიაში მითითებული პირი უფლებამოსილია სწავლა გააგრძელოს იმ ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, რომელსაც განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში წარდგენილი აქვს ამ დაწესებულებაში ჩარიცხულ პირთა სია.
აღსანიშნავია, რომ გ-------------------–ს ბ------ის ფაკულტეტის 2010 წლის 21 ივნისის N-- გადაწყვეტილებით მიენიჭა ბ------ის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი ს---------------------------------------------- სპეციალობით, ხოლო 2010 წლის 28 სექტემბერს შპს „მ–-------------ის“ მიერ გ-------------------–-ს სახელზე გაიცა ბაკალავრის M---------- დიპლომი. შესაბამისად, გ-------------------–ს აღნიშნული ნორმების ამოქმედების დროისათვის მას უკვე მინიჭებული ჰქონდა კვალიფიკაცია. ამდენად, იგი მ–-------------ის მიერ 2010 წლის სექტემბრის თვეში წარდგენილ ჩარიცხულ პირთა სიაში ვერ მოხვდებოდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ხსენებული ნორმები სადავო საკითხის მოსარჩელის საწინააღმდეგოდ გადაწყვეტის საფუძვლად გამოყენებული ვერ იქნება, ვინაიდან აღნიშნული ნორმები ამოქმედდა გ-------------------–-ს მიერ სასწავლო პროცესის დასრულების შემდეგ.
2.11. სასამართლომ განმარტა, რომ სასარჩელო მოთხოვნის გადასაწყვეტად უმნიშვნელოვანესია დადგინდეს, გააჩნდა თუ არა გ-------------------–ს კანონიერი ნდობა მის სახელზე გაცემული დიპლომის მიმართ.
სასამართლომ აღნიშნა, რომ დიპლომი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, არ წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, არამედ იგი არის უკვე არსებული ფაქტის (აქტის) სპეციალური დოკუმენტის სახით დაფიქსირება, რეალაქტი, რომელიც მხარისათვის აღმჭურველი ბუნებისაა და რომლითაც დაინტერესებულ მხარეს გარკვეული უფლებამოსილება ენიჭება, მოცემულ შემთხვევაში, - პროფესიული საქმიანობის უფლებას, ს-----–--------------------------------–---–------------------------------ კვალიფიკაციით. მართალია, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი კანონიერ ნდობას უკავშირებს მხოლოდ აღმჭურველი აქტის არსებობას, დიპლომი კი, როგორც აღინიშნა, აქტი არ არის, სასამართლო კანონის გონივრული, სამართლიანი, მისი მიზნებიდან გამომდინარე და მოსარჩელის განსაკუთრებული დაცვის ღირსი იურიდიული ინტერესის ადეკვატურად განმარტების შედეგად მიიჩნევს, რომ კანონიერი ნდობის ობიექტია ძირითადად ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის შედეგები, რომლებიც შეიძლება არსებობდნენ, როგორც ადმინისტრაციული აქტის, ასევე მოქმედებების (რეალაქტის) სახით, ანუ, მოცემულ შემთხვევაში, დაცვის ობიექტია სახელმწიფოს მიერ განხორციელებული აღმჭურველი ბუნების მოქმედებებიც. დაცვის ღირსია მათი კანონიერების რწმენა, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც საქმე ეხება უფლების მიმნიჭებელ აქტებსა და მოქმედებებს. ამ უფლების მატარებელს, კანონიერი ნდობის პრინციპზე დაყრდნობით, უფლება აქვს წინააღმდეგობა გაუწიოს მათ გაუქმებასა თუ მათი ნამდვილობის, იურიდიული ძალმოსილების არაღიარებას. სასამართლომ მიიჩნია, რომ კანონმდებლის მიზანი კანონიერი ნდობის პრინციპის საკანონმდებლო დონეზე დამკვიდრებისას (სზაკ-ის მე-9, მე-601 და 61-ე მუხლები) იყო და არის მმართველობითი საქმიანობის შედეგად გარკვეული უფლებით აღჭურვილი პირის დაცვა უფლების მიმნიჭებელი არამარტო კანონსაწინააღმდეგო აქტის, არამედ მოქმედების გაუქმებისაგანაც.
სასამართლომ მიუთითა, რომ საქმის მასალების თანახმად, ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული კანონიერი ნდობის გამომრიცხავ გარემოებას, კერძოდ, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიერ სახელმწიფო, საზოგადოებრივი ან სხვა პირის კანონიერი უფლების ან ინტერესების არსებით დარღვევას. ადგილი არ აქვს აგრეთვე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული კანონიერი ნდობის გამომრიცხავ გარემოებას. კერძოდ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია კანონსაწინააღმდეგო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, თუ დაინტერესებულ მხარეს კანონიერი ნდობა აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ, კანონიერი ნდობა არსებობს მაშინ, თუ პირმა აქტის საფუძველზე განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის მოქმედება და სახეზე არ არის კანონიერი ნდობის გამომრიცხავი გარემოება - დაინტერესებული მხარის უკანონო ქმედება.
სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ გ-------------------–- 2006 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის საფუძველზე ჩაირიცხა შპს „ს----------–-------------------ის” ი-------------------–--------------------------------–ის ბაკალავრიატში. ამასთან, ს----------–--------–------------–-------------–--–--სთან არსებულ უნივერსიტეტ „მ–--------------ში“ გ-------------------–-ს გადასვლის საფუძველი არ გამხდარა სტუდენტის აკადემიური მოსწრების, შეუფერებელი საქციელის ან სხვა არამართლზომიერი მიზეზით სტუდენტის სტატუსის შეწყვეტა. ასევე მოცემული დავის ფარგლებში დადასტურებული არ არის ის გარემოება, რომ გ-------------------–-ს მიერ უნივერსიტეტის შეცვლის მომენტში მისთვის ხელმისაწვდომი გახდა ინფორმაცია მ–-------------ის არააკრედიტებულობის თაობაზე. ამასთან, მოსარჩელე - გ-------------------–მა მის მიერ მიღებული უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის - დიპლომის საფუძველზე, განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის მქონე ქმედებები - საქმეში წარმოდგენილია შპს „ს--“-ს დირექტორის განცხადება, რომლის თანახმად, გ-------------------–- 2010 წლის სექტემბრიდან 2017 წლის თებერვლამდე მუშაობდა შპს „ს--“ – (T----------)-ში კ----------------–----–-----------------------ის პოზიციაზე. განცხადებაში ასევე აღინიშნა, რომ გ-------------------–-ს სამსახურში აყვანისას ერთ-ერთ წინაპირობას წარმოადგენდა უმაღლესი განათლება, რასთან დაკავშირებითაც დამსაქმებელი დაეყრდნო გ-------------------–-ს მიერ წარმოდგენილ დიპლომს, რადგან მასში ეჭვის შეტანის საფუძველი არ გააჩნდა.
სასამართლომ აღნიშნა, რომ ადმინისტრაციული აქტის მიმართ კანონიერი ნდობა გამოირიცხება, თუ ეს აქტი გამოიცა დაინტერესებული პირის მიერ კანონსაწინააღმდეგო ქმედების საფუძველზე, ასეთად შეიძლება მივიჩნიოთ ყალბი დოკუმენტის, არასწორი ინფორმაციის წარდგენა, ზეწოლა, მოტყუება, ქრთამის მიცემა და სხვა, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ ქონია. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ მოცემული დავის ფარგლებში ვერ იქნა დადასტურებული ის გარემოება, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა აკრედიტაციის საბჭოს 2007 წლის 22 ნოემბრის N---- გადაწყვეტილება შპს „მ–--------------სთვის“ ინსტიტუციური აკრედიტაციის მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე იყო თუ არა გამოქვეყნებული სათანადო წესით. ამგვარი გარემოების დადასტურების გარეშე შეუძლებელია დადგინდეს ფაქტი - ჰქონდა თუ არა შესაძლებლობა გ-------------------–ს დროულად გაცნობოდა აკრედიტაციის საბჭოს გადაწყვეტილებას და ეზრუნა, რომ თავიდან აეცილებინა დიპლომის დადასტურების ხელშემშლელი გარემოებები. შესაბამისად, ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-9 მუხლის მე-2 ნაწილისა და მე-601 მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებულ კანონიერი ნდობის გამომრიცხავ გარემოებას - დაინტერესებული მხარის უკანონო ქმედებას. მოსარჩელე ენდობოდა შპს „მ–-------------ის“ მიერ გაცემული დიპლომის სტაბილურობას და მისი ეს ნდობა დაცვის ღირსია სამართლებრივი უსაფრთხოების ფაქტორიდან გამომდინარე, რაც, თავის მხრივ, ზღუდავს აქტის ბათილად გამოცხადების შესაძლებლობას, მოცემულ შემთხვევაში ზღუდავს მოპასუხეს, არ დაადასტუროს დიპლომის ნამდვილობა.
2.12. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას. ამავე კოდექსის 33-ე მუხლი ადგენს, რომ თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
სასამართლომ აღნიშნა, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ გ-------------------–-ს სარჩელი საფუძვლიანია, ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება არ შეესაბამება მათი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 12 აპრილის №M---------------- გადაწყვეტილება, გ-------------------–-ს სახელზე გაცემული M---------- დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმის შესახებ და უნდა დაევალოს მოპასუხე სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს, გამოსცეს ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი შპს „მ–-------------ის“ მიერ გ-------------------–-ს სახელზე გაცემული M---------- დიპლომის ნამდვილობის დადასტურების თაობაზე.
3. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
აპელანტი აღნიშნავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ დადგენილად ცნო ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ს----------–--------–------------–-------------–--–--სთან არსებული უნივერსიტეტის ,,მ–-------------ის“ რექტორის 2007 წლის 14 დეკემბრის ბრძანება N---ის თანახმად, გ-------------------–- ჩარიცხულ იქნა ს----------–--------–------------–-------------–--–--სთან არსებული უნივერსიტეტის ,,მ–-------------ის“ ბ------ ფაკულტეტის ბაკალავრიატის მე-2 კურსზე, ხოლო 2010 წლის 28 სექტემბერს შპს ,,მ–-------------ის“ მიერ გ-------------------–-ს სახელზე გაიცა ბაკალავრის დიპლომი M----------, რომლის თანახმადაც, ბ------ის ფაკულტეტის 2010 წლის 21 ივნისის N-- გადაწყვეტილებით გ-------------------–ს მენიჭა ბ------ის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი საფინანსო, საბანკო და სადაზღვეო საქმის სპეციალობით, დიპლომის სარეგისტრაციო N---. ცენტრი არ ეთანხმება აღნიშნული გარემობების დადგენილ გარემოებებად მიჩნევას და მიუთითებს, რომ როგორც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვას, ისე კვალიფიკაციის მინიჭებას გააჩნია თავისი წინაპირობები, როცა ეს უკანასკნელი არ არის სახეზე, ცენტრი, როგორც კანონმდებლობის საფუძველზე მოქმედი ადმინისტრაციული ორგანო, ვერ მიიღებს მხარისათვის სასურველ გადაწყვეტილებას. მოცემულ საქმეში, სადავო არ არის შპს ,,ს---------–-------------------ში“ მოსარჩელის ჩარიცხვის კანონიერება. კერძოდ, დგინდება, რომ მას 2006 წელს გავლილი აქვს ერთიანი ეროვნული გამოცდები, რის საფუძველზეც ჩაირიცხა ზემოხსენებულ დაწესებეულებაში. ამასთან, დგინდება, რომ მოსარჩელეს შპს ,,ს----------–-------------------ში“ შეწყვეტილი აქვს სტუდენტის სტატუსი და 2007 წლის 14 დეკემბრიდან ჩარიცხულია უნივერსიტეტ ,,მ–--------------ში“, სწორედ აღნიშნული დაწესებულების სამართლებრივი სტატუსი ქმნის დაბრკოლებას მისი დიპლომის ნამდვილობის დადასტურებისათვის. კერძოდ, ,,მ–-------------ის“ სამართლებრივი სტატუსი ვერ აკმაყოფილებს განსახილველ პერიოდში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებს. კერძოდ, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 88-ე მუხლის 11 პუნქტის შესაბამისად, ლიცენზირებული ან კანონით ლიცენზირებულად ჩათვლილი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ, 2005-2006 სასწავლო წლის დაწყებამდე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული, საგანმანათლებლო პროგრამის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი აღიარებულია სახელმწიფოს მიერ. ამ პერიოდის შემდგომ კი საგანმანათლებლო დაწესებულებას უნდა მიემართა უფლებამოსილი ორგანოსთვის ინსტიტუციური აკრედიტაციის მინიჭების მოთხოვნით, წინააღმდეგ შემთხვევაში მის მიერ განხორციელებული საქმიანობა არ იქნებოდა სახელმწიფოს მხრიდან აღიარებული. ამასთან, ამავე კანონის (განსახილველ პერიოდში მოქმედი რედაქცია) 63-ე მუხლის პირველი პუნქტი გამორიცხავს მოწინააღმდეგე მხარის კუთვნილი დიპლომის ნამდვილობის დადასტურების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას, რადგან სახეზე არ არის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის პირველის ოქტომბრის №98/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესის“ მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი შინაარსი. სსიპ განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკრედიტაციის საბჭოს 2007 წლის 22 ნოემბრის №6--- გადაწყვეტილებით, საქართველოს ა---–--------- მ-–------------------------ „მ–--------------ს“ უარი ეთქვა ინსტიტუციური აკრედიტაციის მინიჭებაზე, თუმცა იმ დროისათვის მოქმედი „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 66-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, მისი საგანმანათლებლო პროგრამები, კანონმდებლობით ჩარიცხული სტუდენტებისათვის, ჩაითვალა აკრედიტებულად 2009-2010 სასწავლო წლის დაწყებამდე. აღსანიშნავია, რომ ამ პერიოდისთვის (22 ნოემბრისთვის) მოსარჩელე ჯერ კიდევ არ წარმოადგენდა ამ დაწესებულების სტუდენტს, შესაბამისად, მასზე ვერ ვრცელდება 2009-2010 წლის სასწავლო წლამდე აღიარებული რეჟიმი. ამასთან, კვალიფიკაციაც მინიჭებულია აღნიშნული პერიოდის შემდგომ, 2010 წელს. რამდენადაც, სადავოა სწორედ არაღიარებულ რეჟიმში მიღებული განათლება და მის საფუძველზე არაღიარებულ რეჟიმში მინიჭებული კვალიფიკაცია, ცენტრი მიიჩნევს, რომ მინიჭებული კვალიფიკაციის, როგორც სამართლებრივი შედეგების მომტანი ქმედების, დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად მიჩნევა არ არის მართებული.
აპელანტს მიაჩნია, რომ სასამართლომ გადაწყვეტილების გამოტანისას დაარღვია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლი, რომელიც განსაზღვრავს აქტის ბათილად ცნობის პირობებს, რადგან ცენტრმა დაიცვა სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის გამოცემის ფრომალური და მატერიალური კანონიერება. შესაბამისად, ცენტრმა გადაწყვეტილება მიიღო კანონმდებლობის, მათ შორის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა სრული დაცვით.
აპელანტი მიიჩნევს, რომ სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ არის დასაბუთებული, რითიც დარღვეულია საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლითა და ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებული სამართლიანი სასამართლოს უფლება. ამასთანავე, სასამართლო მიუთითებს ყველა იმ ნორმაზე, რომლითაც იხელმძღვანელა ცენტრმა და რომლის საფუძველზეც გამოიცა სადავო აქტი.
აპელანტის მოსაზრებით, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, საქართველოს კონსტიტუციის 35-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტები. აპელანტი აღნიშნავს, სწორედ მითითებული კონსტიტუციური დანაწესის პრაქტიკულ რეალიზებას ემსახურება ცენტრის თითოეული ქმედება, კერძოდ, ცენტრის მიზანია, ყველას ჰქონდეს თანაბარ პირობებში განათლების მიღების უფლება, საბოლოოდ კი, ხარისხიანი განათლებით უზრუნველყოფილი იქნეს ქართული საგანმანათლებლო სისტემის ჰარმონიზაცია საერთაშრისო საგანმანათლებლო სივრცეში. ცენტრის მხრიდან არათუ დარღვეულია კონსტიტუციური დებულება, არამედ პირიქით, სრულად არის იგი დაცული. მხოლოდ ხარისხიანი, შესაბამისად კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით მიღებული განათლება წარმოედგენს სამართლით დაცულ სიკეთეს. ცენტრი, სწორედ ის ადმინისტრაციული ორგანოა, რომელსაც საკანონმდებლო დონეზე ევალება განათლების ხარისხის გაუმჯობესება, რაც ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გულისხმობს სფეროს მომწესრიგებელი კანონმდებლობის სრულყოფილ და ჯეროვან დაცვას. ზოგადად, ცენტრს არავისთვის აუკრძალავს (და ვერც აუკრძალავს) განათლების სასურველი ფორმით, სასურველ დაწესებულებაში მიღება, ეს ცხადია, კონკრეტული პირის არჩევანია, თუმცა, ის თუ რამდენად მოხდება ამ განათლების სახელმწიფო დონეზე აღიარება, ეს უკვე დამოკიდებულია კონკრეტულ საკანონმდებლო დანაწესებზე, რისი დაცვის უპირველესი ვალდებულებაც სწორედ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს აკისრია. სასამართლო ასევე უთითებს კონსტიტუციის მე-6 და მე-7 მუხლებზე, თუმცა ცენტრის ყოველი გადაწყვეტილება განპირობებულია განათლების უფლების ნამდვილი შინაარის გაზიარებისა და პრაქტიკული რეალიზების მოტივით, შესაბამისად, სახეზე არ არის უფლებით დაცულ სფეროში არამართლზომიერი ჩარევა.
აპელანტი თვლის, რომ სასამართლომ არასწორად განმარტა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №98/ნ ბრძანებით დამტკიცებული წესი. სასამართლოს გადაწყვეტილება წინააღმდეგობაშია აღნიშნული წესის ნორმებსა და მიზანთან, რადგან მითითებული წესის მოქმედების პირობებში ადმინისტრაციული ორგანო მოკლებულია საქმეზე სხვაგვარი რეაგირების შესაძლებლობას. მით უფრო, სასამართლო გადაწყვეტილება საერთოდ არ შეიცავს მსჯელობას გ-------------------–-ს კუთვნილი საგანმანათლებლო დოკუმენტის გამცემი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დიპლომში მითითებულ სწავლის პერიოდში საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების უფლებამოსილების საკითხის თაობაზე, რითიც უხეშად დაირღვა „წესის“ მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის სავალდებულო კრიტერიუმი, რომლის დადგენის მიზნებისთვისაც ცენტრი ამოწმებს საგანმანათლებლო დოკუმენტის გაცემის უფლებამოსილებას, სწავლის პერიოდისა და საგანმანათლებლო დოკუმენტის სახელმწიფო აღიარებას და ამ დოკუმენტში ასახული კვალიფიკაციის შესაბამისობას საქართველოში არსებულ კვალიფიკაციებთან.
სასამართლო სარჩელის დაკმაყოფილების არგუმენტად უთითებს იმ ფაქტს, რომ ვერ დადასტურდა შპს „მ–-------------ისათვის“ აკრედიტაციის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების სათანადო წესით გამოქვეყნება, რის გამოც, სასამართლო ვარაუდობს, რომ შესაძლოა მოსარჩელეს არ სცოდნოდა, რომ გადადიოდა არააკრედიტებულ დაწესებულებაში. აპელანტი აღნიშნავს, რომ ინსტიტუციური აკრედიტაციის ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში შემოღებისთანავე შესაბამისი სახელმწიფო უწყებების მხრიდან ყველა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს ეგზავნებოდათ კორესპონდენციები განათლების სისტემაში მიმდინარე სიახლეების შესახებ, აფრთხილებდნენ რა შედეგები შეიძლებოდა მოყოლოდა აკრედიტაციის გარეშე საქმინობას. შესაბამისად, თითოეული მათგანი ვალდებული იყო შესაბამისი ინფორმაცია მიეწოდებინათ თავიანთი სტუდენტებისათის, ხოლო აკრედიტაციის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდგომ არ მიეღოთ ახალი სტუდენტები. სახელმწიფო უწყებები ინდივიდუალურად თითოეულ სტუდენტს ვერ გააფრთხილებდა ამა თუ იმ დაწესებულების სამართლებრივი სტატუსის შესახებ, საკითხის არსიდან გამომდინარე. ზოგადად, იმ დაწესებეულების თაობაზე ინფორმაციის მოძიება, სადაც პირი იწყებს ან განაგრძობს სწავლას, თავად ამ პირის ვალდებულებაა. აღნიშნულის მოძიება კი შესაძლებელი იყო განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე. ეჭვი იმის თაობაზე, კონკრეტულად მოსარჩელე იყო თუ არა ინფორმირებული შპს ,,მ–-------------ის“ აკრედიტაციის უქონლობის შესახებ ვერ გახდებოდა მისი სასარგებლო გადაწყვეტილების გამოტანის საფუძველი, მაშინ, როდესაც, სახეზე იყო არსებული სახის აქტის მიღების წინაპირობები.
სააპელაციო საჩივარში მითითებულია, რომ სასამართლომ არასწორად განმარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილებით გარანტირებული კანონიერი ნდობის პრინციპის არსი და მნიშვნელობა. აპელანტი აღნიშნავს, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლი ვრცელდება სწორედ იმ შემთხვევაზე, როდესაც ადმინისტრაციული ორგანო (ცენტრი) ბათილად ცნობს თავის მიერ გამოცემულ აღმჭურველ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმის შესახებ აქტი არ წარმოადგენს აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებას. აღნიშნული ნორმის გამოყენების საფუძველი იარსებებდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმის შესახებ ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება ბათილად ცნობდა მოსარჩელის მიმართ ადრე გამოცემულ აქტს, რომლითაც იგი აღიჭურვა გარკვეული უფლებით ან რომლითაც მან მიიღო სარგებელი. ამდენად, მოცემულ შემთხვევაზე ვერ გავრცელდება კანონიერი ნდობის დაცვითი ფუნქცია. ამასთან, დაინტერესებული მხარის კანონიერი ნდობა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ ვერ იარსებებს იმ შემთხვევაში, როდესაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არსებითად არღვევს სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა პირის კანონიერ უფლებებს ან ინტერესებს. სახელმწიფოსა და საზოგადოების უფლებებისა და ინტერესების დარღვევაზე კი მეტყველებს ინსტიტუციური აკრედიტაციის გარეშე უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების ფაქტი. ინსტიტუციურ აკრედიტაციას დაქვემდებარებული საგანმანათლებლო საქმიანობისადმი სახელმწიფოსა და საზოგადოებას გააჩნია მომეტებული ინტერესი, ვინაიდან ინსტიტუციური აკრედიტაციის გავლის გარეშე განხორციელებული საგანმანათლებლო მომსახურების შედეგად გაცემულ უმაღლესი განათლების დიპლომს არ ცნობდა სახელმწიფო და მსგავს დიპლომს სახელმწიფო არ უკავშირებდა იმ სამართლებრივ შედეგებს, რომლებიც გამომდინარეობდა სახელმწიფოს მხრიდან აღიარებული უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტებიდან - დიპლომებიდან. კანონიერი ნდობა წარმოადგენს მატერიალურ-სამართლებრივ ინსტიტუტს. იგი ადმინისტრაციული ორგანოსათვის განკუთვნილი ინსტრუმენტია. მხოლოდ ადმინისტრაციული ორგანოა უფლებამოსილი თავისი მმართველობითი ღონისძიების განხორციელების დროს უზრუნველყოს კანონიერი ნდობისა და კანონიერების პრინციპების შეპირისპირება და მისი უფლებამოსილების ფარგლებში შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება. ამდენად, აპელანტის მოსაზრებით, გაუმართლებელია სასამართლოს მხრიდან კანონიერი ნდობის ინსტიტუტის გამოყენება პროცესუალური ინსტიტუტის სახით, ცენტრის დისკრეციაში უხეში ჩარევის ფორმით.
სააპელაციო საჩივრის ავტორის მითითებით, სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა. კერძოდ, საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლი, რომლითაც განმტკიცებულია კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპი. აკრედიტაციასთან დაკავშირებული კანონმდებლობის მოთხოვნების შეუსრულებლობის პირობებში განხორციელებული საქმიანობის შედეგად პირისათვის კვალიფიკაციის მინიჭება და დიპლომის გაცემა არღვევს სხვა პირთა (ანალოგიური სპეციალობის საგანმანათლებლო პროგრამის კურსდამთავრებული ის პირები, რომლებმაც სწავლა დაასრულეს იმავე ან ანალოგიურ საგანმანათლებლო დაწესებულებაში საგანმანათლებლო პროგრამის აღიარების რეჟიმში და მოიპოვეს სახელმწიფოს მხრიდან აღიარებული უმაღლესი განათლების დიპლომის მიღების უფლება ან ანალოგიური სპეციალობის საგანმანათლებლო პროგრამის ამავე ან სხვა საგანმანათლებლო დაწესებულების ის სტუდენტები, რომელთაც არ მიეცათ სახელმწიფოს მხრიდან აღიარებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა ან რომლებმაც ვერ მოიპოვეს სახელმწიფოს მხრიდან აღიარებული უმაღლესი განათლების დიპლომის მიღების უფლება) უფლებებს, რა დროსაც ვერ ხორციელდება ყველასათვის თანაბარი უფლების რეალიზაცია. არათანასწორი მოპყრობის პირობებში ადგილი აქვს მნიშვნელოვნად თანასწორისადმი თვითნებურად უთანასწოროდ ან მნიშვნელოვნად უთანასწოროსადმი თვითნებურად თანასწორად მოპყრობას. აღნიშნულიდან გამომდინარე, თანასწორობის პრინციპის დარღვევად ჩაითვლება სახელმწიფოს მხრიდან კანონის ნორმის ადრესატთა ერთი ჯგუფისადმი ადრესატთა მეორე ჯგუფთან შედარებით განსხვავებულად მოპყრობა იმის მიუხედავად, რომ ჯგუფებს შორის არ არსებობს ისეთი მასშტაბის განსხვავება, რომლითაც შეიძლება გამართლებული იქნეს უთანასწორო მოპყრობა.
გარდა ზემოაღნიშნულისა, აპელანტი მიუთითებს, რომ არ დაკმაყოფილდა ცენტრის შუამდგომლობა საქმის განმხილველი მოსამართლის აცილების თაობაზე. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 31-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოსამართლემ არ შეიძლება განიხილოს საქმე ან მონაწილეობა მიიღოს საქმის განხილვაში, თუ ის პირადად, პირდაპირ ან არაპირდაპირ დაინტერესებულია საქმის შედეგით, ან თუ არის სხვა ისეთი გარემოება, რომელიც ეჭვს იწვევს მის მიუკერძოებლობაში. მოცემულ საქმეზე მოსარჩელე შეიძლება არ წარმოადგენდა მოსამართლის ახლო ნათესავს ან სხვა ისეთ პირს, ვისთანაც იგი იმყოფებოდა ახლო ურთიერთობაში, თუმცა არსებობს სხვა ისეთი საფუძვლიანი გარემოებები, რომლებიც ეჭვს იწვევს საქმის განმხილველი მოსამართლის მიუკერძოებლობაში. კერძოდ, ცენტრმა უარი უთხრა საქმის განმხილველ მოსამართლეს კუთვნილი დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე, რაც გასაჩივრდა სასამართლოს წესით. ამდენად, აპელანტის მოსაზრებით, მოსამართლე ნ------------ესთან უკვე არსებული პირადი დავიდან გამომდინარე, არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი იმისა, რომ მისი, როგორც მოსამართლის, მხრიდან ხორციელდება დისკრიმინაციული, სუბიექტური და ტენდენციური გადაწყვეტილებების მიღება ცენტრის მონაწილეობით მის წარმოებაში არსებული დავების მიმართ.
ცენტრის პოზიციით, მოსამართლე ნ------------ე ცდილობს სუბიექტური გადაწყვეტილებების მიღებას, რაც ემსახურება არა მხოლოდ მხარის დისკრედიტაციას, არამედ ხელს უწყობს ისეთი პრაქტიკის დამკვიდრებას, რომელიც მიმართულია მთლიანად განათლების სისტემის დაკნინებისა და სახელმწიფოში ნორმალური საგანმანათლებლო რეჟიმის ფუნქციონირების ხელშეშლისკენ. აღნიშნულს ცხადყოფს მის მიერ მიღებული კონკრეტული გადაწყვეტილებები საქმეებზე N3--------, N3--------. (N3-------- საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების ფარგლებში თბილისის სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა ცენტრის სააპელაციო საჩივარი და განმარტა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე მიღებული განათლება ვერ ჩაითვლება უცხოეთში მიღებულ განათლებად).
ცენტრი აღნიშნავს, რომ მოსამართლის აცილების ინსტიტუტი ემსახურება მართლმსაჯულების სამართლიანად განხორციელების, დამოუკიდებელი და კანონიერი გადაწყვეტილებების მიღების მიზნებს. შესაბამისად, ყველას, ვისაც გაუჩნდება ამგვარი საფუძვლიანი ეჭვი, უფლება აქვს ისარგებლოს მისი უფლებების დაცვისთვის კანონმდებლობით გათვალისწინებული აცილების ინსტიტუტით, რათა თავიდან იქნეს აცილებული მოსალოდნელი რისკები სუბიექტური/მიკერძოებული გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში.
ცენტრი აღნიშნავს, რომ კონკრეტული საკითხის მიმართ არსებობს სასამართლოს არაერთი გადაწყვეტილება, სადაც გამორიცხულია კანონიერი ნდობა პირის მიერ უკანონოდ განხორციელებული ქმედების მიმართ. შესაბამისად, არსებობს მხოლოდ მოსამართლის - ნ------------ის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს კანონმდებლობას, ასევე სასამართლოს პრაქტიკას. სწორედ ამიტომ, ცენტრს მიაჩნია, რომ აცილების შუამდგომლობა მოსამართლის ნ------------ის მიმართ დასაბუთებულია. მით უფრო, როდესაც კონკრეტული მოსარჩელის საქმეში არ არსებობდა ისეთი მტკიცებულბები, რომელთა საფუძველზეც შესაძლოა მოსამართლეს ჩამოყალიბებოდა იმგვარი შინაგანი რწმენა, რაც განაპირობებდა სარჩელის დაკმაყოფილებას.
რაც შეეხება N3-------- საქმეს, მოსამართლის მხრიდან ადგილი ჰქონდა საქმის სუბიექტური და ტენდენციური მიზნებიდან გამომდინარე გაჭიანურების ფაქტს. მოცემულ საქმეში სასამართლო გასცდა თავისი უფლებამოსილების ფარგლებს და მოქმედებდა ცენტრის მიმართ დისკრიმინაციული დამოკიდებულების ფარგლებში, სადაც არ ხდებოდა ადმინისტრაციული ორგანოს რესურსის გათვალისწინება და მოსარჩელის მიმართ რეკომენდაცია/კონსულტაციების გაწევის მიზნით ჭიანურდებოდა პროცესი. ამასთანავე, მოსამართლემ განმარტა, რომ მისი მიზანი იყო შესაბამისი მოპასუხე განესაზღვრა აღნიშნულ დავაში. ე.ი. მოსამართლე ცდილობდა საქმეში მოპასუხედ ჩაერთო ის ადმინისტრაციული ორგანო, რომელიც აღნიშნულ საქმეში არ წარმოადგენდა მხარეს.
შესაბამისად, ცენტრს მიაჩნია, რომ სახეზე იყო იმგვარი ფაქტობრივი გარემოებები, რაც იწვევდა მოსამართლის მიუკერძოებლობაში ეჭვს, შესაბამისად, არსებობდა შუამდგომლობის დაკმაყოფილების საფუძვლები. ამდენად, ცენტრი ასაჩივრებს საქმის განმხილველი მოსამართლის აცილებაზე უარის თქმის თაობაზე მიღებულ 2018 წლის 26 ივნისის საოქმო განჩინებასაც.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:
4.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
4.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
4.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს, საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
4.4. გ-------------------–-, 2006 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის საფუძველზე, შპს „ს----------–-------------------ის“ 2006 წლის 15 სექტემბრის N------ ბრძანების თანახმად, ჩაირიცხა შპს „ს----------–-------------------ის“ ი-------------------–--------------------------------–ის ბაკალავრიატში.
საქმეში წარმოდგენილია შპს „ს----------–-------------------ის“ 2007 წლის 8 დეკემბრის N------- ცნობა, რომლის თანახმად, გ-------------------–- 2006-2007 და 2007-2008 სასწავლო წლებში გადიოდა სხვადასხვა საგანს.
4.5. ს----------–--------–------------–-------------–--–--სთან არსებული უნივერსიტეტის „მ–-------------ის“ რექტორის 2007 წლის 14 დეკემბრის N-- ბრძანების თანახმად, გ-------------------–- ჩარიცხულ იქნა ს----------–--------–------------–-------------–--–--სთან არსებული უნივერსიტეტის „მ–-------------ის“ ბ------ ფაკულტეტის ბაკალავრიატის მე-2 კურსზე.
მ–-------------ის რექტორის გაცემული ცნობით დგინდება, რომ გ-------------------–მა 2007 წლის 20-22 დეკემბერს ჩააბარა დამატებითი საგნები.
4.6. 2010 წლის 28 სექტემბერს შპს „მ–-------------ის“ მიერ გ-------------------–-ს სახელზე გაიცა ბაკალავრის დიპლომი M----------, რომლის თანახმად, ბ------ის ფაკულტეტის 2010 წლის 21 ივნისის N-- გადაწყვეტილებით გ-------------------–ს მიენიჭა ბ------ის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი ს---------------------------------------------- სპეციალობით, დიპლომის სარეგისტრაციო N---.
4.7. შპს „ს---ს“ დირექტორის განცხადების თანახმად, გ-------------------–- 2010 წლის სექტემბრიდან 2017 წლის თებერვლამდე მუშაობდა შპს „ს--“ – (T----------)-ში კ----------------–----–-----------------------ის პოზიციაზე. განცხადებაში ასევე აღინიშნა, რომ გ-------------------–-ს სამსახურში აყვანისას ერთ-ერთ წინაპირობას წარმოადგენდა უმაღლესი განათლება, რასთან დაკავშირებითაც დამსაქმებელი დაეყრდნო გ-------------------–-ს მიერ წარმოდგენილ დიპლომს, რადგან მასში ეჭვის შეტანის საფუძველი არ გააჩნდათ.
4.8. 2018 წლის 12 მარტს გ-------------------–მა განცხადებით მიმართა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს და მოითხოვა მის სახელზე გაცემული M---------- დიპლომის ნამდვილობის დადასტურება.
სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 12 აპრილის №M---------------- გადაწყვეტილებით გ-------------------–ს უარი ეთქვა M---------- დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე.
სამართლებრივი დასაბუთება
4.9. სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით; მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები; თავის მხრივ, აპელანტმა სააპელაციო საჩივარში ვერ გააქარწყლა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გაკეთებული სამართლებრივი დასკვნები, ვერ მიუთითა და ვერ წარმოადგინა ისეთი არგუმენტები, რომლებზე დაყრდნობითაც შესაძლებელი იქნებოდა საქმეზე დადგენილი ფაქტების სხვაგვარი სამართლებრივი შეფასება.
4.10. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა ან გამოცემის წესის არსებით დარვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
მოცემულ შემთხვევაში უნდა დადგინდეს გასაჩივრებული, სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის 2018 წლის 12 აპრილის №M---------------- გადაწყვეტილების შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან. აღნიშნული მოთხოვნის კანონიერებას უკავშირდება მოპასუხისთვის შპს „მ–-------------ის“ მიერ გ-------------------–-ს სახელზე გაცემული M---------- დიპპლიმის ნამდვილობის დადასტურების თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების საკითხის გადაწყვეტაც.
4.11. ,,განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მიზანს განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობის მექანიზმების სამართლებრივი საფუძვლების განსაზღვრა წარმოადგენს, რომლის მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ადგენს, რომ განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობის მიზნით იქმნება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, რომელიც ამავე კანონის მე-5 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, უზრუნველყოფს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებას.
მითითებული საკანონმდებლო აქტით საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების უფლებამოსილება მიენიჭა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრს, ამავე კანონის 25-ე მუხლით კი განისაზღვრა ამ საჯარო უფლებამოსილების განხორციელების ფარგლები, კერძოდ, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისას ცენტრი ადგენს პირის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის სრულად ან ნაწილობრივ გავლის, აგრეთვე მისთვის კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ სათანადო დოკუმენტის გაცემის ფაქტს და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან მათ შესაბამისობას.
4.12. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ 2010 წლის 1 ოქტომბრის №98/ნ ბრძანებით დამტკიცებულ იქნა ,,საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესი”, რომლის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესი არეგულირებს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების (გარდა ლეგალიზაციისა და აპოსტილით დამოწმებისა), უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების, ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული პირების მიერ მიღებული უმაღლესი განათლების სახელმწიფო აღიარებისა და ლტოლვილებისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირების – დევნილების, ასევე ლიკვიდირებულ ან საგანმანათლებლო საქმიანობაშეწყვეტილ დაწესებულებაში განათლებამიღებული იმ პირების, რომლებიც ვერ ახერხებენ თავიანთი განათლების ან კვალიფიკაციის დადასტურებას, განათლების აღიარების პირობებსა და პროცედურას.
4.13. ამავე წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტი განსაზღვრავს, რომ საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების ობიექტია უმაღლესი და პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი – დიპლომი და ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი; იმავე მუხლის მე-3 პუნქტი კი მიუთითებს, რომ საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების მიზნით, პირის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის გავლისა და პირისათვის კვალიფიკაციის მინიჭების თაობაზე სათანადო დოკუმენტის გაცემის ფაქტს ადასტურებს პირის სახელზე გაცემული ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტი, ხოლო საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის დროს ცენტრი ამოწმებს საგანმანათლებლო დოკუმენტის გაცემის უფლებამოსილებას, სწავლის პერიოდისა და საგანმანათლებლო დოკუმენტის სახელმწიფო აღიარებას და ამ დოკუმენტში ასახული კვალიფიკაციის შესაბამისობას საქართველოში არსებულ კვალიფიკაციებთან. ნამდვილობის დადასტურების დროს ცენტრი ადგენს პირისათვის მინიჭებულ კვალიფიკაციას/პირის მიერ მიღებული განათლების კონკრეტულ კვალიფიკაციასთან გათანაბრების საკითხს.
4.14. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ ბრძანების იმავე მუხლის მე-4 პუნქტი განსხვავებულ წესს ადგენს 2005 წლიდან უმაღლეს დაწესებულებაში ჩარიცხული პირების მიერ მიღებული უმაღლესი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურებისთვის, რაც, ცხადია, უკავშირდება ამ პერიოდიდან განათლების მარეგულირებელი ახალი წესრიგის შემოღებას, კერძოდ, მე-4 პუნქტი მიუთითებს, რომ 2005 წლიდან უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული პირების მიერ მიღებული უმაღლესი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის - დიპლომის ნამდვილობის დადასტურებისას ცენტრი დამატებით ამოწმებს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პირის კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩარიცხვის ფაქტსა და საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის მონაცემებით გადამოწმებად სხვა ინფორმაციას. იმავე წესის მე-3 მუხლის მე-5 პუნქტი კი ადგენს, რომ ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმის საფუძველი არ შეიძლება გახდეს გარემოება, რომლის დროსაც ცენტრი მოკლებულია შესაძლებლობას, დაადგინოს პირის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მიღებული უმაღლესი განათლების დიპლომის უმაღლესი განათლების შესაბამისი საფეხურის დიპლომთან გათანაბრების საკითხი.
4.15. მაშასადამე, დიპლომის ნამდვილობის საკითხის გადაწყვეტისთვის ცენტრმა უნდა შეამოწმოს, არსებობს თუ არა პირის სახელზე გაცემული დიპლომი, რაც თავისთავად ადასტურებს პირის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის გავლისა და პირისათვის კვალიფიკაციის მინიჭების თაობაზე სათანადო დოკუმენტის გაცემის ფაქტს, შეამოწმოს საგანმანათლებლო დოკუმენტის გაცემის უფლებამოსილება, საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით შეამოწმოს სწავლის პერიოდის, საგანმანათლებლო დოკუმენტის სახელმწიფო აღიარება და ამ დოკუმენტში ასახული კვალიფიკაციის შესაბამისობა საქართველოში არსებულ კვალიფიკაციებთან, დაადგინოს პირისათვის მინიჭებული კვალიფიკაციის პირის მიერ მიღებული განათლების კონკრეტულ კვალიფიკაციასთან გათანაბრების საკითხი. მითითებული ნორმა განსაზღვრავს უფლებამოსილების კონკრეტულ ფარგლებს, თუ რა საკითხები უნდა გამოიკვლიოს და დაადგინოს ცენტრმა დიპლომის ნამდვილობის საკითხის გადაწყვეტისას.
4.16. ,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონი განმარტავს და მიუთითებს, რა წესით გაცემულ საგანმანათლებლო პროგრამის გავლის დამადასტურებელ დოკუმენტს მიიჩნევს სახელმწიფო აღიარებულად. კანონის მე-2 მუხლის ,,ო” ქვეპუნქტის მიხედვით, დიპლომი არის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მინიჭებული კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი, აგრეთვე საქართველოს ან/და უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ ერთობლივად მინიჭებული კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი; ამავე მუხლის ,,ღ2” ქვეპუნქტის შესაბამისად, კვალიფიკაცია არის სწავლის შედეგი, რომელიც მიიღწევა უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის დაძლევით და დასტურდება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული დიპლომით ან სერტიფიკატით, აგრეთვე სწავლის შედეგი, რომელიც მიიღწევა ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის დაძლევით და დასტურდება საქართველოს ან/და უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ ერთობლივად გაცემული დიპლომით/დიპლომებით ან სერტიფიკატით.
4.17. საგულისხმოა, რომ ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის გარდამავალ დებულებებით, კერძოდ, 88-ე მუხლის 11 პუნქტით განისაზღვრა, რომ ლიცენზირებული ან კანონით ლიცენზირებულად ჩათვლილი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ 2005–2006 სასწავლო წლის დაწყებამდე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული, საგანმანათლებლო პროგრამის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი აღიარებულია სახელმწიფოს მიერ, ამ დაწესებულების აკრედიტაციის მიუხედავად. ამავე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად კი, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა აკრედიტაციის საბჭოს დებულებისა და პერსონალური შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 20 ივლისის №418 ბრძანებულების შესაბამისად აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები ჩაითვალონ ამ კანონის შესაბამისი ინსტიტუციური აკრედიტაციის მქონედ 2007−2008 სასწავლო წლის დაწყებამდე. სახელმწიფოს მიერ აღიარებულად ჩაითვალოს იმ დაწესებულების სტუდენტებზე 2007−2008 სასწავლო წლის დაწყებამდე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული, საგანმანათლებლო პროგრამის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელთაც ზემოაღნიშნული ბრძანებულების შესაბამისად უარი ეთქვათ აკრედიტაციის მინიჭებაზე.
4.18. სააპელაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 66-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, „მ–-------------ის“ საგანმანათლებლო პროგრამები კანონმდებლობით ჩარიცხული სტუდენტებისათვის ჩაითვალა აკრედიტებულად 2009-2010 სასწავლი წლის დაწყებამდე. ამასთან, ამავე კანონის 89-ე მუხლის 23-ე და 231 მუხლების თანახმად, 2010 წლის 1 სექტემბრიდან 10 დღის ვადაში ყველა ლიცენზირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, გარდა აკრედიტებული ან 2010 წლის 1 სექტემბრამდე მოქმედი ამ კანონის 661 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ახალდაფუძნებული ლიცენზირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა, ვალდებულია საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს წარუდგინოს ამ დაწესებულებაში ჩარიცხულ პირთა სია (როგორც ბეჭდური, ისეელექტრონული ფორმით ). ამ მუხლის 23-ე პუნქტით გათვალისწინებულ ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხულ პირთა სიაში მითითებული პირი უფლებამოსილია სწავლა გააგრძელოს იმ ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, რომელსაც განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში წარდგენილი აქვს ამ დაწესებულებაში ჩარიცხულ პირთა სია. აღსანიშნავია, რომ გ-------------------–ს ბ------ის ფაკულტეტის 2010 წლის 21 ივნისის N-- გადაწყვეტილებით მიენიჭა ბ------ის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი ს---------------------------------------------- სპეციალობით, ხოლო 2010 წლის 28 სექტემბერს შპს „მ–-------------ის“ მიერ გ-------------------–-ს სახელზე გაიცა ბაკალავრის M---------- დიპლომი. შესაბამისად, გ-------------------–ს აღნიშნული ნორმების ამოქმედების დროისათვის უკვე მინიჭებული ჰქონდა კვალიფიკაცია. ამდენად, იგი მ–-------------ის მიერ 2010 წლის სექტემბრის თვეში წარდგენილ ჩარიცხულ პირთა სიაში ვერ მოხვდებოდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ხსენებული ნორმები სადავო საკითხის მოსარჩელის საწინააღმდეგოდ გადაწყვეტის საფუძვლად გამოყენებული ვერ იქნება, ვინაიდან აღნიშნული ნორმები ამოქმედდა გ-------------------–-ს მიერ სასწავლო პროცესის დასრულების შემდეგ. ამასთანავე, მნიშვნელოვანია, რომ გ-------------------–მა სწავლა დაიწყო კანონით დადგენილი წესით. კერძოდ, გ-------------------–-, 2006 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის საფუძველზე, შპს „ს----------–-------------------ის“ 2006 წლის 15 სექტემბრის N------ ბრძანების თანახმად, ჩაირიცხა შპს „ს----------–-------------------ის“ ი-------------------–--------------------------------–ის ბაკალავრიატში.
4.19. გარდა ზემოაღნიშნულისა, სააპელაციო სასამართლო თვლის, რომ მოსარჩელეს წარმოეშვა კანონიერი ნდობა მის სახელზე გაცემული დიპლომის და იმ სამართლებრივი შედეგების მიმართ, რაც დადგა აღნიშნული დიპლომის გამოყენებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, კანონიერი ნდობის კონსტიტუციურ მახასიათებელს წარმოადგენს დამდგარი სამართლებრივი შედეგის სტაბილურობის გარანტირება. აღნიშნული თვალსაზრისით განმსაზღვრელია სწორედ ის გარემოება, რომ მოსარჩელემ მისი პროფესიული კარიერა დაგეგმა და განავითარა სწორედ გაცემული დიპლომით გათვალისწინებული სპეციალობის გათვალისწინებით. აღნიშნული კი, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, ქმნის იმის მტკიცების საკმარის საფუძველს, რომ მას აქვს კანონიერი ნდობა გაცემული დიპლომის მიმართ და ეს ნდობა არის დაცვის ღირსი, წინააღმდეგ შემთხვევაში ყველა ის იურიდიული შედეგი, რაც დადგა დიპლომის მოსარჩელის მხრიდან მართლზომიერად გამოყენების გზით, ხდება სათუო, ხოლო საფუძველი იმისი, რომ არსებობს ამ რისკების დაშვების მაღალი სახელმწიფოებრივი ან საზოგადოებრივი ინტერესი, განსახილველ საქმეში არ იკვეთება. ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის კერძო ინტერესი - გააჩნდეს უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (დიპლომი), შესაბამისი კვალიფიკაცია, შეძლოს პროფესიით მუშაობა, განახორციელოს როგორც საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული განათლების მიღების, ისე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის დამატებითი ოქმით გარანტირებული განათლების უფლების რეალიზაცია არის უპირატესი იმ საჯარო ინტერესთან შედარებით, რომელიც გულისხმობს მხოლოდ განსახილველი საკითხის მომწესრიგებელი მატერიალური კანონმდებლობის ფორმალურ დაცვას.
4.20. სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, მოსარჩელის მხრიდან პროფესიული თვალსაზრისით მიღწეული შედეგები იძლევა იმის მტკიცების საფუძველს, რომ უმაღლესი განათლების მიზანი - კვალიფიკაცია - მოსარჩელესთან მიმართებაში დადასტურებულია, რაც კანონიერი ნდობისა და საქმის ობიექტურად გადაწყვეტის პრინციპების გათვალისწინებით პირველი ინსტანციის სასამართლოს აძლევდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე და უცვლელად დარჩეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
4.21. რაც შეეხება მოსამართლის აცილების შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 26 ივნისის საოქმო განჩინების კანონიერებას, მოსამართლის საქმის განხილვისაგან აცილების საფუძვლებს განსაზღვრავს საქართველოს სასამოქალაქო საპროცესო კოდექსის 29-ე-31-ე მუხლები. მითითებული კოდექსის 31-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტის მიხედვით, მოსამართლემ არ შეიძლება განიხილოს საქმე ან მონაწილეობა მიიღოს საქმის განხილვაში, თუ ის პირადად, პირდაპირ ან არაპირდაპირ დაინტერესებულია საქმის შედეგით, ან თუ არის სხვა ისეთი გარემოება, რომელიც ეჭვს იწვევს მის მიუკერძოებლობაში. იმავე კოდექსის 33-ე მუხლის მიხედვით, მხარეებს შეუძლიათ წერილობით განაცხადონ აცილება. განცხადება აცილების შესახებ მოტივირებულ უნდა იქნეს და გაკეთდეს საქმის წინასწარი სასამართლო განხილვისათვის მომზადების დროს. აცილების თაობაზე შემდგომი განცხადება დაიშვება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აცილების საფუძველი იმ პირისათვის, რომელიც აცილებას მოითხოვს, ცნობილი გახდა ან წარმოიშვა მთავარი სხდომის დაწყების შემდეგ. ასეთ შემთხვევაში განცხადება აცილების შესახებ დასაშვებია მხარეთა პაექრობამდე.
„საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია მხარის უფლება სასამართლოს შემადგენლობის აცილების თაობაზე, რაც უზრუნველყოფს ზოგადად მართლმსაჯულების განმახორციელებელი ხელისუფლებისა და მოსამართლეების მიკერძოების თავიდან აცილების გარანტიას, სამართალწარმოებაში სასამართლოსადმი მხარეების მაღალი ნდობის დაცვის ვალდებულებას. აცილების ინსტიტუტი სამართლიანი სასამართლოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსი პირდაპირ და ამომწურავად ადგენს იმ საფუძვლებს, რომელთა არსებობის შემთხვევაში აცილების მოთხოვნა კანონიერია, შესაბამისად, მოსამართლის აცილების მოთხოვნის საპროცესო უფლების არსებობა არ გულისხმობს მის უპირობო დაკმაყოფილებას.“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 28 მაისის განჩინება საქმეზე №ბს-154-147 (კს-13)).
სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ მხარის შუამდგომლობა მოსამართლის აცილების თაობაზე უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ და არგუმენტირებულ, კანონისმიერ საფუძვლებს, განმცხადებლის არგუმენტები კი უსაფუძვლოა. ფაქტობრივად მოპასუხე მიუთითებს სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების სასამართლო პრაქტიკასთან შეუსაბამობის მოტივით მოსამართლის მიკერძოებულობაზე. პალატა განმარტავს, რომ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერება მოწმდება ზემდგომი ინსტანციის სასამართლოთა მიერ და მხარისთვის არასასურველი შედეგის მქონე გადაწყვეტილების მიღება ავტომატურად არ ნიშნავს, რომ მოსამართლე იყო ტენდენციური, არაობიექტური და რომ იგი ყველა მსგავს დავაზე აცილებული უნდა იქნას. რამდენადაც სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ აპელანტმა ვერ დაადასტურა აცილების საფუძვლების არსებობა, მოსამართლის მიკერძოებულობა, არ არსებობს დასაბუთებული ეჭვი საქმის განხილვის შედეგის მიმართ მოსამართლის დაინტერესებასთან ან/და მოსამართლის მიუკერძოებლობასთან მიმართებით, მოპასუხის მიერ განცხადებაში მითითებული გარემოებები არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს საქმის განხილვის შედეგის მიმართ მოსამართლის დაინტერესებაზე მიმანიშნებელ გარემოებად. ამრიგად, არ არსებობს სადავო საოქმო განჩინების გაუქმების საფუძვლები.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, წარმოდგენილი მტკიცებულებების, დასახელებული ნორმების ურთიერთშეჯერებისა და ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი, რის გამოც არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები. შესაბამისად, უცვლელად უნდა დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
6. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, აპელანტის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 150 ლარი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 390-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილება;
3. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 26 ივნისის საოქმო განჩინება მოსამართლის აცილებაზე უარის თქმის შესახებ;
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში.
თავმჯდომარე გიორგი ტყავაძე
მოსამართლეები თამარ ონიანი
მანანა ჩოხელი