სს „თელიანი ველი“-ს აქციონერთა მორიგი საერთო კრების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა
სააქციო საზოგადოება „თელიანი ველის” აქციონერთა მორიგი საერთო კრების მოწვევის შესახებ
2012 წლის 30 მაისს, დღის 18:00 საათზე, თბილისში, მარშალ გელოვანის გამზირი №2-ში მოწვეულია სააქციო საზოგადოება „თელიანი ველის” აქციონერთა მორიგი საერთო კრება.
სააქციო საზოგადოება „თელიანის ველის” სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებით, საერთო კრების სააღრიცხვო თარიღად დადგენილია 2012 წლის 26 აპრილი.
დღის წესრიგი:
1. 2011 წლის წლიური ანგარიში:
ა) დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ ჩატარებული 2011 წლის წლიური ფინანსური შედეგების წარმოდგენა;
ბ) მოგების განაწილების შესახებ გადაწყვეტილების მიღება.
2. გენერალური დირექტორის ანგარიშის დამტკიცება;
3. ამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობაში ცვლილებების განხორციელება;
4. სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა რაოდენობის შემცირება და შესაბამისი ცვლილებების შეტანა წესდებაში;
5. სხვადასხვა.
რეკომენდაციები
დღის წესრიგის პირველ საკითხთან დაკავშირებით:
დამტკიცდეს 2011 წლის წლიური ანგარიში
დღის წესრიგის მეორე საკითხთან დაკავშირებით:
დამტკიცდეს გენერალური დირექტორის 2011 წლის ანგარიში
დღის წესრიგის მესამე საკითხთან დაკავშირებით:
შევიდეს ცვლილება სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობაში, კერძოდ, სამეთვალყურეო საბჭოს წევრობიდან პირადი განცხადების საფუძველზე გამოწვეულ იქნენ ბატონები: პოლ როძიანკო და ავთო ნამიჩეიშვილი. აღნიშნული ცვლილების საფუძველზე სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობა განისაზღვროს შემდეგი სახით:
• გიორგი ვახტანგიშვილი
• ირაკლი ბურდილაძე
• მურთაზ კიკორია
• დავიდ ოსტბი
• სტივენ იაროსლავ გორელიკი.
დღის წესრიგის მეოთხე საკითხთან დაკავშირებით:
შემცირდეს სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა რაოდენობა. კერძოდ, არსებული 7 წევრის ნაცვლად განისაზღვროს 5 წევრით.
შევიდეს შესაბამისი ცვლილება წესდების 8.1. პუნქტში და დამტკიცდეს ახალი რედაქციით.
სს „თელიანი ველის” აქციონერთა მორიგი საერთო კრება გაიმართება მისამართზე: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი №2, მე-5 სართული. აქციონერთა რეგისტრაცია დაიწყება 2012 წლის 30 მაისს, 17:00 საათზე. სააქციო საზოგადოება „თელიანი ველის” მორიგ საერთო კრებაში მონაწილეობის უფლება შეიძლება გადამოწმებულ იქნეს სააქციო საზოგადოება „თელიანი ველის” აქციების რეგისტრატორთან სს „კავკასრეესტრში” 2012 წლის 20 მაისიდან შემდეგ მისამართზე: საქართველო, ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. №74ა.
გენერალური დირექტორი ს მოვალეობის შემსრულებელი კ . ჭანტურია