„I კლასის შენობა-ნაგებობათა განთავსება/მშენებლობის შესახებ“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 3 ოქტომბრის №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №18
2012 წლის 7 მაისი
დ აბა ჩხოროწყუ
„I კლასის შენობა-ნაგებობათა განთავსება/მშენებლობის შესახებ“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 3 ოქტომბრის №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად,ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
მუხლი 1. შეტანილ იქნ ე ს „I კლასის შენობა-ნაგებობათა განთავსება/მშენებლობის შესახებ“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 3 ოქტომბრის №22 დადგენილებაში შემდეგი ცვლილებ ა (სსმ ვებ-გვერდი 17.10.2011 წელი, 330120000.35.107.016064):
1. დადგენილების მეორე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე I კლასს დაქვემდებარებულ შენობა-ნაგებობათა განთავსებისთვის/მშენებლობისთვის მშენებლობის ნებართვის აღება სავალდებულოა (გარდა „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 65-ე მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტისა და ასევე გადაუდებლობის შემთხვევაში შენობა-ნაგებობის დროებითი გამაგრების სამუშაოებისა), თუ ასაშენებელი/დემონტაჟისთვის განკუთვნილი შენობა-ნაგებობა მდებარეობს:
ა) ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ამ დადგენილების №1 დანართით გათვალისწინებულ ზონაში;
ბ) „საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 27 მაისის №287 ბრძანებულებით განსაზღვრული საქართველოს, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გამავალი, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ორივე მხარეს მიმდებარე 50-მეტრიან ზოლში;
გ) ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამ ზონებში შენობა-ნაგებობის მშენებლობა/მონტაჟი აკრძალულია ან შეზღუდულია „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონით);
დ) ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ „საქართველოს კურორტებისა და საკურორტო ადგილების ნუსხის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 22 ივლისის №655 ბრძანებულებით განსაზღვრულ კურორტებსა და საკურორტო ადგილებში.“.
მუხლი 2. ეს დადგენილება ამოქმედდეს კანომდებლობით დადგენილი წესით გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე გ. ლემონჯავა