,,საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №99/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№99/ნ
სარეგისტრაციო კოდი
430030000.22.022.016365
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 17/05/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №99/ნ

2012 წლის 1 7 მაისი

ქ. თბილისი

,,საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №9 9/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე , ვბრძანებ:

მუხლი 1. ,,საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1ოქტომბრის №9 9/ნ ბრძანე ბაში (სსმ III, 01.10.2010წ., №126, მუხ.1840) შეტანილ იქნეს ცვლილებ ა და :

ა)ბრძანებით დამტკიცებული „საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებას “ დაემატოს შემდეგი შინაარსის 301 მუხლი:

მუხლი 301. თვითშეფასების ანგარიშის წარმოდგენის გზით საგანმანათლებლო პროგრამის დამატების წესი

1.საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია, თვითშეფასების ანგარიშის წარმოდგენით დაიმატოს აკადემიური უმაღლესი ან პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა/პროგრამები.

2. საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია ცენტრში წარმოადგინოს საგანმანათლებლო პროგრამა/პროგრამები , სილაბუსები და ინფორმაცია საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელ აკადემიურ პერსონალზე ელექტრონული ფორმით.

3. ცენტრი გასცემს თანხმობას საგანმანათლებლო პროგრამის დამატების შესახებ, ამ დებულებით გათვალისწინებული წესით, იმ შემთხვევაში, თუ საგანმანათლებლო პროგრამა შეესაბამება ავტორიზაციის სტანდარტებს.

4. საგანმანათლებლო პროგრამის/პროგრამების შემოწმება ხორციელდება ცენტრის მიერ, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში ცენტრის დირექტორის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტით შექმნილი ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის მიერ. “.

ბ) ბრძანებით დამტკიცებულ „საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საფასურის “ პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი:

„41. ცენტრში თვითშეფასების ანგარიშის გზით წარმოდგენილი თითოეული აკადემიური უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის დამატებისათვის საგანმანათლებლო დაწესებულება იხდის 1000 ლარს, ხოლო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის დამატების შემთხვევაში –800 ლარს. “.

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

დ. შაშკინ ი