„საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №99/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება №29/ნ |
|
2013 წლის 14 თებერვალი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
,,საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №99/ნ ბრძანებით (სსმ III, 01.10.2010წ., №126, მუხ.1840) დამტკიცებულ „საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებაში“ (დანართი №1) შეტანილ იქნეს ცვლილება და:
ა) 29-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,1. ავტორიზებული დაწესებულებების შერწყმის შემთხვევაში, რეორგანიზაციის შედეგად ჩამოყალიბებული დაწესებულება ითვლება ავტორიზებულად რეორგანიზებული დაწესებულებებისათვის განსაზღვრული ავტორიზაციის ვადებიდან დარჩენილი უმცირესი ვადით. თუ ერთ-ერთი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის ვადის გასვლა ემთხვევა რეორგანიზაციის პერიოდს, ავტორიზაციის საბჭო უფლებამოსილია განსაზღვროს რეორგანიზაციის შედეგად ჩამოყალიბებული საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის ავტორიზაციის გონივრული ვადა, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ერთ წელს. რეორგანიზაციის შედეგად ჩამოყალიბებული დაწესებულების სტუდენტთა/პროფესიულ სტუდენტთა/მოსწავლეთა ადგილების რაოდენობა შეადგენს რეორგანიზაციამდე არსებული რაოდენობების ჯამს.“; ბ) მე-40 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი: „6. თუ ამ დებულების 29-ე მუხლის პირველი პუნქტის ამოქმედებამდე განხორციელდა ავტორიზებული დაწესებულებების შერწყმა და რეორგანიზაციის პერიოდს დაემთხვა ერთ-ერთი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის ვადის გასვლა, ავტორიზაციის საბჭო უფლებამოსილია რეორგანიზაციის შედეგად ჩამოყალიბებულ საგანმანათლებლო დაწესებულებას განუსაზღვროს ავტორიზაციის გონივრული ვადა, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ერთ წელს. რეორგანიზაციის შედეგად ჩამოყალიბებული დაწესებულების სტუდენტთა/პროფესიულ სტუდენტთა/მოსწავლეთა ადგილების რაოდენობა შეადგენს რეორგანიზაციამდე არსებული რაოდენობების ჯამს.“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №99/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №99/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 14.02.2013.
- როდის იქნა მიღებული „საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №99/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №99/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 14.02.2013. მიმღები ორგანო — საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №29/ ნ. სარეგისტრაციო კოდი — 430030000.22.022.016549.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №99/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №99/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 14.02.2013 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №99/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №29/ ნ, 14.02.2013, სარეგისტრაციო კოდი 430030000.22.022.016549 (კონსოლიდირებული რედაქცია 14.02.2013). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1846375/