1. ამ კოდექსის 421−425 და 427 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის არსებობის შემთხვევაში საჯარო სამართლის იურიდიული პირი − ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტო ადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს.
2. ამ კოდექსის 427 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეიძლება არ შედგეს შემოწმების ადგილზე. ეს ოქმი სამართალდამრღვევს გადაეცემა ან ეგზავნება, ხოლო თუ ამ ოქმის ადრესატისთვის ჩაბარება ვერ ხერხდება, აღნიშნული ოქმი ჩაბარებულად მიიჩნევა საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებისთანავე. ამ ოქმის საჯაროდ გამოქვეყნების წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
3. ამ კოდექსის 421−425 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს განიხილავს რაიონული (საქალაქო) სასამართლო.
4. ამ კოდექსის 421−425 მუხლებით გათვალისწინებული შესაბამისი ჯარიმის გადახდა ეკონომიკურ ოპერატორს არ ათავისუფლებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს დადგენილების შესრულების ვალდებულებისგან.
5. ამ კოდექსის 427 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს განიხილავს საჯარო სამართლის იურიდიული პირი − ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტო.
საქართველოს 2018 წლის 29 ივნისის კანონი №2757 – ვებგვერდი, 19.07.2018წ.
საქართველოს 2018 წლის 31 ოქტომბრის კანონი №3690 – ვებგვერდი, 07.11.2018წ.
საქართველოს 2019 წლის 20 დეკემბრის კანონი №5690 – ვებგვერდი, 26.12.2019წ.
საქართველოს 2024 წლის 18 ივლისის კანონი №4373 – ვებგვერდი, 31.07.2024წ.
[მუხლი 42
6
. (ამოღებულია)
(ამოქმედდეს 2026 წლის 1 ივნისიდან)]
საქართველოს 2026 წლის 1 აპრილის კანონი №1447 – ვებგვერდი, 03.04.2026