1. ისეთი პროდუქტის ბაზარზე განთავსება ან ისეთი პროდუქტის ბაზარზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, რომელიც არ შეესაბამება აღნიშნული პროდუქტისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და საფრთხეს არ უქმნის ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, საკუთრებას ან/და გარემოს, −

გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი პროდუქტის მწარმოებლის, ავტორიზებული წარმომადგენლის ან იმპორტიორის მიერ, −

გამოიწვევს დაჯარიმებას 1 500 ლარის ოდენობით.

3. ისეთი პროდუქტის ბაზარზე განთავსება ან ისეთი პროდუქტის ბაზარზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, რომელიც არ შეესაბამება აღნიშნული პროდუქტისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, საკუთრებას ან/და გარემოს, −

გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.

4. იგივე ქმედება, ჩადენილი პროდუქტის მწარმოებლის, ავტორიზებული წარმომადგენლის ან იმპორტიორის მიერ, −

გამოიწვევს დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით.

5. ისეთი პროდუქტის ბაზარზე განთავსება ან ისეთი პროდუქტის ბაზარზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, რომელიც არ შეესაბამება აღნიშნული პროდუქტისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და სერიოზულ საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, საკუთრებას ან/და გარემოს, −

გამოიწვევს დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით.

6. იგივე ქმედება, ჩადენილი პროდუქტის მწარმოებლის, ავტორიზებული წარმომადგენლის ან იმპორტიორის მიერ, −

გამოიწვევს დაჯარიმებას 4 000 ლარის ოდენობით.

7. ისეთი პროდუქტის ბაზარზე განთავსება ან ისეთი პროდუქტის ბაზარზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, რომელიც არ შეესაბამება აღნიშნული პროდუქტისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და შეიცავს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ საშიშ ქიმიურ ნივთიერებებს, მათ შორის, ბირთვულ ნაერთებს, ან რომელიც შეიცავს სხვაგვარ საფრთხეს, კერძოდ, გადამუშავების შემდეგ შესაძლოა ინარჩუნებდეს საფრთხეს ადამიანის სიცოცხლისთვის, ჯანმრთელობისთვის ან/და გარემოსთვის, −

გამოიწვევს დაჯარიმებას 4 000 ლარის ოდენობით.

8. იგივე ქმედება, ჩადენილი პროდუქტის მწარმოებლის, ავტორიზებული წარმომადგენლის ან იმპორტიორის მიერ, −

გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.

9. ეკონომიკური ოპერატორის მიერ საჯარო სამართლის იურიდიული პირისთვის − ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოსთვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ინფორმაციის მიწოდების ვალდებულების შეუსრულებლობა −

გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

10. 1 კალენდარული წლის განმავლობაში ამ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა −

გამოიწვევს დაჯარიმებას შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის განსაზღვრული ჯარიმის ორმაგი ოდენობით.

11. ამ მუხლის მიზნებისთვის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა გულისხმობს სამართალდამრღვევის მიერ შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული პროდუქტის მიმართ აღნიშნული ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული მოთხოვნების დარღვევით იმავე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენას 1 კალენდარული წლის განმავლობაში მას შემდეგ, რაც მას უკვე დაეკისრა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა აღნიშნული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის.

12. ამ მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილება მიიღება დადგენილების სახით. თუ ამ დადგენილების ადრესატისთვის ჩაბარება ვერ ხერხდება, ეს დადგენილება ჩაბარებულად მიიჩნევა საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან მე-7 დღეს. აღნიშნული დადგენილების საჯაროდ გამოქვეყნების წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

საქართველოს 2024 წლის 18 ივლისის კანონი №4373 – ვებგვერდი, 31.07.2024წ.

[მუხლი 42
7
. (ამოღებულია)
(ამოქმედდეს 2026 წლის 1 ივნისიდან)]

საქართველოს 2026 წლის 1 აპრილის კანონი №1447 – ვებგვერდი, 03.04.2026