წინა რედაქცია (25.05.2012 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 78. ზოგადი დებულებები ეს თავი ადგენს საქართველოში გაზომვათა ერთიანობის უზრუნველყოფის სამართლებრივ საფუძვლებს, აგრეთვე მოთხოვნებს იმ გაზომვის საშუალებებისადმი: ა) რომლებიც გამოიყენება საქართველოს საგადასახადო კოდექსის, საქართველოს საბაჟო კოდექსისა და სასამართლო ექსპერტიზის მიზნებისათვის; ბ) რომელთა გაზომვის შედეგებიც გამოიყენება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ადმინისტრაციული დაჯარიმებისათვის.
…სამუშაოების ეტაპის დასრულების ოქმი. სასამართლო მიიჩნევს, რომ ყოველი მომდევნო ეტაპს დასრულების შესახებ ოქმების უფლებამოსილი ორგანოსათვის წარუდგენლობაც ნიშნავს საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №5- დადგენილების 78-ე და 89-ე მუხლებით დადგენილი წესის დარღვევას, თუმცა იმ კონკრეტული პირობის გათვალისწინებით, რომ ყველა ეს გადაცდომა, რომელიც ზედამხედველობის სამსხურის მიერ გამოვლენილი…
საქართველოს კანონი „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“, მუხლი 78, №6157-Iს, 08.05.2012, სარეგისტრაციო კოდი 240110000.05.001.016708 (კონსოლიდირებული რედაქცია 12.06.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1659419/muxli-78/
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს სერვისის გასაუმჯობესებლად და ანალიტიკისთვის (Google Analytics). დეტალური ინფორმაცია