გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 22.11.2018
საქმის ნომერი
010310017001881085
კატეგორია
დავის ტიპი
სამშენებლო ურთიერთობებიდან წარმოშობილი დავები
თარიღი
22.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 010310017001881085

№3-258/17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

30 ნოემბერი, 2018 წელი ქ. ბათუმი

ბათუმის საქალაქო სასამართლო

ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძე

სხდომის მდივანი ინეზა ტარიელაძე

მოსარჩელე - შპს „ბბ----–-----ი“

წარმომადგენელი - არ---- ქა-------

მოპასუხე - ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია

- ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახური

წარმომადგენელი - ნ---- სუ------–--ე

დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

აღწერილობითი ნაწილი:

1.სასარჩელო მოთხოვნა

1.1. შპს „ბბ----–-----მა“ სარჩელი აღძრა სასამართლოში, ქალაქ ბათუმის მერიისა და ქალაქ მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიმართ და დაზუსტებული სარჩელით მოითხოვა:

`სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენის გამო შპს „ბბ----–-----ის“ დაჯარიმების თაობაზე, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2016 წლის 13 დეკემბრის №4-- დადგენილებისა და „შპს ,,ბბ----–-----ი"-ს წარმომადგენლის ბადრი ბოლქვაძის 2016 წლის 27 დეკემბრის №38------ ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ“, ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ვიცე-მერის 2017 წლის 1-ლი დეკემბრის №02--- ბრძანების ბათილად ცნობა, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად.

ქ. ბათუმის მუნციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ საქმის გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევისა და შეფასების შედეგად, შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.

 

1.2. თავის მოთხოვნას მოსარჩელე მხარე შემდეგ გარემოებებზე ამყარებს:

ქალაქ ბათუმის მუნციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამასახურის მიერ 2016 წლის 12 დეკემბერს მიღებულ იქნა №4-- დადგენილება, „სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენის გამო შპს ,,ბბ------–-----ის“ დაჯარიმების თაობაზე“, რომლითაც შპს ,,ბბ----–-----ი“ დაჯარიმდა ჯამში 5000 ლარით.

2016 წლის 27 დეკემბერს თვითმართველი ქალაქის ბათუმის მუნციპალიტეტის მერის სახელზე წარდგენილ იქნა ადმინისტრაციული საჩივარი, რომლითაც შპს ,,ბბ------–-----მა“ მოითხოვა ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2016 წლის 13 დეკემბრის №4-- დადგენილების ბათილად ცნობა, მაგრამ ქ. ბათუმის მუნციპალიტეტის ვიცე-მერის 2017 წლის 28 თებერვლის №02--- ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

მშენებლობის ეტაპის დასრულების შესახებ შედგენილი ოქმის წარდგენის ვალდებულება ნებართვის მფლობელ პირს გააჩნია მშენებლობის სრულად დასრულების შემდგომ, ამიტომ მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ შპს ,,ბბ----–-----ის“ დაჯარიმების თაობაზე მიღებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონშესაბამისი არ არის და ამ აქტით დაირღვა მოსარჩელის კანონიერი უფლებები და ინტერესები, რაც გასაჩივრებული აქტების ბათილობის საფუძველს წარმოადგენს.

 

2.მოპასუხის პოზიცია:

2.1. მოპასუხე მხარის, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ სარჩელი არ იქნა ცნობილი, შემდეგი საფუძვლით:

„მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №5- დადგენილების 33-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მშენებლობის განხორციელების სამართლებრივ საფუძ¬ველს წარმოადგენს ამ დადგენილების შესაბამისად გაცემული მშენებლობის ნებართვა. ამავე დადგენილების მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, დამკვეთი ვალდებულია უზრუნველყოს სანებართვო პირობების შესრულება. დადგენილების 78-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, IV კლასის ობიექტის მშენებლობის ნებართვის მფლობელი ვალდებულია სამშენებლო დოკუმენტით გათვალისწინებული მშენებლობის ყოველი ეტაპის დასრულების (გარდა ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიისა) შემდეგ ამ დადგენილებით განსაზღვრული წესით შეადგინოს მშენებლობის ეტაპის დასრულების ოქმი.

დადგენილების 89-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სანებართვო პირობებით გათვალისწინებული მშენებლობის თითოეული ეტაპის დასრულებისას ნებართვის მფლობელი ვალდებულია, შეადგინოს მშენებლობის ეტაპის დასრულების შესახებ ოქმი სამშენებლო მოედანზე წარმოებული სამუშაოების დათვალიერებისა და სანებართვო პირობებთან შესაბამისობის დადგენის საფუძველზე.

შპს „ბბ----–-----ს“ შესაბამისი მშენებლობის ეტაპების დასრულების დამადასტურებელი ოქმები ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურში არ წარუდგენია.

შესაბამისად, შპს „ბბ----–-----ის“ მიერ ადგილი ჰქონდა სანებართვო პირობის დარღვევას (შეუსრულებლობას) და აღნიშნულის გათვალისწინებით, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია თვლის, რომ შპს „ბბ----–-----ის“ მიერ ჩადენილი იქნა სამშენებლო სამართალდარღვევა, რადგან „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 45-ე მუხლის თანახმად, სამშენებლო სამართალდარღვევას წარმოადგენს სამშენებლო დოკუმენტაციითა და სამშენებლო რეგლამენტებით განსაზღვრული სანებართვო პირობების დარღვევა ან/და შეუსრულებლობა.

„პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 45-ე მუხლის „ბ“ პუნქტის თანახმად, სამშენებლო დოკუმენტაციითა და სამშენებლო რეგლამენტებით განსაზღვრული სანებართვო პირობების დარღვევა ან/და შეუსრულებლობა გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.

შესაბამისად, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახური უფლებამოსილი იყო შპს „ბბ----–-----ი“ დეჯარიმებინა ყოველი ეტაპის წარუდგენლობისათვის 1000 ლარით, სულ კი - 5000 ლარით.

საქმეზე დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მათი სამართლებრივი შეფასებების გათვალისწინებით, 2016 წლის 13 დეკემბრის №4-- დადგენილების გამოცემისას ადგილი არ ჰქონია კანონის არანაირ დარღვევას, ასევე არ დარღვეულა მისი მომზადებისა და გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები. შესაბამისად, არ არსებობს გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის საფუძვლები.

 

3.ფაქტობრივი გარემოებები

 

3. 1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის 2015 წლის 14 აპრილის №მ---- ბრძანებით, შპს „ბბ----–-----ის“ განცხადება, ქ. ბათუმში, ქობულეთის შესახვევი №11/ქ. ბათუმი, ბაგრატიონის ქუჩა №28-ში მდებარე, 773,00 კვმ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №05.28.66.0--) მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის მიზნით, არქიტექტურული პროექტის შეთანხმებისა და მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ, დაკმაყოფილდა.

მშენებლობის მიზნით შპს „ბბ----–-----ის“ სახელზე გაიცა მშენებლობის ნებართვა და მშენებლობის №0----- სანებართვო მოწმობა.

ამავე ბრძანებით განისაზღვრა, მშენებლობის შემდეგი ეტაპები: ა) პირველი რიგი - შენებლობის განხორციელების მოსამზადებელი სამუშაოები: ა.ა) მოსამზადებელი სამუშაოები, რომლებიც დაკავშირებულია სამშენებლო მოედნის მოწესრიგებასთან, მათ შორის, ამორტიზებული ან სხვა არსებული ნაგებობების დაშლასთან და სამშენებლო ნაგვის მოცილებასთან, შესანარჩუნებელი მწვანე ნარგავების დაცვასა და მიწისქვეშა საინჟინრო კომუნიკაციების გადატანასთან; ა.ბ) შენობა-ნაგებობის გრუნტზე დაკვალვა და ძირითადი ღერძების დაფიქსირება; ბ) მეორე რიგი - მშენებლობის განხორციელების ძირითადი სამუშაოები: ბ.ა) შენობა-ნაგებობების მიწის სამუშაოები; ბ.ბ) შენობა-ნაგებობების ფუძის მოწყობის სამუშაოები; ბ.გ) შენობა-ნაგებობების საძირკვლის მოწყობის სამუშაოები; ბ.დ) ძირითადი კონსტრუქციული სისტემის მოწყობა შენობა-ნაგებობის ნულოვან ნიშნულამდე; ბ.ე) შენობა-ნაგებობის ნულოვანი ნიშნულიდან მასიმუმ ყოველ 7.0 მეტრ სიმაღლეზე (სართულების შემთხვევაში სართულების ჯერადად) ძირითადი კონსტრუქციული სისტემის (არამზიდი კონსტრუქციების გამოკლებით) მოწყობა; ბ.ვ) შენობა-ნაგებობების სახურავისა და გადახურვის მოწყობა; ბ.ზ) არამზიდი კონსტრუქციების მოწყობა; ბ.თ) შენობა-ნაგებობის ლოკალური საერთო სარგებლობის საინჟინრო ქსელების მოწყობა; ბ.კ) შენობა-ნაგებობების გარემოსაპირკეთებელი სამუშაოები; ბ.ლ) კეთილმოწყობის სამუშაოები.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მერის 2015 წლის 14 აპრილის №მ---- ბრძანება;

- მშენებლობის №0----- სანებართვო მოწმობა;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

3.1.2. ქ. ბათუმის მუნიციპა-ლიტეტისმერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ 2016 წლის 17 ნოემბერს შედგენილი იქნა შემოწმების აქტი, რომლითაც დადგინდა შემდეგი:

განხორციელებული მშენებლობის შედეგად მოწყობილია შენობა-ნაგებობის ძირითადი მზიდი კონსტრუქცია 35,60 ნიშნულამდე (11 სართული), თუმცა არ არის დადასტურებული (ნებართვის გამცემ ორგანოში არ არის წარდგენილი) მშენებლობის შემდეგი ეტაპები:

ბ.დ) ძირითადი კონსტრუქციული სისტემის მოწყობა შენობა-ნაგებობის ნულოვან ნიშნულამდე;

ბ.ე) შენობა-ნაგებობის ძირითადი კონსტრუქციული სისტემის (არამზიდი კონსტრუქციების გამოკლებით) მოწყობა +7,00 ნიშნულამდე; შენობა-ნაგებობის ძირითადი კონსტრუქციული სისტემის (არამზიდი კონსტრუქციების გამოკლებით) მოწყობა +7,00 ნიშ¬ნულიდან +13,40 მ. ნიშნულამდე; შენობა-ნაგებობის ძირითადი კონ-სტრუქციული სისტემის (არამზიდი კონსტრუქციების გამოკლებით) მოწყობა +13,40 მ.ნიშნულიდან +19,80 ნიშნულამდე; შენობა-ნაგებობის ძირითადი კონ-სტრუქციული სისტემის (არამზიდი კონსტრუქციების გამოკლებით) მოწყობა +19,80 ნიშნულიდან +26,20 ნიშნულამდე.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2016 წლის 17 ნოემბრის შემოწმების აქტი;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

3.1.3. ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ 2016 წლის 13 დეკემბერს მიღებული იქნა №4-- დადგენილება, რომლითაც დადგენილად ჩაითვალა შპს „ბბ----–-----ის“ მიერ მშენებლობის ეტაპების აქტების კანონმდებლობით განსაზღვრულ განსაზღვრულ ვადაში შეუდგენლობა და ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურში წარუდგენლობა ჩაითვალა სამართალდარღვევად, რისთვისაც შპს „ბბ----–-----ი“ დაჯარიმდა, 5000 (ხუთიათასი) ლარით.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ზედამხედველობის სამსახურის 2016 წლის 13 დეკემბრის №4-- დადგენილება;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

3.1.4. 2016 წლის 27 დეკემბერს თვითმართველი ქალაქის ბათუმის მუნციპალიტეტის მერის სახელზე წარდგენილ იქნა ადმინისტრაციული საჩივარი, რომლითაც შპს ,,ბბ------–-----მა“ მოითხოვა ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2016 წლის 13 დეკემბრის №4-- დადგენილების ბათილად ცნობა.

2017 წლის 6 იანვრის №0--- ბრძანებით, ადმინისტრაციული საჩივრის საფუძველზე დაწყებულ იქნა ადმინისტრაციული წარმოება და ქ. ბათუმის მუნციპალიტეტის ვიცე-მერის 2017 წლის 28 თებერვლის №02--- ბრძანებით, საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- შპს „ბბ----–-----ის“ 2016 წლის 27 დეკემბრის ადმინისტრაციული საჩივარი;

- ქ. ბათუმის მუნციპალიტეტის ვიცე-მერის 2017 წლის 28 თებერვლის №02--- ბრძანება;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

3.1.5. შპს ,,ბბ------–-----მა“ 2017 წლის 10 აპრილს სარჩელი აღძრა სასამართლოში, ქალაქ ბათუმის მერიისა და ქალაქ მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიმართ, რომლითაც მოითხოვა, „სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენის გამო შპს „ბბ----–-----ის“ დაჯარიმების თაობაზე“, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2016 წლის 13 დეკემბრის №4-- დადგენილებისა და „შპს ,,ბბ----–-----ი"-ს წარმომადგენლის ბადრი ბოლქვაძის 2016 წლის 27 დეკემბრის №38------ ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ“, ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ვიცე-მერის 2017 წლის 1-ლი დეკემბრის №02--- ბრძანების ბათილად ცნობა, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად.

ქ. ბათუმის მუნციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ საქმის გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევისა და შეფასების შედეგად, შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- შპს „ბბ----–-----ის“ სასარჩელო განცხადება.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1.სადავო ფაქტობრივი გარემეობები, რაც დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონეა, საქმეზე არ არსებობს.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

4.1. დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ არსებობს შპს „ბბ----–-----ის“ სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლები.

 

5. კანონები, რომლითაც იხელმძღვანელა სასამართლომ

_ „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“.

_ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტი №5- დადგენილება `მშენებლობის

ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ~.

_ საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;

_ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;

_ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 43-ე მუხლის თანახმად, სამშენებლო სამართალდარღვევას წარმოადგენს უნებართვო მშენებლობის, რეკონსტრუქციის ან/და დემონტაჟის წარმოება.

`მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ~ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტი №5- დადგენილების მე-4 მუხლის თანახმად, მშენებლობის სახეობებია:

ა)ახალი მშენებლობა (მათ შორის, მონტაჟი);

ბ)რეკონსტრუქცია;

გ)რემონტი-შეკეთება, მოპირკეთება/აღჭურვა (არ საჭიროებს ნებართვას);

დ)დემონტაჟი;

ე) ლანდშაფტური მშენებლობა;

ვ) დროებითი შენობა-ნაგებობების მონტაჟი/განთავსება.

შენობა-ნაგებობების ახალი მშენებლობა ისეთი მშენებლობაა, რომელიც ხორციელდება მიწის ნაკვეთის იმ ნაწილში, სადაც არ დგას შენობა-ნაგებობა ან ხდება არსებულის მთლიანად ჩანაცვლება.

სასამართლო აღნიშნავს, რომ „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 1-ლი მუხლის თ) ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის ერთ-ერთ მიზანს წარმოადგენს, სამშენებლო საქმიანობის განხორციელების უზრუნველყოფა სამშენებლო სფეროს ტექნიკური რეგლამენტებითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების სრული დაცვით.

 

6.2. „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №5- დადგენილების 33-ე მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, მშენებლობის განხორციელების სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს ამ დადგენილების შესაბამისად გაცემული მშენებლობის ნებართვა.

დადგენილია და უდავო, რომ

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის 2015 წლის 14 აპრილის №მ---- ბრძანებით, შპს „ბბ----–-----ის“ განცხადება, ქ. ბათუმში, ქობულეთის შესახვევი №11 / ბაგრატიონის ქუჩა №28-ში მდებარე, 773,00 კვმ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №05.28.66.0--) მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის მიზნით, არქიტექტურული პროექტის შეთანხმებისა და მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ, დაკმაყოფილდა.

მშენებლობის მიზნით შპს „ბბ----–-----ის“ სახელზე გაიცა მშენებლობის ნებართვა და მშენებლობის №0----- სანებართვო მოწმობა, რის საფუძველზეც მოსარჩელე აწარმოებდა მშენებლობას.

 

6.3. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს და მხარეებიც ადასტურებენ, რომ ქალაქ ბათუმში შპს „ბბ----–-----ის“ მიერ განხორციელებული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის წარმოადგენს, IV კლასის ობიექტს.

„მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №5- დადგენილების 78-ე მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტის თანახმად, IV კლასის ობიექტის მშენებლობის ნებართვის მფლობელი ვალდებულია სამშენებლო დოკუმენტით გათვალისწინებული მშენებლობის ყოველი ეტაპის დასრულების (გარდა ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიისა) შემდეგ ამ დადგენილებით განსაზღვრული წესით შეადგინოს მშენებლობის ეტაპის დასრულების ოქმი. ამავე დადგენილების 89-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, სანებართვო პირობებით გათვალისწინებული მშენებლობის თითოეული ეტაპის დასრულებისას ნებართვის მფლობელი ვალდებულია, შეადგინოს მშენებლობის ეტაპის დასრულების შესახებ ოქმი სამშენებლო მოედანზე წარმოებული სამუშაოების დათვალიერებისა და სანებართვო პირობებთან შესაბამისობის დადგენის საფუძველზე, ხოლო ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, II, III და IV კლასებს მიკუთვნებული შენობა-ნაგებობების მშენებლობის ეტაპის დასრულების შესახებ შედგენილი ოქმი, სანებართვო პირობებით დადგენილი მორიგი ეტაპის დასრულებამდე, წერილობითი სახით უნდა წარედგინოს შენობა-ნაგებობის ვარგისად აღიარებაზე უფლებამოსილ შესაბამის ორგანოს, ხოლო V კლასს მიკუთვნებული შენობა-ნაგებობების მშენებლობის ეტაპის დასრულების შესახებ შედგენილი ოქმი – სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესაბამის ორგანოს, სათანადო ეტაპის დასრულების შემდეგ. მხოლოდ ამ ორგანოებში რეგისტრაციის შემდეგ არის იგი იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტი.

სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ მშენებლობის მიზნით შპს „ბბ----–-----ის“ სახელზე გაიცა მშენებლობის ნებართვა და მშენებლობის №0----- სანებართვო მოწმობა. ამავე ბრძანებით განისაზღვრა, მშენებლობის შემდეგი ეტაპები:

ა) პირველი რიგი - შენებლობის განხორციელების მოსამზადებელი სამუშაოები:

ა.ა) მოსამზადებელი სამუშაოები, რომლებიც დაკავშირებულია სამშენებლო მოედნის მოწესრიგებასთან, მათ შორის, ამორტიზებული ან სხვა არსებული ნაგებობების დაშლასთან და სამშენებლო ნაგვის მოცილებასთან, შესანარჩუნებელი მწვანე ნარგავების დაცვასა და მიწისქვეშა საინჟინრო კომუნიკაციების გადატანასთან;

ა.ბ) შენობა-ნაგებობის გრუნტზე დაკვალვა და ძირითადი ღერძების დაფიქსირება;

ბ) მეორე რიგი - მშენებლობის განხორციელების ძირითადი სამუშაოები:

ბ.ა) შენობა-ნაგებობების მიწის სამუშაოები;

ბ.ბ) შენობა-ნაგებობების ფუძის მოწყობის სამუშაოები;

ბ.გ) შენობა-ნაგებობების საძირკვლის მოწყობის სამუშაოები;

ბ.დ) ძირითადი კონსტრუქციული სისტემის მოწყობა შენობა-ნაგებობის ნულოვან ნიშნულამდე;

ბ.ე) შენობა-ნაგებობის ნულოვანი ნიშნულიდან მასიმუმ ყოველ 7.0 მეტრ სიმაღლეზე (სართულების შემთხვევაში სართულების ჯერადად) ძირითადი კონსტრუქციული სისტემის (არამზიდი კონსტრუქციების გამოკლებით) მოწყობა;

ბ.ვ) შენობა-ნაგებობების სახურავისა და გადახურვის მოწყობა;

ბ.ზ) არამზიდი კონსტრუქციების მოწყობა;

ბ.თ) შენობა-ნაგებობის ლოკალური საერთო სარგებლობის საინჟინრო ქსელების მოწყობა;

ბ.კ) შენობა-ნაგებობების გარემოსაპირკეთებელი სამუშაოები;

ბ.ლ) კეთილმოწყობის სამუშაოები.

 

საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №5- დადგენილების 78-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის მიხედვით, მშენებლობის ნებართვის მფლობელი, მოსარჩელე შპს „ბბ----–-----ი“ ვალდებულია, როგორც სანებართვო პირობა, სამშენებლო დოკუმენტით გათვალისწინებული მშენებლობის ყოველი ეტაპის დასრულების შემდეგ ამ დადგენილებით განსაზღვრული წესით შეედგინა, მშენებლობის ეტაპის დასრულების ოქმი და წარედგინა უფლებამოსილი ორგანოსთვის.

სასამართლოს მიერ დადგენილია, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ 2016 წლის 17 ნოემბერს შედგენილი იქნა შემოწმების აქტი, რომლითაც გამოვლენილ იქნა, რომ შპს „ბბ----–-----ის“ მიერ რეგისტრაციაში არ იყო გატარებული მშენებლობის ეტაპები. კერძოდ, განხორციელებული მშენებლობის შედეგად მოწყობილი იყო შენობა-ნაგებობის ძირითადი მზიდი კონსტრუქცია 35,60 ნიშნულამდე (11 სართული), თუმცა არ იყო დადასტურებული (ნებართვის გამცემ ორგანოში არ არის წარდგენილი) მშენებლობის შემდეგი ეტაპები:

ბ.დ) ძირითადი კონსტრუქციული სისტემის მოწყობა შენობა-ნაგებობის ნულოვან ნიშნულამდე;

ბ.ე) შენობა-ნაგებობის ძირითადი კონსტრუქციული სისტემის (არამზიდი კონსტრუქციების გამოკლებით) მოწყობა +7,00 ნიშნულამდე; შენობა-ნაგებობის ძირითადი კონსტრუქციული სისტემის (არამზიდი კონსტრუქციების გამოკლებით) მოწყობა +7,00 ნიშ¬ნულიდან +13,40 მ. ნიშნულამდე; შენობა-ნაგებობის ძირითადი კონ-სტრუქციული სისტემის (არამზიდი კონსტრუქციების გამოკლებით) მოწყობა +13,40 მ.ნიშნულიდან +19,80 ნიშნულამდე; შენობა-ნაგებობის ძირითადი კონ-სტრუქციული სისტემის (არამზიდი კონსტრუქციების გამოკლებით) მოწყობა +19,80 ნიშნულიდან +26,20 ნიშნულამდე.

შპს „ბბ----–-----ის“ მიერ მშენებლობის ეტაპების კანონმდებლობით გასაზღვრულ დროში შეუდგენლობა და ქ. ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურში წარუდგენლობა, ზედამხედველობის სამსახურის 2016 წლის 13 დეკემბრის №4-- დადგენილებით, ჩაითვალა, ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 45-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სამართალდარღვევად და შპს შპს „ბბ----–-----ი“ამისათვის დაჯარიმდა 5 000 ლარით, მშენებლობის ხუთი ეტაპის შესაბამისი აქტების წარუდგენლობა მიჩნეული იქნა, ცალკე აღებულ დამოუკიდებელ სამართალდარღვევებად და შპს „ბბ----–-----ს“ სახდელი თითოეული ეტაპის (სულ, ხუთი ეტაპი) აქტის წარუდგენლობისათვის დაეკისრა ცალ-ცალკე, 1000-1000 ლარის ოდენობით, რამაც მთლიანობაში შეადგინა 5 000 ლარი.

 

6.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის მე-15 მუხლის „ფ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სამშენებლო დოკუმენტი არის ისეთი დოკუმენტი, რომელიც შეიცავს ტექსტურ და გრაფიკულ ინფორმაციას და მშენებლობის ნებართვის გაცემისა და მშენებლობის განხორციელების საფუძველია. ამგვარადაა განმარტებული სამშენებლო დოკუმენტის ცნება „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N5- დადგენილების მე-3 მუხლის 54-ე პუნქტში, რომლის მიხედვით, სამშენებლო დოკუმენტი არის ამ დადგენილების მოთხოვნათა შესაბამისად შემუშავებული და დამტკიცებული დოკუმენტები, რომლებიც შეიცავს ტექსტურ და გრაფიკულ ინფორმაციას და წარმოადგენს მშენებლობის ნებართვის გაცემისა და მშენებლობის განხორციელების საფუძველს.

ამავე მუხლის 59-ე პუნქტის შესაბამისად, სამშენებლო რეგლამენტი არის სამშენებლო საქმიანობის მარეგულირებელი ნორმატიული აქტ(ებ)ი, რომელიც მოიცავს სამშენებლო-ტექნიკურ ნორმებს, სამშენებლო სტანდარტებსა და რეკომენდაციებს.

მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტების მიხედვით, შპს „ბბ----–-----ის“ მხრიდან სამშენებლო გადაცდომად, ანუ სანებართვო პირობების დარღვევად ან/და შეუსრულებლობად მიჩნეულია ქ. ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურში წარუდგენლობა, ზედამხედველობის სამსახურის 2016 წლის 13 დეკემბრის №4-- დადგენილებისა და ქალაქ ბათუმის ვიცე-მერის 2017 წლის 28 თებერვლის №02--- ბრძანების შესაბამისად, ქ. ბათუმში, ქობულეთის შესახვევი №11/ქ. ბათუმი, ბაგრატიონის ქუჩა №28-ში მდებარე, 773,00 კვმ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №05.28.66.0--) მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის სანებართვო პირობების შეუსრულებლობა.

კერძოდ, „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 45-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სამართალდამრღვევად სწორედ სანებართვო მოწმობაში მითითებული მშენებლობის ეტაპის დასრულების ოქმების შესაბამის სამსახურში დროულად წარუდგენლობა იქნა მიჩნეული, რისთვისაც შპს „ბბ----–-----ი“ დაჯარიმდა თითოეულ ეტაპისათვის - 1000 ლარით, ხოლო ჯამში 5000 ლარით.

 

სასამართლო აღნიშნული გარემოებების შესაბამისად დადგენილად მიიჩნევს, რომ უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს მოსარჩელის მიერ არ წარედგინა დათქმულ ვადებში და დადგენილი წესის დაცვით, მშენებლობის ეტაპის დასრულების ოქმები, რასაც განსაზღვრავს „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №5- დადგენილება.

კერძოდ, დადგენილების 78-ე მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტის თანახმად, შპს „ბბ----–-----ი“, როგორც მშენებლობის ნებართვის მფლობელი, ვალდებული იყო, სამშენებლო დოკუმენტით გათვალისწინებული მშენებლობის ყოველი ეტაპის დასრულების შემდეგ შეედგინა მშენებლობის ეტაპის დასრულების ოქმი და ამავე დადგენილების 89-ე მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, სამშენებლო მოედანზე წარმოებული სამუშაოების დათვალიერებისა და სანებართვო პირობებთან შესაბამისობის დადგენის საფუძველზე შედგენილი თითოეული ეს ოქმი, სანებართვო პირობებით დადგენილი მორიგი ეტაპის დასრულებამდე, ანუ, მომდევნო ოქმის შედგენამდე, წერილობითი სახით წარედგინა შენობა-ნაგებობის ვარგისად აღიარებაზე უფლებამოსილი, შესაბამისი ორგანოსათვის.

 

6.5. სასამართლო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტისა და „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 25-ე მუხლის მე-15 პუნქტის საფუძველზე განმარტავს, რომ დავის საგანი _ „სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენის გამო შპს „ბბ----–-----ის“ დაჯარიმების შესახებ“ ზედამხედველობის სამსახურის 2016 წლის 13 დეკემბრის №4-- დადგენილება და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ვიცე-მერის 2017 წლის 28 თებერვლის №02--- ბრძანება, ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თაობაზე, წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, შესაბამისად, მათი კანონიერება სასამართლოს მიერ უნდა შემოწმდეს ფორმალურ-მატერიალური თვალსაზრისით.

სასამართლო აღნიშნავს, რომ მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იქნეს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას, ხოლო ამავე კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა. სწორედ საქმის გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე უნდა იქნეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილება მიღებული.

 

6.6. სასამართლო განმარტავს, რომ სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების წესები განისაზღვრება „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 25-ე მუხლით, რომლის 1-ლი პუნქტის თანახმად, სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოებისას სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ხელმძღვანელობს ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით.

,,ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის ,,ს” პუნქტის შესაბამისად, სამშენებლო სამართალდარღვევა წარმოადგენს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დარღვევას ან/და შეუსრულებლობას, რისთვისაც პასუხისმგებლობა განსაზღვრულია ამ კანონით.

ამავე კანონის 1-ლი მუხლის ,,ვ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ამ კანონის მიზანია ტექნიკური ბარიერებისა და რისკების გათვალიწინებით სამშენებლო ტექნიკური რეგლამენტებითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა სრული დაცვით სამშენებლო საქმიანობის განხორციელების უზრუნველყოფა.

აღნიშნულიდან გამომდინარე ცხადია, რომ ზედამხედველობის სამსახურის ერთ-ერთი მთავარი ფუნქციაა გამოავლინოს და აღკვეთოს კანონის მოთხოვნათა დარღვევით წარმოებული მშენებლობები.

 

სასამართლოს მიაჩნია, მოცემულ შემთხვევაში ქ. ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა და ქ. ბათუმის მერიამ ისე განიხილეს შპს „ბბ----–-----ის“ მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე და მისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის შეფარდების საკითხი, არ გამოუკვლევიათ და სამართლებრივად არ შეუფასებიათ საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებები.

სასამართლო განმარტავს, რომ სამშენებლო სამართალდარღვევა თავისი ბუნებით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას წარმოადგენს. ამასთან, იმისათვის, რომ პირი მიჩნეული იქნას სამართალდამრღვევად, სახეზე უნდა იყოს სამართალდარღვევის შემადგენლობა, წინააღმდეგ შემთხვევაში გამორიცხულია პირის, როგორც სამართალდამრღვევისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრება.

მართალია, სამშენებლო საქმიანობის კონტროლის რეგულაციები დადგენილია სპეციალური კანონით, მაგრამ ამ კანონით განსაზღვრული სამართალდარღვევა თავისი ბუნებით წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართლადარღვევას და მასზე ჩვეულებრივი წესით ვრცელდება ის ზოგადი ნორმები, რომელიც დადგენილია სამართალდარღვევისათვის.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-8 მუხლით განსაზღვრულია, არავის არ შეიძლება შეეფარდოს ზემოქმედების ზომა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამო, თუ არა კანონმდებლობით დადგენილ საფუძველზე და წესით. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს აწარმოებენ კანონიერების მკაცრი დაცვის საფუძველზე. საამისოდ უფლებამოსილი ორგანოები და თანამდებობის პირნი ადმინისტრაციულ ზემოქმედების ზომებს შეუფარდებენ თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში კანონმდებლობის ზუსტი შესაბამისობით.

 

6.7. სასამართლო განსახილველი დავის სამართლებრივი რეგულაციისათვის საჭიროდ მიიჩნევს, გაანალიზებული იქნას შპს „ბბ----–-----ის“ მიმართ ზედამხედველობის სამსახურის 2016 წლის 13 დეკემბრის №4-- დადგენილებით შერაცხული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის არსი.

მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიჩნეული იქნა, რომ შპს „ბბ----–-----ის“ მშენებლობის სანებართვო მოწმობაში მითითებული მშენებლობის თითოეული ეტაპის დასრულების ოქმები დროულად არ წარადგინა შესაბამის სამსახურში, ხოლო ამ ეტაპების რაოდენობა იყო, ხუთი:

ბ.დ) ძირითადი კონსტრუქციული სისტემის მოწყობა შენობა-ნაგებობის ნულოვან ნიშნულამდე;

ბ.ე) შენობა-ნაგებობის ძირითადი კონსტრუქციული სისტემის (არამზიდი კონსტრუქციების გამოკლებით) მოწყობა +7,00 ნიშნულამდე; შენობა-ნაგებობის ძირითადი კონსტრუქციული სისტემის (არამზიდი კონსტრუქციების გამოკლებით) მოწყობა +7,00 ნიშ¬ნულიდან +13,40 მ. ნიშნულამდე; შენობა-ნაგებობის ძირითადი კონ-სტრუქციული სისტემის (არამზიდი კონსტრუქციების გამოკლებით) მოწყობა +13,40 მ.ნიშნულიდან +19,80 ნიშნულამდე; შენობა-ნაგებობის ძირითადი კონ-სტრუქციული სისტემის (არამზიდი კონსტრუქციების გამოკლებით) მოწყობა +19,80 ნიშნულიდან +26,20 ნიშნულამდე.

საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №5- დადგენილების 78-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით მოცემული რეგულაციის თანახმად, მშენებლობის ნებართვის მფლობელი ვალდებულია, როგორც სანებართვო პირობა, მშენებლობის ყოველი ეტაპის დასრულების შემდეგ შეადგინოს მშენებლობის ეტაპის დასრულების ოქმი, ხოლო 89-ე მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, თითოეული ეს ოქმი, მორიგი ეტაპის დასრულებამდე, ანუ, მომდევნო ოქმის შედგენამდე უნდა წარუდგინოს უფლებამოსილ ორგანოს.

,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 45-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის, რომელიც ბლანკეტურ ნორმას წარმოადგენს, დისპოზიციით სამართალდარღვევად მიიჩნევა სამშენებლო დოკუმენტაციითა და სამშენებლო რეგლამენტებით განსაზღვრული სანებართვო პირობების დარღვევა ან/და შეუსრულებლობა.

სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნული სამართალდარღვევის შემადგენლობის მომცველი ქმედება შპს „ბბ----–-----ის“მიერ ჩადენილი იქნა იმ მომენტიდან, როდესაც მან უფლებამოსილ ორგანოს არ წარუდგინა მშენებლობის სანებართვო მოწმობაში მითითებული მშენებლობის პირველივე ეტაპის, მშენებლობის განხორციელების მოსამზადებელი სამუშაოების ეტაპის დასრულების ოქმი.

სასამართლო მიიჩნევს, რომ ყოველი მომდევნო ეტაპს დასრულების შესახებ ოქმების უფლებამოსილი ორგანოსათვის წარუდგენლობაც ნიშნავს საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №5- დადგენილების 78-ე და 89-ე მუხლებით დადგენილი წესის დარღვევას, თუმცა იმ კონკრეტული პირობის გათვალისწინებით, რომ ყველა ეს გადაცდომა, რომელიც ზედამხედველობის სამსხურის მიერ გამოვლენილი იქნა ერთდროულად, 2016 წლის 17 ნოემბერს, წარმოადგენს ერთიან სამართალდარღვევას, რომელიც დენადი, განგრძობადი ხასიათისაა და გრძელდებოდა მშენებლობის პირველივე ეტაპის, მოსამზადებელი სამუშაოების ეტაპის დასრულების ოქმის წარუდგენლობის მომენტიდან.

შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ შეფასებას მოითხოვდა ის გარემოება, სამართალდარღვევის გამოვლენის დროისათვის შენობა-ნაგებობის მშენებლობის თითოეული ეტაპის დასრულების ოქმების უფლებამოსილ ორგანოში წარუდგენლობა ქმნის დამოუკიდებელ სამართალდარღვევებს და იწვევს სუბიექტის მრავალჯერად, თითოეული აქტის წარუდგენლობისათვის ცალ-ცალკე სამართალდამრღვევად ცნობას, თუ ეს არის რამოდენიმე ეპიზოდებისაგან შემდგარი ერთი სამართალდარღვევა და შესაბამისად, სამართალდამრღვევს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა უნდა დაკისრებოდა დენადი, მაგრამ რამოდენიმე ეპიზოდისაგან შემდგარი ერთიანი სამართალდარღვევისათვის, რა შემთხვევაშიც სახდელის ოდენობა იქნებოდა არა 5000 ლარი, არამედ მხოლოდ 1000 ლარი.

ზედამხედველობის სამსახურმა დამოუკიდებელ სამართალდარღვევებად მიჩნეული ფაქტის შესახებ შპს „ბბ----–-----ის“ მიმართ ჩაატარა ერთიანი ადმინისტრაციული წარმოება, ერთიანი ზეპირი მოსმენა და მიიღო ერთი გადაწყვეტილება, 2016 წლის 13 დეკემბრის №4-- დადგენილება, რომლითაც ერთდროულად, ცხრა სამართალდარღვევის ჩადენაში იქნა ბრალეულად ცნობილი შპს „ბბ----–-----ი“ და ერთი დადგენილებით შეეფარდა მას ხუთი ადმინისტრაციული სანქცია, რაც წინააღმდეგობაში მოდის ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსისა და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის იმ პროცედურულ წესთან, რომელიც ადმინისტრაციული საქმის წარმოებას და გადაწყვეტილებას მიღებას განსაზღვრავს.

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-8 მუხლით განსაზღვრულია, არავის არ შეიძლება შეეფარდოს ზემოქმედების ზომა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამო, თუ არა კანონმდებლობით დადგენილ საფუძველზე და წესით. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს აწარმოებენ კანონიერების მკაცრი დაცვის საფუძველზე. საამისოდ უფლებამოსილი ორგანოები და თანამდებობის პირნი ადმინისტრაციულ ზემოქმედების ზომებს შეუფარდებენ თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში კანონმდებლობის ზუსტი შესაბამისობით.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 33-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის სახდელი დაედება იმ ნორმატიული აქტით დაწესებულ ფარგლებში, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევისათვის ამ კოდექსის და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ სხვა აქტების ზუსტი შესაბამისობით.

სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმის გარემოებათა არასრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების გამო, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ 13 დეკემბრის №4-- დადგენილების გამოცემის დროს დარღვეულია დასახელებულ ნორმათა საფუძველზე დადგენილი ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის პრინციპები.

სასამართლო ამასთან აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №5- დადგენილების 89-ე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, მშენებლობის ეტაპის დასრულების შესახებ ოქმის შედგენის სისწორისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება ოქმის შემდგენელს. ოქმის შეუდგენლობა ან ოქმში არასწორი მონაცემების შეტანა გამოიწვევს საქართველოს კანონით – პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.

დასახელებული მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, ეს მუხლი არ ვრცელდება იმ ობიექტების მშენებლობებზე, რომლებიც ხორციელდება საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე ან/და უცხოური დაფინანსების მონაწილეობით (მოზიდული საერთაშორისო სახსრები, ინვესტიცია, კრედიტი) და რომელთა მშენებლობაზე ტექნიკური ზედამხედველობა ხორციელდება საერთაშორისო ხელშეკრულების ან/და ტენდერის საფუძველზე, ასევე „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ან/და ამ კანონის მე-3 მუხლით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის მიერ საქონლის ან მომსახურების შესყიდვისათვის დადგენილი სპეციალური წესით შერჩეული საზედამხედველო (საექსპერტო) კომპანიების მიერ ან დამკვეთის სტრუქტურაში არსებული სპეციალური, პროფესიული კადრებით დაკომპლექტებული, სამსახურების მიერ.

ეს გარემოებები გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მიღებისას ადმინისტრაციულ ორგანოს არ შეუსწავლია, ანუ არ დაუდგენია, ხომ არ იყო სახეზე ამ ნორმაში მოცემული რომელიმე პირობა და შესაბამისად ხომ არ არსებობდა მოცემულ ურთიერთობაზე საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №5- დადგენილების 89-ე მუხლის მე-3 პუნქტის გავრცელების გამომრიცხველი გარემოება.

 

6.8. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა. სწორედ საქმის გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე უნდა იქნეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილება მიღებული.

მე-601-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობს მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო საჩივრის ან სარჩელის შემთხვევაში – ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო.

აღნიშნული ნორმებით დადგენილი წესის ის შესაბამისად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ არ გამოიკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და ისე გამოსცა ადმინისტრაციული აქტი, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალურ-სამართლებრივი ადმინისტრაციული აქტი და დაავალოს შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს გამოსცეს ახალი აქტი.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზეა.

ამდენად, საქმის მასალების ანალიზის საფუძველზე სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში გამოყენებულ უნდა იქნეს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით დადგენილი წესი, რამდენადაც ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოიცა საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და სათანადო შეფასების გარეშე, რის შესაბამისად, ბათილად უნდა იქნას ცნობილი ,,სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენის გამო შპს „ბბ----–-----ის“ დაჯარიმების შესახებ“ ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2016 წლის 13 დეკემბრის №4-- დადგენილება და ქ. ბათუმის ვიცე-მერის 2017 წლის 28 თებერვლის №02--- ბრძანება, შპს „ბბ----–-----ის“ ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თაობაზე.

ამასთან, ქ. ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურს უნდა დაევალოს, ამ გადაწყვეტილებაში მითითებული, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი (გადაწყვეტილება), შპს „ბბ----–-----ის“ მიერ ჩადენილ სამშენებლო სამართალდარღვევასთან დაკავშირებით, მშენებლობის ეტაპების დასრულების ოქმების დადგენილი წესით წარუდგენლობის შესახებ.

 

7. საპროცესო ხარჯები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ამ კოდექსის 38-ე მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3 პროცენტს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა;

39-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის მიხედვით, არაქონებრივ დავაზე ბაჟის ოდენობაა 100 ლარი.

მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟი, 100 ლარის ოდენობით წინასწარ არის გადახდილი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხეს უნდა გადახდეს მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი ბაჟის ნაწილი, 50 ლარი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-2, მე-5, 22-ე, 32-ე მუხლებითა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 38-39-ე, 243-244-ე, 247-249-ე, 257-258-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. შპს „ბბ----–-----ის“ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:

2.სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნას ცნობილი ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2016 წლის 13 დეკემბრის №4-- დადგენილება და ქ. ბათუმის ვიცე-მერის 2017 წლის 28 თებერვლის №02--- ბრძანება, შპს ,,ბბ----–-----ის“ ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის ნაწილში.

3.ქ. ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურს დაევალოს, ამ გადაწყვეტილებაში მითითებული, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი (გადაწყვეტილება), შპს ,,ბბ----–-----ი-ს“ მიერ ჩადენილ სამშენებლო სამართალდარღვევასთან დაკავშირებით (მშენებლობის ეტაპების დასრულების ოქმების დადგენილი წესით წარუდგენლობის შესახებ).

 

4.მოპასუხე მხარეს გადახდეს შპს ,,ბბ----–-----ი-ს“ სასარგებლოდ, მოსარჩელე მხარის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი, 50 ლარის ოდენობით.

 

5.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით, მისი ასლის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში/ მისამართი; ქ. ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ. №32, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით /მისამართი: ქ. ბათუმი, ზუბალაშვილის ქ. №30/.

 

მოსამართლე: ჯუმბერ ბეჟანიძე