1. დასახული მიზნების განსახორციელებლად და დაკისრებული ფუნქციების შესასრულებლად სააგენტოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცემა შესაბამისი ქონება.

2. სააგენტოს დაფინანსების წყაროებია:

ა) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი;

ბ) სტანდარტების რეგისტრაციიდან და სააგენტოში რეგისტრირებული სტანდარტების გაყიდვიდან მიღებული შემოსავლები;

გ) მეტროლოგიური საქმიანობიდან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიღებული შემოსავალი;

დ) საქართველოს კანონმდებლობით დაშვებული სხვა შემოსავლები.

3. ამ მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საქმიანობების საფასურების გაანგარიშების წესს ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.

4. ამ მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად განხორციელებული საქმიანობის საფასური დგინდება მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულები