ამ თავის მიზნებისათვის ტერმინებს აქვ ს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) აღიარება – სხვა პირის მიერ დადგენილი შესაბამისობის შეფასების შედეგების აღიარება უფლებამოსილი პირის მიერ;
ბ) ცალმხრივი აღიარება − აღიარება, რომლის მიხედვით ერთი მხარე იღებს ან აღიარებს მეორე მხარის შესაბამისობის შეფასების შედეგებს;
გ) ორმხრივი აღიარება − აღიარება, რომლის მიხედვით თითოეული მხარე იღებს ან აღიარებს მეორე მხარის შესაბამისობის შეფასების შედეგებს;
დ) მრავალმხრივი აღიარება − აღიარება, რომლის მიხედვით ორზე მეტი მხარე აღიარებს ან იღებს თითოეული მხარის შესაბამისობის შეფასების შედეგებს;
ე) სერტიფიკაცია – აკრედიტებული სერტიფიკაციის ორგანოს მიერ პროდუქტის, ფიზიკური პირის (პერსონალის) ან ორგანიზაციის განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა/დადასტურება;
ვ) შესაბამისობის დეკლარაცია – დოკუმენტი, რომლითაც მწარმოებელი ადასტურებს წარმოებული ან/და ბაზარზე განთავსებული პროდუქტის დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობას;
ზ) ტესტირება (გამოცდა) – შესაბამისობის შეფასების ობიექტის ერთი ან მეტი მახასიათებლის განსაზღვრა პროცედურების შესაბამისად;
თ) ინსპექტირება – პროდუქტის საპროექტო დოკუმენტაციის, პროდუქტის, პროცესის ან მონტაჟის განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა ან პროფესიული განსჯის საფუძველზე მისი ზოგად მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა. პროცესის ინსპექტირება შეიძლება მოიცავდეს პირის, ტექნიკური საშუალების, მოწყობილობის, ტექნოლოგიისა და მეთოდოლოგიის შემოწმებას.
საქართველოს 2024 წლის 18 ივლისის კანონი №4373 – ვებგვერდი, 31.07.2024
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 18.07.2024-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 18.07.2024 კანონი №4373
წინა რედაქცია (25.05.2012 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 88. ტერმინთა განმარტება ამ თავის მიზნებისათვის ტერმინებს აქვ ს შემდეგი მნიშვნელობა: ა) აღიარება – სხვა პირის მიერ დადგენილი შესაბამისობის შეფასების შედეგების აღიარება უფლებამოსილი პირის მიერ; ბ) ცალმხრივი აღიარება − აღიარება, რომლის მიხედვით ერთი მხარე იღებს ან აღიარებს მეორე მხარის შესაბამისობის შეფასების შედეგებს; გ) ორმხრივი აღიარება − აღიარება, რომლის მიხედვით თითოეული მხარე იღებს ან აღიარებს მეორე მხარის შესაბამისობის შეფასების შედეგებს; დ) მრავალმხრივი აღიარება − აღიარება, რომლის მიხედვით ორზე მეტი მხარე აღიარებს ან იღებს თითოეული მხარის შესაბამისობის შეფასების შედეგებს; ე) სერტიფიკაცია – აკრედიტებული სერტიფიკაციის ორგანოს მიერ ჩაპროდუქტაის, ფიზიკური პირის (პებურსონალი, ს) ან ორგანიზაციის განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფდასდგების ნატესტაცია ობიექტის შესაბამისობის /დადასტურების მიზნითა; ვ) შესაბამისობის დეკლარაცია – დოკუმენტი, რომლითაც მწარმოებელი ადასტურებს წარმოებული ან/და ბაზარზე განთავსებული პროდუქტის დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობას; ზ) ტესტირება (გამოცდა) – შესაბამისობის შეფასების ობიექტის ერთი ან მეტი მახასიათებლის განსაზღვრა პროცედურების შესაბამისად; თ) ინსპექტირება – პროდუქტის საპროექტო დოკუმენტაციის შემოწმება, პროდუქტის, პროცესის ან მონტაჟის დადგეანისაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენ,ა ან პროფესიული განსჯის საფუძველზე, მისი ზოგად მოთხოვნებთან შესაბამისობის გდადგენსაზღვრა. პროცესის ინსპექტირება შეიძლება მოიცავდეს პირის, ტექნიკური საშუალების, მოწყობილობის, ტექნოლოგიისა და მეთოდოლოგიის შემოწმებას.