შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტებია:

ა) შესაბამისობის დეკლარაცია – დოკუმენტი, რომლითაც მწარმოებელი ადასტურებს შესაბამისობის შეფასების ობიექტის დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობას;

ბ) შესაბამისობის სერტიფიკატი – დოკუმენტი, რომლითაც აკრედიტებული სერტიფიკაციის ორგანო ადასტურებს შესაბამისობის შეფასების ობიექტის დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობას;

გ) ინსპექტირების სერტიფიკატი, ანგარიში ან ოქმი – დოკუმენტი, რომლითაც აკრედიტებული ინსპექტირების ორგანო ადასტურებს ან არ ადასტურებს შესაბამისობის შეფასების ობიექტის დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობას.

საქართველოს 2024 წლის 18 ივლისის კანონი №4373 – ვებგვერდი, 31.07.2024