1. შესაბამისობის ნიშანი მიუთითებს, რომ პროდუქტის შესაბამისობის შეფასება განხორციელებულია და პროდუქტი შეესაბამება მოქმედი ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს.
2. შესაბამისობის ნიშანი პროდუქტზე დაიტანება ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებულ შემთხვევაში და გათვალისწინებული სახით/წესით.
3. შესაბამისობის ნიშანს პროდუქტზე მის ბაზარზე განთავსებამდე დაიტანს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილი პირი.
4. პროდუქტზე შეიძლება დატანილ იქნეს სხვა ნიშანიც, თუ იგი არ გამოიწვევს შესაბამისობის ნიშანთან აღრევას და არ შეამცირებს მის აღქმადობა
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (08.05.2012).
წინა რედაქცია (25.05.2012 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 93. შესაბამისობის ნიშანი 1. შესაბამისობის ნიშანი მიუთითებს, რომ პროდუქტის შესაბამისობის შეფასება განხორციელებულია და პროდუქტი შეესაბამება მოქმედი ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს. 2. შესაბამისობის ნიშანი პროდუქტზე დაიტანება ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებულ შემთხვევაში და გათვალისწინებული სახით/წესით. 3. შესაბამისობის ნიშანს პროდუქტზე მის ბაზარზე განთავსებამდე დაიტანს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილი პირი. 4. პროდუქტზე შეიძლება დატანილ იქნეს სხვა ნიშანიც, თუ იგი არ გამოიწვევს შესაბამისობის ნიშანთან აღრევას და არ შეამცირებს მის აღქმადობას.
საქართველოს კანონი „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“, მუხლი 93, №6157-Iს, 08.05.2012, სარეგისტრაციო კოდი 240110000.05.001.016708 (კონსოლიდირებული რედაქცია 12.06.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1659419/muxli-93/
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს სერვისის გასაუმჯობესებლად და ანალიტიკისთვის (Google Analytics). დეტალური ინფორმაცია