1. ბიზნესოპერატორი, რომელიც ახორციელებს მცენარისა და მცენარეული პროდუქტის წარმოებას, გადამუშავებას ან/და დისტრიბუციას, ვალდებულია:

ა) დაიცვას მცენარე, მცენარეული პროდუქტი, აგრეთვე მცენარის, მცენარეული პროდუქტის წარმოების ადგილი საკარანტინო მავნე ორგანიზმებისაგან;

ბ) არ დაუშვას გამოყენებული პესტიციდებისა და აგროქიმიკატების მავნე ზემოქმედება ადამიანისა და ცხოველის ჯანმრთელობაზე და გარემოზე;

გ) შეასრულოს სააგენტოს მითითებები იმ მავნე ორგანიზმის მასობრივი გავრცელების თავიდან ასაცილებლად, რომელიც საფრთხეს უქმნის მცენარის სიჯანსაღეს;

დ) ითანამშრომლოს შესაბამის უფლებამოსილ ორგანოებთან მავნე ორგანიზმების გავრცელების საწინააღმდეგო, პრევენციული და სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელებისას;

ე) საკარანტინო მავნე ორგანიზმების გამოვლენის ან/და მათ შესახებ ეჭვის არსებობის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს სააგენტოს;

ვ) აწარმოოს მცენარის, მცენარეული პროდუქტის წარმოების ადგილზე მავნე ორგანიზმების გავრცელების თავიდან ასაცილებლად ჩატარებული დაცვითი ღონისძიებების და გამოყენებული მცენარეთა დაცვის საშუალებების აღრიცხვა.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილის „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტები ვრცელდება ოჯახური წარმოების სუბიექტზედაც.

საქართველოს 2014 წლის 17 აპრილის  კანონი №2285 - ვებგვერდი, 02.05.2014წ.

საქართველოს 2017 წლის 15 დეკემბრის კანონი №1754 - ვებგვერდი, 28.12.2017წ.

თავი III2. ვეტერინარული საქმიანობა

საქართველოს 2021 წლის 2 ნოემბრის კანონი №975 – ვებგვერდი, 05.11.2021