1. სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში სახელმწიფო პოლიტიკას ახორციელებენ საქართველოს მთავრობა და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო თავიანთი კომპეტენციების ფარგლებში.
2. სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში სახელმწიფო კონტროლს საქართველოს ტერიტორიაზე ახორციელებს სააგენტო ამ კოდექსის შესაბამისად, სპირტიანი სასმლის, სასოფლო-სამეურნეო წარმოშობის ეთილის სპირტისა და სასოფლო-სამეურნეო წარმოშობის დისტილატის წარმოებისა და გადამუშავების სახელმწიფო კონტროლს (მონიტორინგი, დოკუმენტური შემოწმება, ნიმუშის აღება) − საჯარო სამართლის იურიდიული პირი − ღვინის ეროვნული სააგენტო, ხოლო საქონლის საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებისას − საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − შემოსავლების სამსახური (შემდგომ − სამსახური) ამ კოდექსის, საქართველოს საბაჟო კოდექსისა და სხვა სათანადო ნორმატიული აქტების შესაბამისად.
საქართველოს 2014
წლის 17 აპრილის
კანონი №2285
- ვებგვერდი, 02.05.2014წ.
საქართველოს 2017 წლის 7
დეკემბრის
კანონი №1649
–
ვებგვერდი, 14.12.2017წ.
საქართველოს 2019 წლის 28 ივნისის
კანონი
№4933
- ვებგვერდი, 04.07.2019წ.
საქართველოს 2021 წლის 2 ნოემბრის კანონი №975 – ვებგვერდი, 05.11.2021
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 02.11.2021-ის აქტით. ცვლილება შევიდა 4-ჯერ.
- 02.11.2021 კანონი №975
- 28.06.2019 კანონი №4933
- 07.12.2017 კანონი №1649
- 17.04.2014 კანონი №2285
წინა რედაქცია (25.05.2012 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 19. „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში სახელმწიფო ორგანოთა უფლებამოსილებები და ვალდებულებები 1. სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში სახელმწიფო პოლიტიკას განსაზღვხორავციელებენ საქართველოს მთავრობა და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო თავიანთი კომპეტენციების ფარგლებში. 2. სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში სახელმწიფო კონტროლს საქართველოს ტერიტორიაზე ახორციელებს სააგენტო ამ კოდექსის შესაბამისად, სპირტიანი სასმლის, სასოფლო-სამეურნეო წარმოშობის ეთილის სპირტისა და სასოფლო-სამეურნეო წარმოშობის დისტილატის წარმოებისა და გადამუშავების სახელმწიფო კონტროლს (მონიტორინგი, დოკუმენტური შემოწმება, ნიმუშის აღება) − საჯარო სამართლის იურიდიული პირი − ღვინის ეროვნული სააგენტო, ხოლო საქონლის საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებისას − საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი –− შემოსავლების სამსახური (შემდგომ − სამსახური) ამ კოდექსის, საქართველოს საგბადასახადჟო კოდექსისა და სხვა შესაბთამისი ნადო ნორმატიული აქტების შესაბამისად.