განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 16.03.2018
საქმის ნომერი
330310016001511588
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე, დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე
თარიღი
16.03.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330310016001511588

საქმე №3ბ/1795-17

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

16 მარტი, 2018 წელი ქ. თბილისი

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

თავმჯდომარე - ლევან მურუსიძე

მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, თამარ ონიანი

სხდომის მდივანი - რუსუდან ანდრიაშვილი

 

აპელანტი (მოსარჩელე) – შპს ,,მ---–-"

წარმომადგენელი - მ--------------ა

 

აპელანტი (მოპასუხე) - საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო

წარმომადგენელი - ნ-----------------ძე

 

დავის საგანი _ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილება

 

1. სააპელაციო საჩივრების ავტორთა მოთხოვნა

1.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 2017 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში.

 

1.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 2017 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:

2.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

2.1.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილებით შპს ,,მ---–-ს“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 22 ივლისის №2---- ბრძანება და დაევალა მოპასუხეს შპს ,,მ---–-ს“ 2016 წლის 3 ივნისის ადმინისტრაციულ საჩივარზე არსებითი მსჯელობა. მოპასუხე - საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნულ სააგენტოს მოსარჩელე - შპს ,,მ---–-ს“ სასარგებლოდ დაეკისრა 100 (ასი) ლარის გადახდა ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.

 

2.2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

2.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.1.1. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურდიული პირების რეესტრიდან ამონაწერით დგინდება, რომ შპს ,,მ---–-“ (საიდნტიფიკაციო ნომერი: 4--------) მეწარმე სუბიექტად რეგისტრირებულია 2015 წლის 08 დეკემბრიდან.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (ს.ფ. 55-56);

 

2.1.2. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს დოკუმენტური შემოწმების N0----- აქტის თანახმად, განხორციელდა წ-----------–---–ის ქუჩა N95-ში მდებარე შპს ,,მ---–-ს“ (ს/კ 4--------) ობიექტის დოკუმენტური შემოწმება, რა დროსაც ხორცის სარეალიზაციო ობიექტში აღმოჩენილი იქნა ხბოს ხორცი ვეტერინარული ზედამხედველობის განხორციელების დამადასტურებელი დოკუმენტის - ნიშანდებისა და ფორმა N2-ის გარეშე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს დოკუმენტური შემოწმების N0----- აქტი. (ს.ფ. 75-76)

 

2.1.3 2016 წლის 07 მარტს, სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის სამმართველოს უფლებამოსილი პირის მიერ შპს ,,მ---–-ს“ მიმართ შედგენილ იქნა №0----- ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი (საჯარიმო ქვითარი). ოქმის თანახმად, ქ. თბილისში, წ-----------–---–ის ქ. N95-ში, შპს ,,მ---–-ს“ ხორცის სარეალიზაციო ობიექტში აღმოჩენილ იქნა ხბოს ხორცი ნიშანდებისა და ფორმა N2-ის გარეშე. აღნიშნულ ფაქტზე, სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 66-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, შპს ,,მ---–-“ დაჯარიმდა 1000 ლარის ოდენობით. სამართალდამრღვევი პირის ხელმოწერის გრაფაში მითითებულია, რომ სამართალდამრღვევი პირი ადგილზე არ იმყოფებოდა და საჯარიმო ქვითარი გაეგზავნებოდა ფოსტით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 07 მარტის №0----- ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმი (ს.ფ. 14);

 

2.1.4. სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის სამმართველოს 2016 წლის 11 მარტის გასაგზავნი კორესპოდენციების №14 სიის თანახმად, №0----- ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შპს ,,მ---–ს“ გაეგზავნებოდა მისამართზე: ქ. თბილისი, წ-----------–---–ის N95-ში.

 

სა---------–-----------ის, გზავნილის ძებნის თაობაზე ინფორმაციით 2016 წლის 14 მარტს გზავნილი ჩაბარებულია.

 

სა---------–-----------ის 2016 წლის 08 სექტემბრის N1---------- წერილის თანახმად, შპს ,,სა---------–-----------ა“-ს ელექტრონულ სააღრიცხვო პროგრამაში დაცული მონაცემების მიხედვით, 2016 წლის 1 მარტიდან 2016 წლის 31 მარტის ჩათვლით პერიოდის განმავლობაში, მოქალაქე ჯ---–-თ ჭ--–--ის და შპს ,,მ---–-ს“ (მის: თბილისი, წ-------–------ზ. 95, ბინა 24) სახლზე წერილობითი კორესპონდენციის გაგზავნის შესახებ ინფორმაცია არ არის დაფიქსირებული.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-2016 წლის 11 მარტის გასაგზავნი კორესპოდენციების №14 სია(ს.ფ.71-72);

-სა---------–-----------ის, გზავნილის ძებნის თაობაზე ინფორმაცია (ს.ფ. 73-74);

-სა---------–-----------ის 2016 წლის 08 სექტემბრის N1---------- წერილი (ს.ფ. 25).

 

2.1.5. 2016 წლის 23 მაისს, სსიპ საქართველოს სურსათის ეროვნულ სააგენტოს განცხადებით მიმართა შპს ,,მ---–-ს“ დირექტორმა ჯ---–-თ ჭ--–--ემ და მოითხოვა კომპანიის მიმართ შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის გაუქმება. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 24 მაისის N0------ წერილით, ჯ---–-თ ჭ--–--ის განცხადებაზე დადგენილი იქნა ხარვეზი და კომპანიას მის გამოსასწორებლად მიეცა 10 დღიანი ვადა. რაც, შესრულებულ იქნა და შპს ,,მ---–-ს“ დირექტორის, ჯ---–-თ ჭ--–--ის მიერ საჩივარი 2016 წლის 03 ივნისს სსიპ საქართველოს სურსათის ეროვნულ სააგენტოში შეტანილ იქნა ადმინისტრაციული საჩივრისათვის განკუთვნილი ფორმის დაცვით. საჩივრის ავტორის განმარტებით, შპს ,,მ---–-ს“ წარმომადგენელი, ვის მიმართაც შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი ადგილზე არ იმყოფებოდა და შესაბამისად საქონლის ფაქტობრივი მფლობელობა არ იყო დადგენილი. აგრეთვე, სამართალდარღვევის ოქმი არ ჩაბარებია შპს ,,მ---–-ს“ წარმომადგენელს, ოქმის შედგენამდე და შემდეგ პერიოდში შპს ,,მ---–ს“ ხბოს ხორცის შეძენა-რეალიზაცია არ მოუხდენია, შესაბამისად ოქმში აღნიშნული ხორცი სარეალიზაციოდ არ იყო განკუთვნილი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-შპს ,,მ---–-ს“ დირექტორის ჯ---–-თ ჭ--–--ის 2016 წლის 23 მაისის განცხადება(ს.ფ. 15)

-საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 24 მაისის N0------ წერილი (ს.ფ. 16);

-საჩივარი (ს.ფ. 17);

 

2.1.6. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 22 ივლისის N2---- ბრძანებით შპს ,,მ---–ს“ უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე.

 

საჩივრის განმხილველმა ადმინისტრაციულმა ორგანომ მიუთითა, რომ N0----- ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი სა---------–-----------ის წარმომადგენელს გადაეცა 2016 წლის 11 მარტს. ხოლო, გზავნილი სა---------–-----------ის კურიერის მიერ ჩაბარებულია ადრესატისათვის 2016 წლის 14 მარტს. ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი 10 დღიანი ვადა დამთავრდა 2016 წლის 24 მარტს. ადმინისტრაციული საჩივარი კი წარმოდგენილია 2016 წლის 23 მაისს. შესაბამისად, ვინაიდან დარღვეულია ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი 10 დღიანი ვადა, ამიტომ, შპს ,,მ---–ს“ ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე ეთქვა უარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 22 ივლისის №2---- ბრძანება (ს.ფ. 22-24);

 

2.3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

2.3.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 07 მარტის №0----- (საჯარიმო ქვითარი) და სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 22 ივლისის №2---- ბრძანება წარმოადგენენ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 2.1. ,,დ" მუხლით რეგლამენტირებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს. ამდენად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მათი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან და სადავო სფეროში მოქმედ სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

2.3.2. ,,სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის” 1.2. მუხლის თანახმად, ეს კოდექსი ვრცელდება სურსათის/ცხოველის საკვების, ცხოველის, მცენარის, ცხოველური და მცენარეული პროდუქტების წარმოებაზე, გადამუშავებასა და დისტრიბუციაზე, რომლებიც ხორციელდება საქართველოს ტერიტორიაზე, პირველად წარმოებაზე, ცხოველთა ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე, მცენარეთა სიჯანსაღეზე, ვეტერინარულ პრეპარატებზე, პესტიციდებსა და აგროქიმიკატებზე, აგრეთვე გარემოს დაცვაზე ამ კოდექსის მიზნიდან გამომდინარე.

 

ამავე ნორმის მე-4 ნაწილით, ეს კოდექსი არეგულირებს და განსაზღვრავს: ა) სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის ძირითად პრინციპებსა და მოთხოვნებს; ბ) სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროების სახელმწიფო კონტროლის სახეებს; გ) სურსათის/ცხოველის საკვების, ცხოველის, მცენარის, ცხოველური და მცენარეული პროდუქტების, ვეტერინარული პრეპარატების, პესტიციდებისა და აგროქიმიკატების მიკვლევადობასთან დაკავშირებულ ზოგად მოთხოვნებს წარმოების, გადამუშავებისა და დისტრიბუციის ეტაპებზე; დ) სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში უფლებამოსილი ორგანოების კომპეტენციებს; ე) ბიზნესოპერატორის ვალდებულებებს; ი) ამ კოდექსის მოთხოვნათა დარღვევისათვის შესაბამის პასუხისმგებლობას.

 

კოდექსის მე-19 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში სახელმწიფო პოლიტიკას ახორციელებენ საქართველოს მთავრობა და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, ხოლო მეორე ნაწილის თანახმად, სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში სახელმწიფო კონტროლს საქართველოს ტერიტორიაზე ახორციელებს სააგენტო ამ კოდექსის შესაბამისად.

 

აღნიშნული კოდექსის მე-3 მუხლის „ა-დ“ პუნქტების თანახმად, სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ცხოველთა ჯანმრთელობისა და მცენარეთა დაცვის ძირითადი პრინციპებია: ა) რისკის ანალიზი; ბ) პრევენცია; გ) გამჭვირვალობა; დ) მომხმარებელთა ინტერესების დაცვა. მე-101 მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად კი, მომხმარებელს უნდა მიეწოდოს სურსათთან/ცხოველის საკვებთან, ცხოველთან, მცენარესთან, ცხოველურ და მცენარეულ პროდუქტებთან, ვეტერინარულ პრეპარატთან, პესტიციდთან და აგროქიმიკატთან დაკავშირებული აუცილებელი, უტყუარი, სრული ინფორმაცია, რაც მას სწორი არჩევანის საშუალებას მისცემს. ამ კოდექსის მოთხოვნებიდან გამომდინარე, მომხმარებელი დაცული უნდა იქნეს მოტყუებისა და შეცდომაში შეყვანის მცდელობისაგან.

 

კოდექსის 66-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ხორცის ვეტერინარული ზედამხედველობის განხორციელების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე რეალიზაცია გამოიწვევს ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით და ხორცის ბაზარზე განთავსების აღკვეთას ან/და ბაზარზე უკვე განთავსებული ხორცის გამოთხოვას.

 

მოცემულ შემთხევაში, სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის სამმართველოს უფლებამოსილი პირის მიერ შპს ,,მ---–-ს“ მიმართ შედგენილ იქნა №0----- ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი (საჯარიმო ქვითარი). ოქმის თანახმად, ქ. თბილისში, წ-----------–---–ის ქ. N95-ში, შპს ,,მ---–-ს“ ხორცის სარეალიზაციო ობიექტში აღმოჩენილ იქნა ხბოს ხორცი ნიშანდებისა და ფორმა N2-ის გარეშე. აღნიშნულ ფაქტზე, სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 66-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, შპს ,,მ---–ს“ დაეკისრა ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით.

 

2.3.3. სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის XIII თავი აწესრიგებს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ზემდგომ ორგანოში გასაჩივრების უფლების რეალიზაციასა და საჩივრის განხილვის გადაწყვეტის საკითხებს.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177.1-ე მუხლის შესაბამისად, დაინტერესებულ მხარეს უფლება აქვს გაასაჩივროს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. ამავე კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ი“ ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული საჩივარი არის დაინტერესებული მხარის მიერ უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოში ამ კოდექსით დადგენილი წესით წარდგენილი წერილობითი მოთხოვნა დარღვეული უფლების აღდგენის მიზნით იმავე ან ქვემდგომი ორგანოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად გამოცხადების, შეცვლის ან ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედების განხორციელებისაგან თავის შეკავების შესახებ, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას. ამავე მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დაინტერესებული მხარე არის ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, ადმინისტრაციული ორგანო, რომლებთან დაკავშირებითაც გამოცემულია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, აგრეთვე რომლის კანონიერ ინტერესზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან ადმინისტრაციული ორგანოს ქმედება.

 

ხსენებული კოდექსის 178.1-ე მუხლი ადგენს, რომ თუ კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივარს განიხილავს და გადაწყვეტს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, თუ იქ არსებობს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი თანამდებობის პირის ან სტრუქტურული ქვედანაყოფის ზემდგომი თანამდებობის პირი.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე და 179-ე მუხლების შესაბამისად, ადმინისტრაციული საჩივარზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველს წარმოადგენს წერილობითი ფორმით შედგენილი ადმინისტრაციული საჩივარი.

 

კოდექსის 180-ე მუხლი განსაზღვრავს ადმინისტრაციული საჩივრის შინაარსს. მითითებული მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციულ საჩივარში აღნიშნული უნდა იყოს: ა) ადმინისტრაციული ორგანოს დასახელება, რომელშიც შეიტანება ადმინისტრაციული საჩივარი; ბ) ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენი პირის ვინაობა და მისამართი; გ) იმ ადმინისტრაციული ორგანოს დასახელება, რომლის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მოქმედება საჩივრდება; დ) გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასახელება; ე) მოთხოვნა; ვ) გარემოებანი, რომელთაც ეფუძნება მოთხოვნა; ზ) ადმინისტრაციულ საჩივარზე დართული საბუთების ნუსხა, თუ საჩივარს რაიმე დოკუმენტი დაერთვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენ პირს გადაეცა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ადმინისტრაციულ საჩივარს დაერთვება მისი ასლი.

 

ზემოაღნიშნული სამართლებრივ ნორმათა დანაწესიდან გამომდინარე სასამართლომ მიუთითა, რომ ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენა წარმოშობს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას დაიწყოს ადმინისტრაციული წარმოება, ვალდებულია სრულფასოვნად გამოიყენოს მისთვის ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილება და გადაწყვეტილება მიიღოს კანონით განსაზღვრული პროცედურის ჩატარების მეშვეობით. ამასთან, ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოს კანონით მინიჭებული აქვს უფლება ადმინისტრაციული საჩივრის ფარგლებში კანონით დადგენილი ადმინისტრაციული წარმოების გზით იმსჯელოს საჩივრის ფარგლებში და შეფასება მისცეს გასაჩივრებული აქტის, როგორც ფორმალურ, ისე მატერიალურ კანონიერებას და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.

 

განსახილველ შემთხვევაში, შპს ,,მ---–-ს“ დირექტორმა ჯ---–-თ ჭ--–--ემ გამოიყენა კანონმდებლობით მინიჭებული უფლება, 2016 წლის 23 მაისს სსიპ საქართველოს სურსათის ეროვნულ სააგენტოს მიმართა განცხადებით და მოითხოვა კომპანიის მიმართ შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის გაუქმება. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 24 მაისის N0------ წერილით, ჯ---–-თ ჭ--–--ის განცხადებაზე დადგენილი იქნა ხარვეზი და კომპანიას მის გამოსასწორებლად მიეცა 10 დღიანი ვადა. რაც, შესრულებულ იქნა და შპს ,,მ---–-ს“ დირექტორის, ჯ---–-თ ჭ--–--ის მიერ საჩივარი 2016 წლის 03 ივნისს სსიპ საქართველოს სურსათის ეროვნულ სააგენტოში შეტანილ იქნა ადმინისტრაციული საჩივრისათვის განკუთვნილი ფორმის დაცვით. საჩივრის ავტორის განმარტებით, შპს ,,მ---–-ს“ წარმომადგენელი, ვის მიმართაც შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი ადგილზე არ იმყოფებოდა და შესაბამისად საქონლის ფაქტობრივი მფლობელობა არ იყო დადგენილი. აგრეთვე, სამართალდარღვევის ოქმი არ ჩაბარებია შპს ,,მ---–-ს“ წარმომადგენელს, ოქმის შედგენამდე და შემდეგ პერიოდში შპს ,,მ---–ს“ ხბოს ხორცის შეძენა-რეალიზაცია არ მოუხდენია, შესაბამისად ოქმში აღნიშნული ხორცი სარეალიზაციოდ არ იყო განკუთვნილი.

 

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 22 ივლისის N2---- ბრძანებით შპს ,,მ---–ს“ უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე, შპს ,,მ---–-ს“ მიერ ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი 10 დღიანი ვადის გაშვების გამო;

 

სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 180-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული საჩივარი წარდგენილ უნდა იყოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოქვეყნების ან ოფიციალური წესით გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.

 

სასამართლომ მიუთითა საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2011 წლის 9 აგვისტოს №2-134 ბრძანებით დამტკიცებულ საჯარიმო ქვითრის ფორმის, შევსებისა და წარდგენის წესზე, რომლის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, უფლებამოსილი პირი სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 66-ე მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის საქმეს ადგილზე განიხილავს და დამრღვევს ადგილზე შეუფარდებს ადმინისტრაციულ სახდელს. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, საჯარიმო ქვითარი იმავდროულად წარმოადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს. ამავე წესის მე-3 მუხლის თანახმად, უფლებამოსილი პირის მიერ საჯარიმო ქვითარი ივსება ადგილზე, მიუხედავად იმისა, დამრღვევი ეთანხმება თუ არა საჯარიმო ქვითრის შინაარსსა და მის მიმართ გამოყენებულ პასუხისმგებლობის ზომას. საჯარიმო ქვითარი შედგება ორ ეგზემპლარად, რომელთაგან პირველი ეგზემპლარი რჩება უფლებამოსილ პირთან, ხოლო მეორე ეგზემპლარი გადაეცემა დამრღვევს. იმ შემთხვევაში, როდესაც სამართალდამრღვევი ადგილზე არ იმყოფება, მას საჯარიმო ქვითრის მეორე ეგზემპლარი, ფოსტით ეგზავნება. ხოლო, აღნიშნული წესის მე-8 მუხლის თანახმად, სამართალდამრღვევს, საჯარიმო ქვითრის გასაჩივრება შეუძლია შევსებიდან 10 დღის ვადაში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ოფიციალური გაცნობის წესი მოწესრიგებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 58-ე მუხლით, რომლის პირველი ნაწილით დადგენილია, რომ თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, დაინტერესებული მხარისათვის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ოფიციალური გაცნობა ნიშნავს მისთვის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გადაცემას ან ფოსტის მეშვეობით გაგზავნას. იმავე 58-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილია, რომ ფოსტის მეშვეობით გაგზავნილი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიუღებლობის შემთხვევაში პირს უფლება აქვს მისი ასლი მიიღოს ადმინისტრაციულ ორგანოში. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ასლის გაცემისათვის რაიმე გადასახდელი არ გადაიხდევინება.

 

საქმეში წარმოდგენილი მასალებით დასტურდება, რომ შპს ,,მ---–-ს“ წარმომადგენელი სამართალდარღვევის ოქმის შედგენის დროისათვის ადგილზე არ იმყოფებოდა, რასთან დაკავშირებითაც ოქმში გაკეთებულია შესაბამისი ჩანაწერი, რომ სამართალდამრღვევი პირი ადგილზე არ იმყოფებოდა და საჯარიმო ქვითარი გაეგზავნებოდა ფოსტით. შესაბამისად, ოქმი არ შეიცავს სამართალდამრღვევის ხელმოწერას. დადგენილია, რომ სამართალდარღვევის ოქმი შპს ,,მ---–ს“ გაეგზავნა ფოსტით, სა---------–-----------ის, გზავნილის ძებნის თაობაზე ინფორმაციით კი გზავნილი ჩაბარებულია 2016 წლის 14 მარტს. თუმცა, არ არის მითითებული თუ ვის ჩაბარდა აღნიშნული საჯარიმო ქვითარი და იყო თუ არა უფლებამოსილი პირი. ამასთან, საქმეში წარმოდგენილი სა---------–-----------ის 2016 წლის 08 სექტემბრის N1---------- წერილის თანახმად, შპს ,,სა---------–-----------ა“-ს ელექტრონულ სააღრიცხვო პროგრამაში დაცული მონაცემების მიხედვით, 2016 წლის 1 მარტიდან 2016 წლის 31 მარტის ჩათვლით პერიოდის განმავლობაში, მოქალაქე ჯ---–-თ ჭ--–--ის და შპს ,,მ---–-ს“ (მის: თბილისი, წ-------–------ზ. 95, ბნ 24) სახლზე წერილობითი კორესპონდენციის გაგზავნის შესახებ ინფორმაცია არ არის დაფიქსირებული. სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმეში არ მოიპოვება კანონით დადგენილი წესით მოპოვებული მტკიცებულებები, რომლითაც უტყუარად დაადასტურებდა, სამართალდამრღვევისათვის სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 07 მარტის №0----- ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმის ჩაბარების ფაქტი.

 

2.3.4. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერსს ან უკანონოდ ზღუდავს მას.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ შპს ,,მ---–-ს“ მიერ არ იქნა გაშვებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის გასაჩივრების კანონით დადგენილი 10 დღიანი ვადა, რის გამოც ბათილად უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 22 ივლისის №2---- ბრძანება და უნდა დაევალოს მოპასუხეს შპს ,,მ---–-ს“ 2016 წლის 3 ივნისის ადმინისტრაციულ საჩივარზე არსებითად მსჯელობა.

 

2.3.5. რაც შეეხება, სასარჩელო მოთხოვნას საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 07 მარტის №0----- საჯარიმო ქვითარის (ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი) გაუქმების შესახებ, სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 22 ივლისის №2---- ბრძანების ბათილად ცნობისა და მოპასუხისათვის შპს ,,მ---–-ს“ 2016 წლის 3 ივნისის ადმინისტრაციულ საჩივარზე არსებითად მსჯელობის დავალების პირობებში, ამ ეტაპზე გამორიცხავს მოთხოვნის ამ ნაწილში სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებას.

 

3. სააპელაციო საჩივრების სამართლებრივი საფუძვლები:

3.1. შპს ,,მ---–-ს" სააპელაციო საჩივრის სამართლებრივი საფუძვლები:

3.1.1. აპელანტს მიაჩნია, რომ სახეზე იყო საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 07 მარტის №0----- საჯარიმო ქვითარის (ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი) გაუქმების საფუძველი.

 

3.2. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივრის სამართლებრივი საფუძვლები:

 

3.2.1. აპელანტს მიაჩნია, რომ სახეზე არ არის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, რის გამოც მიღებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, შეამოწმა გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივრებში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

აქვე პალატა განმარტავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად. ამასთან, დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლების ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს დაეთანხმნონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე.

 

4.1. ფაქტობრივი დასაბუთება:

4.1.1. სააპელაციო სასამართლო სრულად ეთანხმება თბილისის საქალაქო სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც იზიარებს სააპელაციო პალატაც.

 

4.2. სამართლებრივი დასაბუთება:

4.2.1. სააპელაციო სასამართლო ასევე სრულად იზიარებს და ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით პალატა მიუთითებს მათზე და დამატებით აღნიშნავს შემდეგს:

 

პალატა განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერსს ან უკანონოდ ზღუდავს მას.

 

სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სადავო შემთხვევაში, ადგილი აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, ვინაიდან გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არ აკმაყოფილებს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების კრიტერიუმებს. პალატის დასკვნით, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ, მართებულად იქნა ბათილად ცნობილი საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 22 ივლისის №2---- ბრძანება.

 

სააპელაციო პალატა დამატებით განმარტავს, რომ ადმინისტრაციული მართლმსაჯულების მეშვეობით პირი ახდენს თავისი სუბიექტური უფლების სასამართლოსადმი მიმართვის შესაძლებლობის რეალიზაციას, ხოლო სასამართლო ამოწმებს ადმინისტრაციის მოქმედების კანონიერებას. ყოველი კონკრეტული საქმის გადაწყვეტა სასამართლოში დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოქმნილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებულ ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს იურიდიული ფაქტების საფუძველზე. ე.ი. ისეთი ფაქტების საფუძველზე, რომლებსაც სამართლის ნორმა უკავშირებს გარკვეულ იურიდიულ შედეგს.

 

სააპელაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერებასა და დასაბუთებულობას ამოწმებს, როგორც ფაქტობრივი, ისე სამართლებრივი თვალსაზრისით, ანუ საქმეს განიხილავს, როგორც ფაქტობრივი გარემოებების დადგენის, ისე მათი სამართლებრივი შეფასების კუთხით. სააპელაციო სასამართლოს უფლება აქვს დაადგინოს ახალი ფაქტები, ხოლო საქმის მონაწილე პირებს უფლება აქვთ პირველ ინსტანციაში უკვე განხილულთან ერთად სააპელაციო სასამართლოში წარადგინონ ახალი მტკიცებულებები.

 

დადგენილია, რომ სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის სამმართველოს უფლებამოსილი პირის მიერ შპს ,,მ---–-ს“ მიმართ შედგენილ იქნა №0----- ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი (საჯარიმო ქვითარი). ოქმის თანახმად, ქ. თბილისში, წ-----------–---–ის ქ. N95-ში, შპს ,,მ---–-ს“ ხორცის სარეალიზაციო ობიექტში აღმოჩენილ იქნა ხბოს ხორცი ნიშანდებისა და ფორმა N2-ის გარეშე. აღნიშნულ ფაქტზე, სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 66-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, შპს ,,მ---–ს“ დაეკისრა ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით.

 

შპს ,,მ---–-ს“ დირექტორმა ჯ---–-თ ჭ--–--ემ გამოიყენა კანონმდებლობით მინიჭებული უფლება, 2016 წლის 23 მაისს სსიპ საქართველოს სურსათის ეროვნულ სააგენტოს მიმართა განცხადებით და მოითხოვა კომპანიის მიმართ შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის გაუქმება. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 24 მაისის N0------ წერილით, ჯ---–-თ ჭ--–--ის განცხადებაზე დადგენილი იქნა ხარვეზი და კომპანიას მის გამოსასწორებლად მიეცა 10 დღიანი ვადა. შპს ,,მ---–-ს“ დირექტორის, ჯ---–-თ ჭ--–--ის მიერ საჩივარი 2016 წლის 03 ივნისს სსიპ საქართველოს სურსათის ეროვნულ სააგენტოში შეტანილ იქნა ადმინისტრაციული საჩივრისათვის განკუთვნილი ფორმის დაცვით.

 

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 22 ივლისის N2---- ბრძანებით შპს ,,მ---–ს“ უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე, შპს ,,მ---–-ს“ მიერ ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი 10 დღიანი ვადის გაშვების გამო;

 

დადგენილია ისიც, რომ შპს ,,მ---–-ს“ წარმომადგენელი სამართალდარღვევის ოქმის შედგენის დროისათვის ადგილზე არ იმყოფებოდა, რასთან დაკავშირებითაც ოქმში გაკეთებულია შესაბამისი ჩანაწერი, რომ სამართალდამრღვევი პირი ადგილზე არ იმყოფებოდა და საჯარიმო ქვითარი გაეგზავნებოდა ფოსტით. შესაბამისად, ოქმი არ შეიცავს სამართალდამრღვევის ხელმოწერას. დადგენილია, რომ სამართალდარღვევის ოქმი შპს ,,მ---–ს“ გაეგზავნა ფოსტით, სა---------–-----------ის, გზავნილის ძებნის თაობაზე ინფორმაციით კი გზავნილი ჩაბარებულია 2016 წლის 14 მარტს. თუმცა, არ არის მითითებული თუ ვის ჩაბარდა აღნიშნული საჯარიმო ქვითარი და იყო თუ არა უფლებამოსილი პირი. ამასთან, საქმეში წარმოდგენილი სა---------–-----------ის 2016 წლის 08 სექტემბრის N1---------- წერილის თანახმად, შპს ,,სა---------–-----------ა“-ს ელექტრონულ სააღრიცხვო პროგრამაში დაცული მონაცემების მიხედვით, 2016 წლის 1 მარტიდან 2016 წლის 31 მარტის ჩათვლით პერიოდის განმავლობაში, მოქალაქე ჯ---–-თ ჭ--–--ის და შპს ,,მ---–-ს“ (მის: თბილისი, წ-------–------ზ. 95, ბნ 24) სახლზე წერილობითი კორესპონდენციის გაგზავნის შესახებ ინფორმაცია არ არის დაფიქსირებული.

 

მოცემული ფაქტობრივი გარემოებების შეფასების შედეგად, პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას, რომ საქმეში არ მოიპოვება კანონით დადგენილი წესით მოპოვებული მტკიცებულებები, რომლითაც უტყუარად დაადასტურებდა, სამართალდამრღვევისათვის სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 07 მარტის №0----- ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმის ჩაბარების ფაქტი.

 

სააპელაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ხოლო მე-2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

 

პალატა განმარტავს, იმისათვის რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყოს კანონშესაბამისი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მნიშვნელოვანი და სავალდებულო წინაპირობაა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება, შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება ამ გარემოებათა შეფასების შედეგად, იმისათვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული ადმინისტრაციული ორგანოს დაუსაბუთებელი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღება.

 

მოცემულ შემთხვევაში, იმ პირობებში, როდესაც არ დასტურდება, რომ შპს ,,მ---–-ს“ მიერ გაშვებულია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის გასაჩივრების კანონით დადგენილი 10 დღიანი ვადა, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 22 ივლისის №2---- ბრძანება და უნდა დაევალოს მოპასუხეს შპს ,,მ---–-ს“ 2016 წლის 3 ივნისის ადმინისტრაციულ საჩივარზე არსებითად მსჯელობა.

 

4.2.2. რაც შეეხება, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 07 მარტის №0----- საჯარიმო ქვითარის (ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი) გაუქმების მოთხოვნას, პალატა განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენა წარმოშობს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას დაიწყოს ადმინისტრაციული წარმოება. ამასთან, ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოს კანონით მინიჭებული აქვს უფლება ადმინისტრაციული საჩივრის ფარგლებში კანონით დადგენილი ადმინისტრაციული წარმოების გზით იმსჯელოს საჩივრის ფარგლებში და შეფასება მისცეს გასაჩივრებული აქტის, როგორც ფორმალურ, ისე მატერიალურ კანონიერებას და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება. მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მოპასუხეს დაევალა ადმინისტრაციულ საჩივარზე არსებითად მსჯელობა, შესაბამისად, მოცემულ ეტაპზე არ არსებობს მოთხოვნის ამ ნაწილში სასარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობები.

 

მოცემულ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მოხმობილი სამართლებრივი ნორმების ურთიერთშეჯერების შედეგად, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აპელანტთა მიერ ვერ იქნა გაბათილებული პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი გარემოებები და სამართლებრივი დასკვნები, რისი გათვალისწინებითაც არ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

5.1. ზემოაღნიშნული გარემოებების ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივრებში მითითებული გარემოებები არ ქმნიან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას. პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი, რის გამოც არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები.

 

6. საპროცესო ხარჯები:

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, ხოლო მოპასუხე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება მოსარჩელეს, რომელიც არ არის განთავისუფლებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასარჩელო მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომლის დაკმაყოფილებაზედაც მას უარი ეთქვა. ამავე კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელწიფო ბაჟი.

 

მოცემულ შემთხვევაში, პალატა მიიჩნევს, რომ აპელანტთა მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გაახდილი 150-150 ლარი, უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-12, 34-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 389-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. შპს ,,მ---–-სა” და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილება.

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32), დასაბუთებული განჩინების მხარეთათვის გადაცემიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა).

 

თავმჯდომარე ლევან მურუსიძე

 

მოსამართლეები ნინო ქადაგიძე

 

თამარ ონიანი