მაჭახელას ეროვნული პარკის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
15.05.2012 ბოლო ცვლილება 15.07.2020
გამომცემი ორგანო
ნომერი
№6179-რს
სარეგისტრაციო კოდი
360060000.05.001.016742
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 29/05/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (3)

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კანონი

მაჭახელას ეროვნული პარკის შესახებ

    მუხლი 1.  ძირითადი დებულებანი

1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უნიკალური ბიოლოგიური და ლანდშაფტური მრავალფეროვნების შენარჩუნების, კოლხური ტყეების ეკოსისტემების გრძელვადიანი დაცვის, ეკოლო­გიური უსაფრთხოებისა და ბუნებრივ გარემოში ტურისტული და რეკრეაციული საქმიანობის განვითარების უზრუნველყოფის მიზნით ხელვაჩაურისა და ქედის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული საზღვრების ფარგლებში მოქცეულ სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებს, რომელთა საერთო ფართობია 8733 ჰექტარი, მიენიჭოს დაცული ტერიტორიის კატეგორიის – ეროვნული პარკის – სტატუსი და ეწოდოს მაჭახელას ეროვნული პარკი.

2. მაჭახელას ეროვნული პარკის საერთო ფართობისათვის მიკუთვნებული ტერიტორია იყოფა შემდეგ ბუნებრივ-გეოგრაფიულ ნაწილებად:

ა) მაჭახელას ეროვნული პარკის ჩრდილოეთი ნაწილი – მისი საერთო ფართობია 2945 ჰექტარი. ჩრდილოეთი ნაწილი მდებარეობს ხელვაჩაურისა და ქედის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული საზღვრების ფარგლებში მოქცეულ სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებზე და მოიცავს:

ა.ა) ხელვაჩაურის ყოფილი სატყეო მეურნეობის მაჭახელას სატყეოს №2 კვარტალის №10 და №№12−13 ლიტერებსა და №№3−11 კვარტალებს – სულ 1500 ჰექტარს;

ა.ბ) ხელვაჩაურის ყოფილი სამეურნეობათაშორისო სატყეო მეურნეობის აჭარისწყლის ტყის უბნის №12 კვარტალის №4 ლიტერის ნაწილსა და №5 ლიტერს, №16 კვარტალის №1 და №2 ლიტერების ნაწილსა და №3, №3 და №5 ლიტერებს – სულ 81 ჰექტარს;

ა.გ) ხელვაჩაურის ყოფილი სამეურნეობათაშორისო სატყეო მეურნეობის ქედქედის ტყის უბნის №№1−6 კვარტალების ნაწილს – სულ 201 ჰექტარს;

ა.დ) ხელვაჩაურის ყოფილი სამეურნეობათაშორისო სატყეო მეურნეობის ჩხუტუნეთის ტყის უბნის №№1−6 კვარტალების ნაწილს, №7 კვარტალს, №№8−9, №№13−14, №16 და №20 კვარტალების ნაწილსა და №№21−22 კვარტალებს – სულ 1028 ჰექტარს;

ა.ე) ქედის ყოფილი სამეურნეობათაშორისო სატყეო მეურნეობის  დოლოგნის ტყის უბნის №32 კვარტალის №6 ლიტერის ნაწილს, №33 კვარტალის №1, №3, №№4−4, №№5−5 და №6 ლიტერებს, №36 კვარტალის №№1−2ა  და №№3−4 ლიტერების ნაწილსა და №№5−5, №№6−6 და №7 ლიტერებს – სულ 135 ჰექტარს;

ბ) მაჭახელას ეროვნული პარკის სამხრეთი ნაწილი – მისი საერთო ფართობია 5788 ჰექტარი. სამხრეთი ნაწილი მდებარეობს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრების ფარგლებში მოქცეულ სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებზე და მოიცავს:

ბ.ა) ხელვაჩაურის ყოფილი სატყეო მეურნეობის მაჭახელას სატყეოს №№12−29 კვარტალებს – სულ 2809 ჰექტარს;

ბ.ბ) ხელვაჩაურის ყოფილი სამეურნეობათაშორისო სატყეო მეურნეობის კირნათის ტყის უბნის №13 კვარტალის ნაწილს, №14 კვარტალს, №15 კვარტალის ნაწილსა და №№16−19 კვარტალებს – სულ 660 ჰექტარს;

ბ.გ) ხელვაჩაურის ყოფილი სამეურნეობათაშორისო სატყეო მეურნეობის ქედქედის ტყის უბნის №№7−19 კვარტალების ნაწილსა და №15 კვარტალს – სულ 1099 ჰექტარს;

ბ.დ) ხელვაჩაურის ყოფილი სამეურნეობათაშორისო სატყეო მეურნეობის ჩხუტუნეთის ტყის უბნის №№10−12, №15, №№17−19 და №№23−27 კვარტალების ნაწილსა და №№28−30 კვარტალებს – სულ 1220 ჰექტარს.

3. მაჭახელას ეროვნული პარკის საერთო ფართობისათვის მიკუთვნებული სახელმწიფო ტყის ფონდის მიწების სატყეო და სამეურნეობათაშორისო სატყეო მეურნეობების, სატყეოების/ტყის უბნების, კვარტალებისა და ლიტერების, რომლებიც ამ მუხლის მე-2 პუნქტითაა განსაზღვრული, მიხედვით აღწერის საფუძველია:

ა) ხელვაჩაურის ყოფილი სატყეო მეურნეობისათვის – ხელვაჩაურის სატყეო მეურნეობის ტყის მეურნეობის ორგანიზებისა და განვითარების 1997–2007 წლებისათვის შედგენილი გეგმის პროექტი; 

ბ) ხელვაჩაურის ყოფილი სამეურნეობათაშორისო სატყეო მეურნეობისათვის – ხელვაჩაურის სამეურნეობათაშორისო სატყეო მეურნეობის ტყის მეურნეობის ორგანიზებისა და განვითარების 1983–1993 წლებისათვის შედგენილი გეგმის პროექტი;

გ) ქედის ყოფილი სამეურნეობათაშორისო სატყეო მეურნეობისათვის – ქედის სამეურნეობათაშორისო სატყეო მეურნეობის ტყის მეურნეობის ორგანიზებისა და განვითარების 1983–1993 წლებისათვის შედგენილი გეგმის პროექტი.

    მუხლი 2. მაჭახელას ეროვნული პარკის მდებარეობა

მაჭახელას ეროვნული პარკის ტერიტორიის გარე პერიმეტრი მდებარეობს შემდეგ გეოგრაფიულ კოორდინატებში:

ა) ჩრდილოეთი ბუნებრივ-გეოგრაფიული ნაწილისა:

 

X

Y

X

Y

X

Y

1

726980

4599912

16

740096

4599904

31

734736

4601023

2

728317

4600454

17

740114

4599410

32

733803

4600650

3

735335

4601702

18

739439

4599016

33

733763

4601221

4

741206

4601751

19

739411

4598769

34

733591

4600671

5

745791

4600356

20

738649

4598485

35

733577

4601288

6

741535

4596120

21

738365

4599250

36

731870

4600892

7

741139

4596373

22

737875

4599258

37

731016

4600481

8

740858

4596365

23

737558

4600030

38

730060

4600313

9

739942

4596572

24

737068

4599409

39

729427

4599710

10

740186

4597302

25

736241

4599970

40

729239

4599950

11

739252

4598137

26

736016

4599731

41

728796

4600190

12

740340

4598917

27

735292

4600288

42

728436

4599766

13

741391

4599370

28

735062

4599888

43

728104

4599827

14

741443

4599887

29

735216

4599474

44

728081

4599633

15

740721

4600089

30

733913

4600194

 

 

 

 

ბ) სამხრეთი ბუნებრივ-გეოგრაფიული ნაწილისა:

 

X

Y

X

Y

X

Y

45

726339

4594917

60

735268

4595307

75

738567

4596507

46

728251

4596390

61

734966

4596256

76

738606

4595487

47

728086

4597093

62

735167

4596656

77

738846

4595431

48

728647

4597922

63

734414

4597700

78

738863

4595687

49

729651

4598103

64

735524

4598142

79

739566

4595735

50

730179

4597657

65

735708

4598712

80

740263

4595686

51

731177

4598793

66

736308

4598587

81

741064

4596007

52

732191

4598927

67

736541

4598145

82

740827

4595763

53

732261

4599629

68

736911

4597524

83

741190

4596035

54

733333

4599012

69

736973

4597927

84

741335

4596039

55

733159

4598528

70

737851

4597776

85

741522

4595912

56

733593

4597878

71

737132

4597254

86

741444

4596040

57

733339

4597383

72

737743

4597394

87

741525

4596045

58

733483

4597069

73

738091

4597423

 

 

 

59

734041

4596711

74

738318

4596527

 

 

 

    მუხლი 3. მაჭახელას ეროვნული პარკის დაცვისა და გამოყენების რეჟიმი

1. მაჭახელას ეროვნული პარკის დაცვისა და გამოყენების რეჟიმი განისაზ­ღვრება საქართველოს კანონმდებლობისა და მაჭახელას ეროვნული პარკის მენეჯმენტის გეგმის შესაბამისად.

2. მაჭახელას ეროვნული პარკის საერთო ფართობისათვის მიკუთვნებული სახელმწიფო ტყის ფონდის მიწები სახელმწიფოს საკუთრებაა და გასხვისებას არ ექვემდებარება.

3. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და მაჭახელას ეროვნული პარკის მენეჯმენტის გეგმის შესაბამისად მაჭახელას ეროვნული პარკის ტერიტორიაზე დასაშვებია ბუნებრივი რესურსებით (გარდა წიაღისა) რაციონალური სარგებლობა, მაჭახელას ეროვნული პარკის მიმდებარე თემებში შემავალი დასახლებული პუნქტების მოსახლეობის საჭიროებათა გათვალისწინებით.

4. მაჭახელას ეროვნული პარკის ტერიტორიაზე აკრძალულია წიაღით სარგებლობა და სამონადირეო მეურნეობის მოწყობა.

    მუხლი 4. მაჭახელას ეროვნული პარკის მართვა

1. მაჭახელას ეროვნული პარკის სახელმწიფო მართვა ხორციელდება „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

2. სხვა სახელმწიფო უწყებები და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები მაჭახელას ეროვნული პარკის მართვაში მონაწილეობენ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, ეროვნული პარკის მართვის ორგანოსთან კოორდინირებული მოქმედების საფუძველზე.

    მუხლი 5. მაჭახელას ეროვნული პარკის შექმნასთან დაკავშირებული  მიწათ ­სარ ­გებლობისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობასთან დაკავშირებული საკითხები

ეს კანონი არ ვრცელდება მაჭახელას ეროვნული პარკის ამ კანონით დადგენილი საზღვრების ფარგლებში ამავე კანონის ამოქმედებამდე არსებულ:

ა) ქონებრივ ურთიერთობებზე (მიწის ნაკვეთების ყიდვა-გაყიდვის, უზუფრუქტის, აღნაგობის, ქირავნობის, გაცვლის, გაჩუქების, მემკვიდრეობით გადაცემის, იპოთეკისა და იჯარით გაცემის შემთხვევებში არსებულ ურთიერთობათა ჩათვლით);

ბ) ბუნებრივი რესურსებით სარგებლობასთან დაკავშირებულ ურთიერ­თო­ბე­ბ­ზე.

    მუხლი 6. გარდამავალი დებულებანი

1. მაჭახელას ეროვნული პარკის ტერიტორიის ინვენტარიზაცია (მიწის ფართობის საზღვრების ნატუ­რაში გამიჯვნა და საბოლოო დაზუსტება) და სამიწათმოწყობო დოკუმენტაციის მომზადების სამუშაოები ხორციელდება საქართველოს კანონმდებ­ლობის შესაბამისად.

2. მაჭახელას ეროვნული პარკის მენეჯმენტის გეგმის (რომელშიც გათვალის­წინებული უნდა იყოს ამ კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნა) ამოქმედებამდე მაჭახელას ეროვნული პარკის საზღვრების ფარგლებში მოქცეულ ტყის ფონდის მიწებზე არსებულ ტყეებში (ტყით დაფარულ ფართობებზე) დასაშვებია მაჭახელას ეროვნული პარკის მიმდებარე თემებში შემავა­ლი დასახ­ლებული პუნქტების მოსახლეობის საჭიროებისათვის საშეშე მერქნის დამზადება, აგრეთვე ტყის არამერქნული რესურსებით, ტყის მერქნიანი მცენარეების პროდუქ­ტებითა და ხის მეორეხარისხოვანი მასალებით სარგებლობა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

    მუხლი 7. დასკვნითი დებულება

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი                                       მიხეილ სააკაშვილი

თბილისი,

2012 წლის 15 მაისი.

№6179-რს