ვალუტის გადამცვლელი პუნქტებისათვის რეგისტრაციის გაუქმების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის
განკარგულება №668
2012 წლის 28 მაისი
ქ. თბილისი
ვალუტის გადამცვლელი პუნქტებისათვის რეგისტრაციის გაუქმების შესახებ
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, ამავე კანონის 50-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 61 -ე მუხლის, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 20 12 წლის 7 თებერვლის №27/04 ბრძანებით დამტკიცებული „ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების წესის“ მე -4 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 9 ივლისის №99/01 ბრძანების საფუძველზე:
1. დანართი №1-ის შესაბამისად,ვალუტის გადამცვლელ პუნქტებს გაუუქმდეს რეგისტრაცია , დანართში მითითებული სალიცენზიო ნომრების მიხედვით;
2. განკარგულება, ვალუტის გადამცვლელი პუნქტებისათვის რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში ” და განთავსდეს საქართველოს ეროვნული ბანკის საიტზე;
3. აღნიშნული განკარგულების გასაჩივრება შეიძლება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე -12 კმ. , №6), მხარისათვის მისი ოფიციალურად გაცნობიდან ერთი თვის ვადაში;
4. განკარგულება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.
არასაბანკო დაწესებულებების
ზედამხედველობის დეპარტამენტის
უფროსის მოვალეობის შემსრულებელი გ . მამათელაშვილი
დანართი №1
| № | ლიცენზიის ნომერი | დასახელება | ორგანიზაციულ - სამართლებრივი ფორმა |
| 1 | 02-1/0005 | ზაურ ბერიძე | ინდ. მეწარმე |
| 2 | 02-2/0024 | ბესო | შპს |
| 3 | 02-1/0017 | თემურ ავალიანი | ინდ. მეწარმე |
| 4 | 02-1/0039 | დავით ბერიძე | ინდ. მეწარმე |
| 5 | 0220095 | სულიკო ხავლოშვილი | ინდ. მეწარმე |
| 6 | 0220122 | ნანა გაბაიძე | ინდ. მეწარმე |
| 7 | 0220127 | გენადი ბერიძე | ინდ. მეწარმე |
| 8 | 0220137 | ზვიად ბოლქვაძე | ინდ. მეწარმე |
| 9 | 0220140 | ელეონორა ზაიცევა | ინდ. მეწარმე |
| 10 | 0230146 | MN დავითაძე და სხვები | სპს |
| 11 | 0220156 | ასლან ჯიხაძე | ინდ. მეწარმე |
| 12 | 0420109 | ლეონტი უგრეხელიძე | ინდ. მეწარმე |
| 13 | 0920001 | ნაზი ქაქუჩია | ინდ. მეწარმე |
| 14 | 0920005 | ინგა ფუტკარაძე | ინდ. მეწარმე |
| 15 | 05-1/0006 | გივი გიგაური | ინდ. მეწარმე |
| 16 | 0820003 | კოჯოიანი ედვარდი | ინდ. მეწარმე |
| 17 | 0820005 | კოჯოიანი ედვარდი | ინდ. მეწარმე |
| 18 | 0130969 | შეფ ყოფილი თუნთი | შპს |
| 19 | 01-1/0012 | დავით შაფათავა | ი.მ. |