რიგ საწარმოებსა და ორგანიზაციებზე რიცხულ ვადაგადაცილებულ საგადასახადო და სასესხო დავალიანებათა შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№23
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 2, 24/02/2005
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №23

2005 წლის 24 თებერვალი

ქ. თბილისი

რიგ საწარმოებსა და ორგანიზაციებზე რიცხულ ვადაგადაცილებულ საგადასახადო და სასესხო დავალიანებათა შესახებ

1. ,,საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ“საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ა“ქვეპუნქტის თანახმად, მიღებულ იქნეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შექმნილი ვადაგადაცილებულ საგადასახადო და სასესხო დავალიანებათა რესტრუქტურიზაციის მიზანშეწონილობის საკითხის შემსწავლელი კომისიის წინადადება და განხორციელდეს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება აეროპორტ ,,კოლხას“მიმართ რიცხული ვადაგადა ი ცლებული საგადასახადო დავალიანების რესტრუქტურიზაცია. რესტრუქტურიზაციის პირობები განისაზღვროს ,,საგადასახადო დავალიანებებისა და სახელ-მწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ“საქართველოს კანონის მე-4 მუხლის შესაბამისი ნორმებით, დანართის მიხედვით.

2. ,,საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ~ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ბ“ქვეპუნქტის შესაბამისად, როგორც უიმედო სასესხო დავალიანება, საქართველოს პურპროდუქტების სახელმწიფო-სააქციო კომერციულ კორპორაციას ჩამოეწეროს:

ა) საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის აპარატის 1993 წლის 29 ოქტომბრის № 2139 საოქმო გადაწყვეტილების საფუძველზე გამოყოფილი სესხი (11784625 აშშ დოლარი), სარგებელი (1074806 აშშ დოლარი) და განკარგულების ამოქმედების დღისათვის რიცხული საურავი;

ბ) საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის 1995 წლის 27 ივლისის № 497 განკარგულების საფუძველზე გამოყოფილი სესხი (2737783 აშშ დოლარი), სარგებელი (250000 აშშ დოლარი) და განკარგულების ამოქმედების დღისათვის რიცხული საურავი.

3. ,,საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ“საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ბ“ქვეპუნქტის შესაბამისად, როგორც უიმედო სასესხო დავალიანება, სს ,,ჭიჭნაურს“ჩამოეწეროს საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 3 მაისის № 328 განკარგულების საფუძველზე გამოყოფილი სესხი (300000 ლარი), სარგებელი (84600 ლარი) და მისი გაკოტრების დასრულების დღისათვის რიცხული საურავი.

4. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (ა. ალექსიშვილი) მოახდინოს საქართველოს პურპროდუქტების სახელმწიფო-სააქციო კომერციული კორპორაციის ბალანსზე რიცხული ქონების ინვენტარიზაცია და ბალანსზე აღება.

5. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                                ზ. ნოღაიდელი

 

დანართი

რიგ საწარმოებსა და ორგანიზაციებზე რიცხულ ვადაგადაცილებულ საგადასახადო და სასესხო დავალიანებათა შესახებ

 

№

საწარმოს

დასახელება

დავალიანების

სახე

რესტრუქ-ტურიზაციის დაწყების

თარიღი

რესტრუქტურიზაციის

დაწყების

თარიღისათვის

არსებული

ვადაგადაცილებული საგადასახადო

და სასესხო

დავალიანებები

(ლარობით)

 

რესტრუქტურიზაციის პერიოდი

 

 

 

 

ს უ ლ

მათ შორის

 

 

გაყინვის

პერიოდი

 

 

გადავადების

პერიოდი

1

2

3

4

5

6

7

 8

1.

შპს აეროპორტი

,,კოლხა “

 (სენაკი)

 

საგადასახადო

 

01.10.2004

 

382332

5 წელი

(01.10.2004წ-დან

01.10.2009წ-მდე)

2 წელი

(01.10.2004წ-დან

01.10.2006წ-მდე)

3 წელი

(01.10.2006წ-დან

01.10.2009წ-მდე)

 

 

 

      

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „რიგ საწარმოებსა და ორგანიზაციებზე რიცხულ ვადაგადაცილებულ საგადასახადო და სასესხო დავალიანებათა შესახებ“?
დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „რიგ საწარმოებსა და ორგანიზაციებზე რიცხულ ვადაგადაცილებულ საგადასახადო და სასესხო დავალიანებათა შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 24.02.2005.
როდის იქნა მიღებული „რიგ საწარმოებსა და ორგანიზაციებზე რიცხულ ვადაგადაცილებულ საგადასახადო და სასესხო დავალიანებათა შესახებ“?
„რიგ საწარმოებსა და ორგანიზაციებზე რიცხულ ვადაგადაცილებულ საგადასახადო და სასესხო დავალიანებათა შესახებ“ მიღებულია 24.02.2005. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №23. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00(0).000.000000.
სად არის „რიგ საწარმოებსა და ორგანიზაციებზე რიცხულ ვადაგადაცილებულ საგადასახადო და სასესხო დავალიანებათა შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 24.02.2005 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის განკარგულება „რიგ საწარმოებსა და ორგანიზაციებზე რიცხულ ვადაგადაცილებულ საგადასახადო და სასესხო დავალიანებათა შესახებ“, №23, 24.02.2005, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 24.02.2005). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2054150/