რიგ საწარმოებზე რიცხული საგადასახადო და სასესხო დავალიანებების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№806
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.00.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 0, 30/10/2009
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №806

2009 წლის 30 ოქტომბერი

ქ. თბილისი

რიგ საწარმოებზე რიცხული საგადასახადო და სასესხო დავალიანებების შესახებ

 1. ,,საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, მიღებულ იქნეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შექმნილი ვადაგადაცილებული საგადასახადო და სასესხო დავალიანებების რესტრუქტურიზაციის მიზანშეწონილობის საკითხის შემსწავლელი კომისიის წინადადება და განხორციელდეს:

ა) ,,საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-7 პუნქტის საფუძველზე – შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებებზე: ,,მტკვარი-მ-ზე’’, ,,იმკ-91-სა’’ და სააქციო საზოგადოება ,,ნიკორაზე’’ რიცხული ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანებების რესტრუქტურიზაცია;

ბ) ,,საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-7 პუნქტისა და მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე – შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ,,ქუთაისის აეროპორტზე“ რიცხული საგადასახადო დავალიანების რესტრუქტურიზაცია;

გ) ,,საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-7 პუნქტის საფუძველზე –საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და შპს ,,მტკვარი-მ-ს’’ შორის 2007 წლის 22 მარტს გაფორმებული ხელშეკრულებისა და მასზე თანდართული გრაფიკიდან გამომდინარე – შპს ,,მტკვარი-მ-ზე’’ რიცხული ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაცია.

2. განკარგულების პირველი პუნქტის ,,ა’’, ,,ბ’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტებში აღნიშნულ საწარმოებზე რიცხული საგადასახადო და სასესხო დავალიანებების რესტრუქტურიზაციის პირობებად განისაზღვროს:

ა) შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებებზე: ,,მტკვარი-მ-ზე’’, ,,იმკ-91-სა’’ და სააქციო საზოგადოება ,,ნიკორაზე“ რიცხული ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანებების რესტრუქტურიზაციის პირობები, ,,საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დანართის შესაბამისად;

ბ) შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ,,ქუთაისის აეროპორტზე“ რიცხული საგადასახადო დავალიანების რესტრუქტურიზაციის პირობები, ,,საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, დანართის შესაბამისად;

გ) შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ,,მტკვარი-მ-ზე’’ რიცხული ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის პირობები, ,,საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დანართის შესაბამისად.

პრემიერ-მინისტრი                                                     ნ. გილაური

 

  დანართი 

რიგ საწარმოებზე რიცხული

საგადასახადო და სასესხო დავალიანებების შესახებ

 

№

 

 

 

საწარმოს დასახელება

 

 

 

 

დავალიანების

სახე

რესტრუქ -ტურიზა -ციის

დაწყების თარიღი

რესტრუქტური -ზაციის დაწყების თარიღისათვის არსებული დავალიანებები

(ლარებით)

 

რესტრუქტურიზაციის პერიოდი

სულ

მათ შორის

გაყინვის პერიოდი

გადავადე -ბის პერიოდი

1

2

3

4

5

6

7

8

1

შპს

,,მტკვარი-მ”

საგადასახადო

(ქონება)

02.10.2009წ.

1 977 209

5 წელი

(02.10.2009წ-დან 02.10.2014წ-მდე)

2 წელი

(02.10.2009წ-დან 02.10.2011 წ-მდე)

3 წელი

(02.10.2011წ-დან 02.10.2014წ-მდე)

2

 

შპს

,,ქუთაისის აეროპორტი”

საგადასახადო

02.10.2009წ.

856 867

15 წელი

(02.10.2009წ-დან 02.10.2024წ-მდე)

 

5 წელი

(02.10.2009წ-დან

02.10.2014 წ-მ დე)

 

10 წელი

(02.10.2014 წ-დან

02.10.2024 წ-მდე)

3

შპს

,,იმკ-91”

 

საგადასახადო

(დღგ, მოგება)

03.08.2009წ.

642 690

3 წელი

(03.08.2009წ-დან 03.08.2012წ-მდე)

1 წელი

(03.08.2009წ-დან 03.08.2010 წ-მდე)

2 წელი

(03.08.2010წ-დან 03.08.2012წ-მდე)

4

სს

,,ნიკორა”

 

 

 

საგადასახადო

(მიწის და ქონების გადასახადის გარდა)

 

04.08.2009წ.

1 906 074

3 წელი

(04.08.2009წ-დან

04.08.2012წ-მდე)

 

1 წელი

04.08.2009წ-დან 04.08.2010წ-მდე)

 

2 წელი

(04.08.2010 წ-დან

04.08.2012 წ-მდე)

 

5

შპს

,,მტკვარი-მ”

 

სასესხო

02.10.2009წ.

602 639,3

5 წელი

(02.10.2009წ-დან 02.10.2014წ-მდე)

2 წელი

(02.10.2009წ-დან 02.10.2011 წ-მდე)

3 წელი

(02.10.2011წ-დან 02.10.2014წ-მდე)

 

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „რიგ საწარმოებზე რიცხული საგადასახადო და სასესხო დავალიანებების შესახებ“?
დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „რიგ საწარმოებზე რიცხული საგადასახადო და სასესხო დავალიანებების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 30.10.2009.
როდის იქნა მიღებული „რიგ საწარმოებზე რიცხული საგადასახადო და სასესხო დავალიანებების შესახებ“?
„რიგ საწარმოებზე რიცხული საგადასახადო და სასესხო დავალიანებების შესახებ“ მიღებულია 30.10.2009. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №806. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.00.000000.
სად არის „რიგ საწარმოებზე რიცხული საგადასახადო და სასესხო დავალიანებების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 30.10.2009 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის განკარგულება „რიგ საწარმოებზე რიცხული საგადასახადო და სასესხო დავალიანებების შესახებ“, №806, 30.10.2009, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 30.10.2009). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2102799/