შპს „LS&TI“-სა და რიგ ინდივიდუალურ მეწარმეებზე რიცხული ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანებების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1961
2012 წლის 28 ნოემბერი
ქ. თბილისი
შპს „LS&TI“- სა და რიგ ინდივიდუალურ მეწარმეებზე რიცხული ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანებების შესახებ
„საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და ამავე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შექმნილი ვადაგადაცილებული საგადასახადო და სასესხო დავალიანებების რესტრუქტურიზაციის მიზანშეწონილობის საკითხის შემსწავლელი კომისიის წინადადების საფუძველზე:
1. „საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის შესაბამისად, განხორციელდეს:
ა) შპს „LS&TI“-ის მიმართ 2012 წლის 24 ოქტომბრის მდგომარეობით რიცხული ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების, სულ – 69 889.06 ლარის (ძირითადი თანხა – 51 367 ლარი, პროცენტი – 14 873 ლარი, პირგასამტეხლო – 3 649.06 ლარი) რესტრუქტურიზაცია 60 თვის ვადით (24 თვე – გაყინვა, 36 თვე – გადავადება);
ბ) ი/მ „ალექსანდრე გოგიაშვილის“ მიმართ 2012 წლის 26 ოქტომბრის მდგომარეობით რიცხული ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების – 33 270.05 ლარის (ძირითადი თანხა – 21 845 ლარი, პროცენტი – 8 535 ლარი, პირგასამტეხლო – 2 890.05 ლარი) რესტრუქტურიზაცია 48 თვის ვადით (12 თვე – გაყინვა, 36 თვე – გადავადება); თავდებობის გზით სესხის დამატებითი უზრუნველყოფა განხორციელდეს ი/მ „ალექსანდრე გოგიაშვილთან“ გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად;
გ) ი/მ „ნაირა სურმანიძის“ მიმართ 2012 წლის 29 ოქტომბრის მდგომარეობით რიცხული ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების – 25 858.14 ლარის (ძირითადი თანხა – 15 970 ლარი, პროცენტი – 6 451 ლარი, პირგასამტეხლო – 3 437.14 ლარი) რესტრუქტურიზაცია 48 თვის ვადით (12 თვე – გაყინვა, 36 თვე – გადავადება).
2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულმა:
ა) შპს „LS&TI“-მ ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან 2 კვირის ვადაში წარადგინოს მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება;
ბ) ინდივიდუალურმა მეწარმეებმა ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდთან სესხის უზრუნველსაყოფად დადებული ხელშეკრულების ვადის ამოწურვამდე არა უგვიანეს ერთი თვისა წარადგინონ მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება რესტრუქტურიზებული დავალიანების გადაუხდელ თანხაზე.
3. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირების ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანებების ოდენობები და რესტრუქტურიზაციის ვადები განისაზღვროს დანართის შესაბამისად.
პრემიერ-მინისტრი ბ . ივანიშვილი
დანართი
შპს „LS&TI“- სა და რიგ ინდივიდუალურ მეწარმეებზე რიცხული ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანებების ოდენობები და რესტრუქტურიზაციის ვადები
| № |
დასახელება
| რესტრუქტურიზაციის დაწყების თარიღი | რესტრუქტურიზებული თანხა (ლარებში) | რესტრუქტურიზაციის პერიოდი | ||
| სულ | მათ შორის | |||||
| გაყინვის პერიოდი | გადავადე ბის პერიოდი | |||||
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 |
| 1
| შპს „LS&TI“ | 24.10.2012 წ. | 69 889.06 | 60 თვე (24.10.12 წ-დან 24.10.17 წ-ის ჩათვლით) | 24 თვე (24.10.12 წ-დან 24.10.14 წ-მდე) | 36 თვე (24.10.14 წ-დან 24.10.17 წ-ის ჩათვლით) |
| 2 | ი/მ „ალექსანდრე გოგიაშვილი“ | 26.10.2012 წ. | 33 270.05 | 48 თვე (26.10.12 წ-დან 26.10.16 წ-ის ჩათვლით) | 12 თვე (26.10.12 წ-დან 26.10.13 წ-მდე) | 36 თვე (26.10.13 წ-დან 26.10.2016 წ-ის ჩათვლით) |
| 3 | ი/მ „ნაირა სურმანიძე“ | 29.10.2012 წ. | 25 858.14 | 48 თვე (29.10.12 წ-დან 29.10.16 წ-ის ჩათვლით) | 12 თვე (29.10.12 წ-დან 29.10.13 წ-მდე) | 36 თვე (29.10.13 წ-დან 29.10.16 წ-ის ჩათვლით) |