რიგ საწარმოებზე რიცხული საგადასახადო და სასესხო დავალიანებების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№674
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 0, 17/09/2009
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №674

2009 წლის 17 სექტემბერი

ქ. თბილისი

რიგ საწარმოებზე რიცხული საგადასახადო და სასესხო დავალიანებების შესახებ

     1. საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად მიღებულ იქნეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შექმნილი ვადაგადაცილებული საგადასახადო და სასესხო დავალიანებების რესტრუქტურიზაციის მიზანშეწონილობის საკითხის შემსწავლელი კომისიის წინადადება და განხორციელდეს:

 ა) ,,საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-7 პუნქტის საფუძველზე – შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებებზე: ,,ჭიათურბაგირგზებსა“ და ,,შალვა (დავით) ქორიძის სახელობის სამშობიარო სახლზე“ რიცხული ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანებების რესტრუქტურიზაცია;

ბ) „საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონის  მე-3 მუხლის მე-7 პუნქტის საფუძველზე – „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს, სსიპ – „ენერგოგენერაციასა” და სს „ხრამჰესი-2”-ს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე ჰიდროელექტროსადგურის რეაბილიტაციის მიზნით ათვისებული თანხების სახელმწიფოსათვის დაბრუნების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, სს „ხრამჰესი-2”-სა და სსიპ – „ენერგოგენერაციას” შორის 2008 წლის 10 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულებისა და მასზე თანდართული გრაფიკიდან გამომდინარე – სს „ხრამჰესი-2”-ზე 2009 წლის 1 მაისის მდგომარეობით რიცხული ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაცია  2 074 153.64 ლარის ოდენობით (მათ შორის: ძირითადი თანხა – 972 235.35 ლარი, პროცენტი – 946 278.63 ლარი და საურავი – 155 639.66 ლარი).

  2. განკარგულების პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებში აღნიშნულ საწარმოებზე რიცხული საგადასახადო და სასესხო დავალიანებების რესტრუქტურიზაციის პირობები განისაზღვროს:

ა) შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება  ,,ჭიათურბაგირგზებსა“ და შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ,,შალვა (დავით) ქორიძის სახელობის სამშობიარო სახლზე“ რიცხული ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანებების რესტრუქტურიზაციის პირობები, ,,საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, დანართის შესაბამისად;

ბ) სააქციო საზოგადოება ,,ხრამჰესი-2“-ზე რიცხული ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის პირობები, ,,საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, დანართის შესაბამისად.

3. „საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონის  მე-3 მუხლის  მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით:  

ა) როგორც უიმედო სასესხო დავალიანებები, ჩამოეწეროს შპს ,,საქართველო-ავსტრიის ერთობლივ საწარმო მეტეხს”, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და შპს ,,საქართველო-ავსტრიის ერთობლივ საწარმო მეტეხს შორის გაფორმებული 2000 წლის 26 დეკემბრის ,,სასესხო ხელშეკრულების” პირობების შეუსრულებლობის გამო, შპს ,,საქართველო-ავსტრიის ერთობლივი საწარმო მეტეხის~ მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დამთავრების თარიღისათვის (2008 წლის 31 მარტისათვის) მასზე რიცხული  სასესხო დავალიანება, 51 147 740,18 ევროს ოდენობით;

ბ) საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ უზრუნველყოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და შპს ,,საქართველო-ავსტრიის ერთობლივ საწარმო მეტეხს” შორის 2000 წლის 26 დეკემბერს გაფორმებული ,,სასესხო ხელშეკრულების” გაუქმება.

  პრემიერ-მინისტრი                 ნიკა გილაური    

                                         

 

                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                              

                                    დანართი                                                                                                                                   

 

რიგ საწარმოებზე რიცხული

საგადასახადო და სასესხო დავალიანებების შესახებ

 

№

საწარმოს  დასახელება

დავალი-ანების

 სახე

რესტრუქ-ტურიზაციის

დაწყების თარიღი

რესტრუქტუ-რიზაციის

დაწყების თარიღისათვის არსებული საგადასახადო დავალიანებები

(ლარებით)

რესტრუქტურიზაციის პერიოდი

სულ

მათ შორის

გაყინვის პერიოდი

გადავადების პერიოდი

1

2

3

4

5

6

7

8

1

 შპს

,,ჭიათურბა-გირგზები”

საგადა-სახადო

08.04.

2009წ.

134 061

5 წელი

(08.04.2009წ-დან 08.04.2014წ-მდე)

2 წელი

(08.04.2009წ-დან  08.04.2011 წ-მდე)

3 წელი

(08.04.2011

წ-დან   08.04.2014

წ-მდე)

2

     შპს

,,შალვა (დავით)

ქორიძის სახელობის სამშობიარო სახლი”

 

საგადასახადო

04.06.

2009წ.

965 737

5 წელი

(04.06.2009წ-დან 04.06.2014წ-მდე)

2 წელი

(04.06.2009წ-დან  04.06.2011 წ-მდე)

3 წელი

(04.06.2011

წ-დან  04.06.2014

წ-მდე)

3

    სს

,,ხრამჰესი-2”

სასესხო

01.05.

2009წ.

2 074 153.64

5 წელი

(01.05.2009

წ-დან  01.05.2014წ-მდე)

2 წელი

(01.05.2009

წ-დან  01.05.2011წ-მდე)

3 წელი

(01.05.2011

წ-დან

01.05.2014

წ-მდე)

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „რიგ საწარმოებზე რიცხული საგადასახადო და სასესხო დავალიანებების შესახებ“?
დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „რიგ საწარმოებზე რიცხული საგადასახადო და სასესხო დავალიანებების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 17.09.2009.
როდის იქნა მიღებული „რიგ საწარმოებზე რიცხული საგადასახადო და სასესხო დავალიანებების შესახებ“?
„რიგ საწარმოებზე რიცხული საგადასახადო და სასესხო დავალიანებების შესახებ“ მიღებულია 17.09.2009. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №674. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00(0).000.000000.
სად არის „რიგ საწარმოებზე რიცხული საგადასახადო და სასესხო დავალიანებების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 17.09.2009 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის განკარგულება „რიგ საწარმოებზე რიცხული საგადასახადო და სასესხო დავალიანებების შესახებ“, №674, 17.09.2009, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 17.09.2009). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2106829/