რიგ საწარმოებზე რიცხულ ვადაგადაცილებულ საგადასახადო და სასესხო დავალიანებათა შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება№477
2006 წლის 7 ოქტომბერი
ქ. თბილისი
რიგ საწარმოებზე რიცხულ ვადაგადაცილებულ საგადასახადო და სასესხო დავალიანებათა შესახებ
1. ,,საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტის თანახმად მიღებულ იქნეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შექმნილი ვადაგადაცილებულ საგადასახადო და სასესხო დავალიანებათა რესტრუქტურიზაციის მიზანშეწონილობის საკითხის შემსწავლელი კომისიის წინადადება და განხორციელდეს:
ა) შპს ,,დი და ჯი”-ზე 2006 წლის 12 ივლისის მდგომარეობით რიცხული ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანებების რესტრუქტურიზაცია 3 706,658 ათასი ლარის ოდენობით;
ბ) საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 18 ოქტომბრის №597 ბრძანებულების საფუძველზე სს ,,ქუთაისის პურის მიმღებისათვის” გამოყოფილი სესხის გადაუხდელობის შედეგად 2006 წლის 10 ივლისის მდგომარეობით რიცხული ძირითადი თანხისა და სარგებლის პროცენტის რესტრუქტურიზაცია ,,ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის შესახებ” ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობებით;
გ) სს ,,რუსთავცემენტზე” ე.წ. თურქული სასაქონლო კრედიტიდან” გამოყოფილი სესხის გადაუხდელობის შედეგად 2006 წლის 1 ივნისის მდგომარეობით რიცხული სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაცია.
2. ,,საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის ,,დ” ქვეპუნქტის შესაბამისად სს ,,ქუთაისის პურის მიმღებს” ეპატიოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახდელი საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 18 ოქტომბრის №597 ბრძანებულებით გამოყოფილი სესხის ძირითადი თანხისა და სარგებლის პროცენტის გადაუხდელობის შედეგად სესხის დაფარვის განსაზღვრული ვადის შემდეგ პერიოდში დარიცხული საურავი ,,ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის შესახებ” ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობებით.
3. განკარგულების პირველ პუნქტში აღნიშნულ საწარმოებზე რიცხულ ვადაგადაცილებულ სასესხო დავალიანებათა რესტრუქტურიზაციის პირობები განისაზღვროს ,,საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 და მე-5 მუხლების შესაბამისი ნორმებით, დანართის მიხედვით.
პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი
დანართი
რიგ საწარმოებზე რიცხულ ვადაგადაცილებული საგადასახადო და სასესხო დავალიანებათა შესახებ
| № | საწარმოს დასახელება | დავალიანების სახე | რესტრუქტუ- რიზაციის დაწყების თარიღი | რესტრუქტურიზაცი ი ს დაწყების თარიღისათვის არსებული ვადაგადაცილებული საგადასახადო და სასესხო დავალია-ნება | რესტრუქტურიზაციის პერიოდი | ||
| სულ | მათ შორის | ||||||
| გაყინვის პერიოდი | გადავადების პერიოდი | ||||||
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
| 1. | შპს ,,დი და ჯი” (თბილისი) | საგადასახადო | 12.07.2006 | 3 706 658 (ლარი) | 2 წელი (12.07.2006 წ-დან 12.07.2008 წ-მდე) |
| 2 წელი (12.07.2006 წ-დან 12.07.2008 წ-მდე) |
| 2. | სს ,,ქუთაისის პურის მიმღები” (ქუთაისი) | სასესხო | 10.07. 2006 | 150 917 (აშშ დოლარი) | 6 თვე (10.07.2006 წ-დან 10.01.2007 წ-მდე) | 6 თვე (10.07.2006 წ-დან 10.01.2007 წ-მდე) |
|
| 3. | სს ,,რუსთავცემენტი” (რუსთავი) | სასესხო | 01.06.2006 | 3 098 3909.89 (აშშ დოლარი) | 5 წელი (01.06.2006 წ-დან 01.06.2011 წ-მდე) | 2 წელი (01.06.2006 წ-დან 01.06.2008 წ-მდე) | 3 წელი (01.06.2008 წ-დან 01.06.2011 წ-მდე) |