რიგ საწარმოებზე რიცხულ საგადასახადო და სასესხო დავალიანებათა შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
ს აქართველოს მ თ ავრობის
განკარგულება №282
2010 წლის 10 მარტი
ქ. თბილისი
რიგ საწარმოებზე რიცხულ საგადასახადო და სასესხო დავალიანებათა შესახებ
1. ,,საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ“საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ა“ქვეპუნქტის თანახმად,მიღებულ იქნეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შექმნილი ვადაგადაცილებული საგადასახადო და სასესხო დავალიანებების რესტრუქტურიზაციის მიზანშეწონილობის საკითხის შემსწავლელი კომისიის წინადადება და ,,საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ“საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-7 პუნქტის საფუძველზე განხორციელდეს:
ა) შპს ,,სიონი-მ“-სა და შპს ,,საქართველოს ფოსტაზე“რიცხულ ვადაგადაცილებულ საგადასახადო დავალიანებათა რესტრუქტურიზაცია, მათ შორის:
ა.ა) შპს ,,სიონი-მ“-ზე ქონებისა და მიწის გადასახადში რიცხულ ვადაგადაცილებულ საგადასახადო დავალიანებათა რესტრუქტურიზაცია;
ა.ბ) შპს ,,საქართველოს ფოსტაზე“(გარდა ქონებისა და მიწის გადასახადში) რიცხულ ვადაგადაცილებულ საგადასახადო დავალიანებათა რესტრუქტურიზაცია;
ბ) საქართველოს მთავრობის 2007 წლის 13 მარტის №138 განკარგულების შესაბამისად,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და შპს „სიონი-მ“-ს შორის 2007 წლის 22 მარტს გაფორმებული ხელშეკრულებით შპს „სიონი-მ“-ზე გაცემული სესხის – 500 000 (ხუთასი ათასი) ლარის, მასზე დარიცხული პროცენტისა (8 988.58 ლარი) და 2010 წლის 16 თებერვლის ჩათვლით დარიცხული საურავის (142 577.56 ლარი), სულ 651 566.14 ლარის ოდენობის სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაცია.
2. განკარგულების პირველი პუნქტის ,,ა“და ,,ბ“ქვეპუნქტებში აღნიშნულ საწარმოებზე რიცხულ საგადასახადო და სასესხო დავალიანებათა რესტრუქტურიზაციის პირობები განისაზღვროს:
ა) შპს ,,სიონი-მ“-სა და შპს ,,საქართველოს ფოსტაზე“რიცხულ ვადაგადაცილებულ საგადასახადო დავალიანებათა რესტრუქტურიზაციის პირობები, ,,საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ“საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დანართის შესაბამისად;
ბ) შპს ,,სიონი-მ“-ზე რიცხული ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის პირობები, ,,საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ“საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დანართის შესაბამისად.
3. „საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ“საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ბ“ქვეპუნქტის საფუძველზე, როგორც უიმედო სასესხო დავალიანება, სს კ.ბ. „ოლიმპს“ჩამოეწეროს „საქართველოს 1996 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“საქართველოს კანონისა და „რთველი-96“-ის ორგანიზებულად ჩატარების ღონისძიებათა შესახებ“საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 8 სექტემბრის №588 ბრძანებულების საფუძველზე გამოყოფილი 298 000 ლარის სესხიდან ძირითადი თანხის გადაუხდელი ნაწილი (222 112 ლარი).
4. ,,საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ“საქართველოს კანონის:
ა) მე-7 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“და ,,ბ“ქვეპუნქტებისა და მე-8 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ქვეპუნქტის საფუძველზე სს ,,ენერგია XXI“-ს შეუწყდეს ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანების რესტრუქტურიზაციის რეჟიმში მუშაობა;
ბ) მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“და ,,ბ“ქვეპუნქტების შესაბამისად,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა რესტრუქტურიზებული ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანების გადაუხდელ ნაწილზე რესტრუქტურიზაციის დაწყების თარიღიდან სს ,,ენერგია XXI“-ის მიმართ გამოიყენოს საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული ფინანსური სანქციები და გადაუხდელი თანხის იძულებით ამოსაღებად საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული ღონისძიებები.
პრემიერ-მინისტრი ნ.გილაური
დანართი
რიგ საწარმოებზე რიცხულ საგადასახადო და სასესხო დავალიანებათა შესახებ
| № |
საწარმოს დასახელება
| დავალი-ანების სახე | რესტრუქ -ტური-ზაციის დაწყების თარიღი | რესტრუქტური-ზაციის დაწყების თარიღისათვის არსებული დავალიანებები (ლარობით)
| რესტრუქტურიზაციის პერიოდი | ||
| სულ | მათ შორის | ||||||
| გაყინვის პერიოდი | გადავადების პერიოდი | ||||||
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
| 1. | შპს ,,სიონი-მ~ | საგადასა-ხადო (ქონება, მიწა) | 18.02.2010 წ. | 5 089 613 | 5 წელი (18.02.2010 წ-დან 18.02.2015 წ-მდე) | 2 წელი (18.02.2010 წ-დან 18.02.2012 წ-მდე) | 3 წელი (18.02.2012 წ-დან 18.02.2015 წ-მდე) |
| 2.
| შპს ,,საქართველოს ფოსტა~ | საგადასა-ხადო (ქონებისა და მიწის გადასახა-დის გარდა) | 17.02.2010 წ. | 401 287,5 | 5 წელი (17.02.2010 წ-დან 17.02.2015 წ-მდე) | 2 წელი (17.02.2010 წ-დან 17.02.2012 წ-მდე) | 3 წელი (17.02.2012 წ-დან 17.02.2015 წ-მდე) |
| 3. | შპს ,,სიონი-მ~ | სასესხო | 16.02.2010 წ. | 651 566,14 | 5 წელი (16.02.2010 წ-დან 16.02.2015 წ-მდე) | 2 წელი (16.02.2010 წ-დან 16.02.2012 წ-მდე) | 3 წელი (16.02.2012 წ-დან 16.02.2015 წ-მდე) |