რიგ საწარმოებზე რიცხული ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანებების რესტრუქტურიზაციის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1015
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 31/07/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება№101 5

2013 წლის 3 1 ივლისი

ქ. თბილისი

რიგ საწარმოებზე რიცხული ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანებების რესტრუქტურიზაციის შესახებ

1. „საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, ამავე მუხლის მე-7 პუნქტის და მე-5 მუხლის შესაბამისად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შექმნილი ვადაგადაცილებული საგადასახადო და სასესხო დავალიანებების რესტრუქტურიზაციის მიზანშეწონილობის საკითხის შემსწავლელი კომისიის წინადადების საფუძველზე, განხორციელდეს:

ა) შპს „ქართული ღვინის სახლის“ მიმართ 2013 წლის 7 ივნისის მდგომარეობით რიცხული ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების, სულ - 892 688.44 ლარის (ძირითადი თანხა - 653 969.00 ლარი, პროცენტი - 118 331.98 ლარი, პირგასამტეხლო - 120 387.46 ლარი) რესტრუქტურიზაცია 60 თვის ვადით (24 თვე - გაყინვა, 36 თვე - გადავადება);

ბ) შპს „ნეოპრინტის“ მიმართ 2013 წლის 7 ივნისის მდგომარეობით რიცხული ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანებების, სულ - 1 191 990.55 ლარის (ძირითადი თანხა - 850 307.00 ლარი, პროცენტი - 263 033.66 ლარი, პირგასამტეხლო - 78 649.89 ლარი) რესტრუქტურიზაცია 60 თვის ვადით (24 თვე - გაყინვა, 36 თვე - გადავადება), მათ შორის:

ბ.ა)„სახელმწიფო პროგრამა „იაფი კრედიტის“„ექსპორტის წახალისების“ქვეპროგრამის ფარგლებში შერჩეული საწარმოსათვის სესხის გამოყოფის შესახებ“საქართველოს მთავრობის 2008 წლის 28 ნოემბრის № 817 განკარგულები ს საფუძველზე აღებული სესხიდან (810 000 ლარი) წარმოქმნილი ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების - 986 860.79 ლარი ს (ძირითადი თანხა - 701 764.00 ლარი, პროცენტი - 223 792.58 ლარი, პირგასამტეხლო - 61 304.21 ლარი);

       ბ.ბ) „სახელმწიფო პროგრამა „იაფი კრედიტის“პროგრამის ფარგლებში შერჩეულ საწარმოთა ნუსხის დამტკიცებისა და სესხის გამოყოფის შესახებ“საქართველოს მთავრობის 2009 წლის 26 თებერვლის № 129 განკარგულებაში საქართველოს მთავრობის 2009 წლის 28 მაისის N388 განკარ გ ულებით განხორციელებული დამატების საფუძველზე აღებული სესხიდან (180 000 ლარი) წარმოქმნილი ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების - 205 129.76 ლარი ს (ძირითადი თანხა - 148 543.00 ლარი, პროცენტი - 39 241.08 ლარი, პირგასამტეხლო - 17 345.68 ლარი);

გ) შპს „ბრეტის“ მიმართ 2013 წლის 7 ივნისის მდგომარეობით რიცხული ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების, სულ - 755 921.00 ლარის (ძირითადი თანხა - 582 514.00 ლარი, პროცენტი - 159 204.00 ლარი, პირგასამტეხლო - 14 203.00 ლარი) რესტრუქტურიზაცია 60 თვის ვადით (24 თვე - გაყინვა, 36 თვე - გადავადება);

დ) კოოპერატივ „დინასტიის“ მიმართ 2013 წლის 7 ივნისის მდგომარეობით რიცხული ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების, სულ - 32 307.90 ლარის (ძირითადი თანხა - 19 986.00 ლარი, პროცენტი - 9 275.53 ლარი, პირგასამტეხლო - 3 046.37 ლარი), რესტრუქტურიზაცია 36 თვის ვადით (12 თვე - გაყინვა, 24 თვე - გადავადება).

2. ამ განკარგულების პირველ პუნქტში აღნიშნულმა საწარმოებმა, „ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის შესახებ“ ხელშეკრულებ ებ იდან წარმოშობილი ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, წარადგინონ მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებ ები შესაბამისი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად.

3. ამ განკარგულების პირველ პუნქტში აღნიშნული საწარმოების მიმართ რიცხული ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანებების რესტრუქტურიზაციის ვადები განისაზღვროს „საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად , დანართის შესაბამისად.

პრემიერ-მინისტრი  ბ. ივანიშვილი

და ნართი

რიგ საწარმოებზე რიცხული ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანებების ოდენობები და რესტრუქტურიზაციის ვადები

 

N

საწარმოს დასახელება

დავალიანების სახე

რესტრუქტუ- რიზაციის დაწყების თარიღი

რესტრუქტუ- რიზებული თანხა (ლარებში)

რესტრუქტურიზაციის პერიოდი

სულ

მათ შორის

გაყინვის პერიოდი

  გადავადების პერიოდი

1

2

3

4

5

6

7

8

1

შპს„ქართული ღვინის სახლი“

სასესხო

07.06.2013

892 688.44

60 თვე (07.06.2013 წლიდან

07.06.2018 წლის ჩათვლით)

24 თვე (07.06.2013 წლიდან

07.06.2015 წლამდე)

36 თვე (07.06.2015 წლიდან

07.06.2018 წლის ჩათვლით)

2

შპს

„ნეოპრინტ ი“

სასესხო

07.06.2013

1 191 990.55

60 თვე (07.06.2013 წლიდან

07.06.2018 წლის ჩათვლით)

24 თვე (07.06.2013 წლიდან

07.06.2015 წლამდე)

36 თვე (07.06.2015 წლიდან

07.06.2018 წლის ჩათვლით)

3

შპს „ბრეტი“

სასესხო

07.06.2013

755 921.00

60 თვე (07.06.2013 წლიდან

07.06.2018 წლის ჩათვლით)

24 თვე (07.06.2013 წლიდან

07.06.2015 წლამდე)

36თვე (07.06.2015 წლიდან

07.06.2018წლის ჩათვლით)

4

კოოპერატივი

„დინასტია“

სასესხო

07.06.2013

32 307.90

36 თვე (07.06.2013 წლიდან

07.06.2016 წლის ჩათვლით)

12თვე (07.06.2013 წლიდან

07.06.2014 წლამდე)

24 თვე (07.06.2014 წლიდან

07.06.2016წლის ჩათვლით)