რიგ საწარმოებსა და ორგანიზაციებზე რიცხულ ვადაგადაცილებულ საგადასახადო დავალიანებათა შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №591
2006 წლის 22 დეკემბერი
ქ. თბილისი
რიგ საწარმოებსა და ორგანიზაციებზე რიცხულ ვადაგადაცილებულ საგადასახადო დავალიანებათა შესახებ
1. „საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, მიღებულ იქნეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შექმნილი ვადაგადაცილებულ საგადასახადო და სასესხო დავალიანებათა რესტრუქტურიზაციის მიზანშეწონილობის საკითხის შემსწავლელი კომისიის წინადადება და განხორციელდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიური დრამატული თეატრის და სააქციო საზოგადოება ,,დუშეთის გაზის” მიმართ რიცხულ ვადაგადაცილებულ საგადასახადო დავალიანებათა რესტრუქტურიზაცია.
2. განკარგულების პირველ პუნქტში აღნიშნულ საწარმოსა და ორგანიზაციაზე რიცხულ ვადაგადაცილებულ საგადასახადო დავალიანებათა რესტრუქტურიზაციის პირობები განისაზღვროს „საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის ნორმებით, დანართის შესაბამისად.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
დანართი
რიგ საწარმოებსა და ორგანიზაციებზე რიცხულ ვადაგადაცილებულ
საგადასახადო დავალიანებათა შესახებ
| № | საწარმოს დასახელება | დავალიანების სახე | რესტრუქტურიზაციის დაწყების თარიღი | რესტრუქტურიზაციის დაწყების თარიღისათვის არსებული ვადაგადაცილებული დავალიანებები (ლარობით) | რესტრუქტურიზაციის პერიოდი | ||
| სულ | მათ შორის | ||||||
| გაყინვის პერიოდი | გადავადების პერიოდი | ||||||
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
| 1. | სსიპ – შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიური დრამატული თეატრი (თბილისი) | საგადასახადო | 01.12.2006 | 27312 | 3 წელი (01.12.2006 წ-დან 01.12.2009 წ-მდე) | 1 წელი (01.12.2006 წ-დან 01.12.2007 წ-მდე) | 2 წელი (01.12.2007 წ-დან 01.12.2009 წ-მდე) |
| 2. | სს „დუშეთი გაზი“ (დუშეთი) | საგადასახადო | 29.11..2006 | 291597 | 15 წელი (29.11.2006 წ-დან 29.11.2021 წ-მდე) | 5 წელი (29.11.2006 წ-დან 29.11.2011 წ-მდე) | 10 წელი (29.11.2011 წ-დან 29.11.2021 წ-მდე) |