რიგ საწარმოებსა და ორგანიზაციებზე რიცხულ ვადაგადაცილებულ საგადასახადო დავალიანებათა შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№96
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 2, 22/02/2007
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №96

2007 წლის 22 თებერვალი

ქ. თბილისი

რიგ საწარმოებსა და ორგანიზაციებზე რიცხულ ვადაგადაცილებულ საგადასახადო დავალიანებათა შესახებ

1. „საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, მიღებულ იქნეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შექმნილი ვადაგადაცილებულ საგადასახადო და სასესხო დავალიანებათა რესტრუქტურიზაციის მიზანშეწონილობის საკითხის შემსწავლელი კომისიის წინადადება და განხორციელდეს სააქციო საზოგადოებების „ყაზბეგიგაზისა“ და „ქართული შაქრის“ მიმართ რიცხულ ვადაგადაცილებულ საგადასახადო დავალიანებათა რესტრუქტურიზაცია.

2. განკარგულების პირველ პუნქტში აღნიშნულ სააქციო საზოგადოებებზე რიცხულ ვადაგადაცილებულ საგადასახადო დავალიანებათა რესტრუქტურიზაციის პირობები განისაზღვროს „საგადასახადო დავალიანებების და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის ნორმებით, დანართის შესაბამისად.

3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი

 

დანართი

რიგ საწარმოებსა და ორგანიზაციებზე რიცხულ ვადაგადაცილებულ საგადასახადო დავალიანებათა შესახებ

 

საწარმოს დასახელება

დავალიანების სახე

რესტრუქტუ-

რიზაციის დაწყების თარიღი

რესტრუქტურიზაციის დაწყების თარიღისათვის არსებული ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანებები (ლარობით)

რესტრუქტურიზაციის პერიოდი

სულ

მათ შორის

გაყინვის

პერიოდი

გადავადების პერიოდი

1

2

3

4

5

6

7

8

1.

 

სს „ყაზბეგიგაზი“ (ყაზბეგი)

საგადასახადო

30.11.2006

2553935 ლარი

5 წელი

(30.11.2006 წ-დან

30.11.2011 წ-მდე)

2 წელი

(30.11.2006 წ-დან

30.11.2008 წ-მდე)

3 წელი

(30.11.2008 წ-დან

30.11.2011 წ-მდე)

საბაჟო

190307.74 აშშ დოლარი

2.

სს „ქართული შაქარი“ (ქარელი)

საგადასახადო

23.01.2007

2719838.47 ლარი

5 წელი

(23.01.2007 წ-დან

23.01.2012 წ-მდე)

2 წელი

(23.01.2007 წ-დან

23.01.2009 წ-მდე)

3 წელი

(23.01.2009 წ-დან

23.01.2012 წ-მდე)