რუსეთის ფედერაციის აგრესიის შედეგად გორისა და ქარელის მუნიციპალიტეტების კონფლიქტის ზონის მომიჯნავე სოფლებში მცხოვრები დაზარალებული მოსახლეობის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის კომპენსაციის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №419
2009 წლის 5 ივნისი
ქ. თბილისი
რუსეთის ფედერაციის აგრესიის შედეგად გორისა და ქარელის მუნიციპალიტეტების კონფლიქტის ზონის მომიჯნავე სოფლებში მცხოვრები დაზარალებული მოსახლეობის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის კომპენსაციის შესახებ
1. რუსეთის ფედერაციის აგრესიის შედეგად გორისა და ქარელის მუნიციპალიტეტების კონფლიქტის ზონის მომიჯნავე სოფლებში (დანართის მიხედვით) მცხოვრებ დაზარალებულ მოსახლეობას აუნაზღაურდეს 2009 წლის პირველ დეკემბრამდე მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულება, თითოეული აბონენტისათვის არა უმეტეს 150 კვტსთ-ის ოდენობით.
2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან უზრუნველყოს 107 772 (ას შვიდი ათას შვიდას სამოცდათორმეტი) ლარის გამოყოფა, მათ შორის: გორის მუნიციპალიტეტის გამგეობისათვის – 64 029 (სამოცდაოთხი ათას ოცდაცხრა) ლარი; ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობისათვის – 43 743 (ორმოცდასამი ათას შვიდას ორმოცდასამი) ლარი.
3. გორისა და ქარელის მუნიციპალიტეტების გამგეობებმა სს ,,ენერგო-პრო ჯორჯიას” მიერ წარდგენილი ანგარიშების საფუძველზე უზრუნველყონ თანხის დანიშნულებისამებრ ანაზღაურება ამ განკარგულების პირველი პუნქტის შესაბამისად.
4. განკარგულების შესრულების კონტროლი განახორციელონ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ და საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში (გორის, კასპის, ქარელისა და ხაშურის მუნიციპალიტეტები) სახელმწიფო რწმუნებულმა – გუბერნატორმა ვ. ვარძელაშვილმა.
პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური
დანართი
| გორისა და ქარელის მუნიციპალიტეტების კონფლიქტის ზონის მომიჯნავე სოფლები | ||
|
| სოფლების დასახელება | აბონენტთა რაოდენობა |
| 1 | არბო | 79 |
| 2 | დიცი | 364 |
| 3 | ერგნეთი | 164 |
| 4 | ზემო ნიქოზი | 233 |
| 5 | ზემო ხვითი | 241 |
| 6 | ქვემო ნიქოზი | 251 |
| 7 | ქვემო ხვითი | 401 |
| 8 | კოშკა | 76 |
| 9 | გუგუტიანთკარი | 39 |
| 10 | ქორდი | 306 |
| 11 | მერეთი | 379 |
| 12 | კარბი | 279 |
| 13 | ქერე | 237 |
| 14 | ღოღეთი | 60 |
| 15 | აბანო | 75 |
| 16 | ატოცი | 171 |
| 17 | ცერონისი | 160 |
| 18 | ავლევი | 190 |
| 19 | კნოლევი | 128 |
| 20 | კოდა | 63 |
| 21 | ჭვრინისი | 57 |
| 22 | დირბი | 777 |
| 23 | დვანი | 272 |
| 24 | ტახტიძირი | 130 |
|
| სულ: | 5 132 |
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „რუსეთის ფედერაციის აგრესიის შედეგად გორისა და ქარელის მუნიციპალიტეტების კონფლიქტის ზონის მომიჯნავე სოფლებში მცხოვრები დაზარალებული მოსახლეობის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის კომპენსაციის შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „რუსეთის ფედერაციის აგრესიის შედეგად გორისა და ქარელის მუნიციპალიტეტების კონფლიქტის ზონის მომიჯნავე სოფლებში მცხოვრები დაზარალებული მოსახლეობის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის კომპენსაციის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 05.06.2009.
- როდის იქნა მიღებული „რუსეთის ფედერაციის აგრესიის შედეგად გორისა და ქარელის მუნიციპალიტეტების კონფლიქტის ზონის მომიჯნავე სოფლებში მცხოვრები დაზარალებული მოსახლეობის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის კომპენსაციის შესახებ“?
- „რუსეთის ფედერაციის აგრესიის შედეგად გორისა და ქარელის მუნიციპალიტეტების კონფლიქტის ზონის მომიჯნავე სოფლებში მცხოვრები დაზარალებული მოსახლეობის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის კომპენსაციის შესახებ“ მიღებულია 05.06.2009. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №419. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00(0).000.000000.
- სად არის „რუსეთის ფედერაციის აგრესიის შედეგად გორისა და ქარელის მუნიციპალიტეტების კონფლიქტის ზონის მომიჯნავე სოფლებში მცხოვრები დაზარალებული მოსახლეობის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის კომპენსაციის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 05.06.2009 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის განკარგულება „რუსეთის ფედერაციის აგრესიის შედეგად გორისა და ქარელის მუნიციპალიტეტების კონფლიქტის ზონის მომიჯნავე სოფლებში მცხოვრები დაზარალებული მოსახლეობის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის კომპენსაციის შესახებ“, №419, 05.06.2009, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 05.06.2009). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2093027/