საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№438
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 0, 16/06/2009
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №438

2009 წლის 17 ივნისი

ქ. თბილისი

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან   თანხის გამოყოფის შესახებ

 1. საქართველოში წარმოებული სასოფლო-სამე­ურნეო პრო­­დუქციის პოპულარიზაციის მიზნით სა­ქართ­ველოს პრემიერ-მინისტრის 2009 წლის 15 ივ­ნი­­სის №219 ბრძა­ნებით ქ. აშხაბადში სამუშაო ვიზიტით მივ­ლინებული საქართველოს სამ­თავ­რობო დელე­გაციის მიერ თურ­ქმენეთის მთავრობისათვის სამ­თავრობო საჩუქრის გა­და­საცემად საჭირო საქონლის შესასყიდად და ტრანსპორტირების ხარჯებისათვის საქართველოს ფი­ნანსთა სამი­ნი­ს­ტრომ „საქართ­ველოს 2009 წლის სახელმ­წი­ფო ბიუ­ჯეტის შე­სახებ” სა­ქარ­თ­ველოს კანონით გათვალისწი­ნებული საქართ­ვე­ლოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართ­ველოს სოფ­ლის მეურნეობის სა­მინისტროს გამოუყოს 30 000 (ოცდაათი ათა­სი) ლარი.

2. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ უზ­რუნველყოს ამ განკარგულების დანართში მოცემული საქონ­ლის შესყიდვა და ქ. აშ­ხაბადში ტრან­სპორტირება.

3. საქართველოს სამთავრობო დელეგაციამ უზრუნველყოს სამთავრობო საჩუქრის თურქმენეთის მთავრობისათვის გადა­ცე­მა.

 

პრემიერ-მინისტრი                      ნიკა გილაური

 

      დანართი

 

 

საქონლის ნუსხა

 

დასახელება

რაოდენობა

1

არაყი

76 ბოთლი

2

ღვინო

696 ბოთლი

3

კონიაკი

96 ბოთლი

4

ლიქიორი

10 ბოთლი

5

ჩაი

6 000 ცალი