ხელშემკვრელი სახელმწიფოები დიპლომატიური არხების საშუალებით ერთმანეთს წერილობით აცნობებენ ამ შეთანხმების ძალაში შესასვლელად საჭირო შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების დასრულების შესახებ.

ეს შეთანხმება ძალაში შედის ხელშემკვრელი სახელმწიფოების მიერ, ამ შეთანხმების ძალაში შესვლისათვის საჭირო შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შემდგომ, უკანასკნელი წერილობითი შეტყობინების მიღების დღის მესამე თვის პირველი დღიდან. ეს შეთანხმება იმოქმედებს გადასახადების მიმართ, ნებისმიერ ფისკალურ წელს, ამ შეთანხმების ძალაში შესვლის წლის მომდევნო კალენდარული წლის პირველ იანვარს ან მის შემდე