ეს შეთანხმება ძალაშია, ვიდრე ერთ-ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფო არ შეწყვეტს მის მოქმედებას. თითოეულ ხელშემკვრელ სახელმწიფოს შეუძლია შეწყვიტოს შეთანხმების მოქმედება მისი ძალაში შესვლის დღიდან 5 წლის გასვლის შემდეგ, კალენდარული წლის დასრულებამდე სულ მცირე ექვსი თვით ადრე მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოსათვის შეთანხმების შეწყვეტის თაობაზე დიპლომატიური არხებით წერილობითი შეტყობინების საშუალებით. ასეთ შემთხვევაში, შეთანხმება წყვეტს მოქმედებას გადასახადების მიმართ, რომელიც მიღებულ იქნა წერილობითი შეტყობინების მიღების წლის მომდევნო ფისკალური წლის პირველ იანვარს ან მის შემდეგ.

რის დასტურადაც ამ შეთანხმებას ხელი მოაწერეს სათანადო უფლებამოსილებით აღჭურვილმა პირებმა.

შედგენილია 2011 წლის 18 ივლისს,  ქ. მანამაში, ორ დედნად, თითოეული ქართულ, არაბულ და ინგლისურ ენებზე. ამასთან, სამივე ტექსტი თანაბრად ავთენტიკურია. ტექსტებს შორის განსხვავებების შემთხვევაში, საკითხი გადაწყდება ინგლისური ტექსტის საფუძველზე.

საქართველოს მთავრობის
სახელით

(ხელმოწერილია)
ბაჰრეინის სამეფოს მთავრობის
სახელით

(ხელმოწერილი