1. ხელშემკვრელ სახელმწიფოთა კომპეტენტურმა ორგანოებმა უნდა გაცვალონ ისეთი სახის ინფორმაცია, რომელიც სამომავლოდ შეიძლება გამოსადეგი იქნეს ამ შეთანხმების დებულებების შესრულების ან შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის ადმინისტრირების ან გატარების მიზნით, ხელშემკვრელი სახელმწიფოების მიერ დაწესებულ ნებისმიერი სახისა და აღწერილობის გადასახადებთან მიმართებაში, რომლებით დაბეგვრა არ ეწინააღმდეგება ამ შეთანხმებას. ინფორმაციის გაცვლა არ არის შეზღუდული ამ შეთანხმების პირველი და მეორე მუხლებით.
2. ხელშემკვრელი სახელმწიფოს მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად მიღებული ნებისმიერი ინფორმაცია ითვლება საიდუმლოდ, ისევე, როგორც ამ სახელმწიფოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის ფარგლებში მიღებული ინფორმაცია და მათი გაცნობა შეუძლიათ მხოლოდ იმ პირებს ან ორგანოებს (სასამართლოებისა და ადმინისტრაციული ორგანოების ჩათვლით), რომელთა კომპეტენციას წარმოადგენს იმ გადასახადების დაკისრება ან აკრეფა, იძულებითი წესით ამოღება ან სასამართლო დევნა ან იმ გადასახადებთან დაკავშირებული სარჩელების განხილვა, რომლებსაც ეხება ამ მუხლის პირველი პუნქტი ან ზემოაღნიშნულის ზედამხედველობა. ეს პირები ან ორგანოები ამ ინფორმაციას გამოიყენებენ მხოლოდ ამგვარი მიზნებისათვის. მათ შეუძლიათ ამ ინფორმაციის გამოყენება სასამართლოს ღია სხდომაზე ან სამართლებრივი გადაწყვეტილებების მიღების დროს.
3. ამ მუხლის პირველი და მეორე პუნქტების დებულებები არც ერთ შემთხვევაში არ უნდა იქნეს გაგებული ისე, თითქოს ხელშემკვრელ სახელმწიფოს ეკისრება ვალდებულება:
a) გაატაროს ადმინისტრაციული ღონისძიებები, რომლებიც ეწინააღმდეგება ერთი ან მეორე
ხელშემკვრელი სახელმწიფოს კანონმდებლობას ან ადმინისტრაციულ პრაქტიკას;
b) მიაწოდოს ინფორმაცია, რომლის მოპოვება არ არის ნებადართული ერთი ან მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს კანონმდებლობით ან ჩვეულებრივი ადმინისტრაციული პრაქტიკით;
c) მიაწოდოს ინფორმაცია, რომელმაც შესაძლოა გაამჟღავნოს ნებისმიერი სავაჭრო, სამეწარმეო, სამრეწველო, კომერციული ან პროფესიული საიდუმლოება ან სავაჭრო პროცესი ან ისეთი ინფორმაცია, რომლის გამჟღავნებაც ეწინააღმდეგება სახელმწიფო პოლიტიკას.
4. თუ ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფო ინფორმაციას ამ მუხლის შესაბამისად მოითხოვს, მეორე სახელმწიფომ უნდა მოიძიოს მოთხოვნილ ინფორმაცია მიუხედავად იმისა, სჭირდება თუ არა მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოს ამ ინფორმაციის წარდგენა თავისი საგადასახადო მიზნებისათვის. წინა წინადადებაში ჩამოყალიბებული ვალდებულებაზე მე-3 პარაგრაფის შეზღუდვები გავრცელდება, მაგრამ ეს შეზღუდვები არ იქნება ინტერპრეტირებული იმგვარად, რომ თითქოს ხელშემკვრელი სახელმწიფო უფლებამოსილია უარი განაცხადოს ინფორმაციის მიწოდებაზე მხოლოდ იმ მიზეზით, რომ მეორე სახელმწიფოს ეს ინფორმაცია შიდასახელმწიფოებრივი ინტერესებისთვის არ ესაჭიროება.
5. მე-3 პარაგრაფის მოთხოვნები არ უნდა იქნას გაგებული ისე, თითქოს ხელშემკვრელი სახელმწიფო უფლებამოსილია უარი განაცხადოს ინფორმაციის მიწოდებაზე მხოლოდ იმ მიზეზით, რომ ინფორმაცია ბანკის, სხვა ფინანსური ინსტიტუტის, აგენტის ან უფლებამოსილი წარმომადგენლის სტატუსის მქონე პირის განკარგულებაშია ან იგი დაკავშირებულია პირის საკუთრების უფლების ინტერესებთა
შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ბაჰრეინის სამეფოს მთავრობას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ · რედაქცია 18.07.2011
მუხლი 26. ინფორმაციის გაცვლა
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 20. სტუდენტები
- მუხლი 21. სხვა შემოსავლები
- მუხლი 22. კაპიტალი
- მუხლი 23. ორმაგი დაბეგვრის გამორიცხვა
- მუხლი 24. დისკრიმინაციის თავიდან აცილება
- მუხლი 25. ურთიერთშეთანხმების პროცედურა
- მუხლი 27. დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და
- მუხლი 28. ცვლილებები
- მუხლი 29. ძალაში შესვლა
- მუხლი 30. მოქმედების შეწყვეტა
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება „შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ბაჰრეინის სამეფოს მთავრობას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ“, მუხლი 26, №0, 18.07.2011, სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016094 (კონსოლიდირებული რედაქცია 18.07.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1663806/muxli-26/