სს „ლიბერთი კონსუმერ“-ის აქციონერთა მორიგი საერთო კრების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
სს „ლიბერთი კონსუმერის” აქციონერთა საყურადღებოდ
სს „ლიბერთი კონსუმერის” (შემდგომში „კომპანია”) აქციონერთა მორიგი საერთო კრების ჩატარება განსაზღვრულია 2012 წლის 27 ივნისს, 17:00 საათზე. კომპანიის აქციონერთა მორიგი საერთო კრების დღის წესრიგი მოიცავს შემდეგ საკითხებს:
1. საზოგადოების 2011 წლის აუდიტირებული შედეგების დამტკიცების შესახებ;
2. დირექტორატის ანგარიში საზოგადოების 2011 წლის საქმიანობის შესახებ;
3. 2012 წლისათვის დამოუკიდებელი აუდიტორის არჩევა.
2012 წლის 27 ივნისის აქციონერთა მორიგი საერთო კრების დღის წესრიგთან დაკავშირებით, კომპანიის სამეთვალყურეო საბჭო და გენერალური დირექტორი აქციონერებს წარუდგენენ შემდეგი სახის რეკომენდაციებს:
დღის წესრიგის პირველ საკითხთან დაკავშირებით:
1. დამტკიცდეს „ერნსტ ენდ იანგის” მიერ აუდიტირებული კომპანიის 2011 წლის ფინანსური შედეგები.
დღის წესრიგის მეორე საკითხთან დაკავშირებით:
2. დამტკიცდეს დირექტორატის ანგარიში კომპანიის 2011 წლის საქმიანობის შესახებ;
დღის წესრიგის მესამე საკითხთან დაკავშირებით:
3. არჩეულ იქნ ე ს „ერნსტ ენდ იანგი” სს „ლიბერთი კონსუმერის” 2012 წლის შედეგების დამოუკიდებელ აუდიტორად.
კომპანიის აქციონერთა მორიგი საერთო კრება გაიმართება შემდეგ მისამართზე: საქართველო, თბილისი, ჩაჩავას ქუჩა №8.
აქციონერთა რეგისტრაცია დაიწყება 2012 წლის 27 ივნისს, 16:00 საათზე.
აქციონერთა სააღრიცხვო თარიღად დადგენილია 2012 წლის 25 მაისი.
აქციონერთა საერთო კრებაში მონაწილეობის უფლება შეიძლება გადამოწმებულ იქნეს 2012 წლის 15 ივნისიდან სს „ლიბერთი კონსუმერის” აქციების რეგისტრატორთან – სს „კავკასრეესტრი” შემდეგ მისამართზე: საქართველო, თბილისი, ჭავჭავაძის გამზირი №74ა.