კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით ღირებული ობიექტებისათვის კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭების თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№3/182
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 07/06/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის

ბრძანება №3/182

2012 წლის 31 მაისი

ქ. თბილისი

კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით ღირებული ობიექტებისათვის კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭების თაობაზე

საქართველოს უმნიშვნელოვანეს ისტორიულ-კულტურულ ფასეულობათა სამართლებრივი დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, ,,კულტურული მემკვიდრეობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-3 პუნქტის, 59-ე მუხლის მე-2 პუნქტის და ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის” 51-ე, 52-ე, 53-ე მუხლების შესაბამისად, ვბრძანებ:

1. მიენიჭოს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი ამ ბრძანების დანართში მითითებულ ობიექტებს.

2. დაევალოს კულტურული მემკვიდრეობის სტრატეგიის, ორგანიზაციების კოორდინაციისა და ნებართვების დეპარტამენტს ამ ბრძანების ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში ბრძანების პირველ პუნქტში მითითებული ობიექტების მონაცემების სამინისტროს ინტერნეტგვერდზე ასახვა.

3. ეთხოვოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს წარმოადგინოს შესაბამისი დასკვნა დანართში მითითებული ძეგლებისათვის კატეგორიის მინიჭების თაობაზე.

4. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს დაინტერესებული მხარის მიერ გაცნობიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს მთავრობაში (მისამართი: ქ. თბილისი, პავლე ინგოროყვას ქუჩა №7).

 

ნ. რურუა

 

დანართი

ფოტო

სახელწოდება

ადგილმდებარე-ობა/ მისამართი

სახეობა

თარიღი

1

ნიკო ფიროსმანაშვილის სახლ-მუზეუმი

დაბა მირზაანი

კახეთი

არქიტექტურის,

მემორიალური

1890-იანი წლები

2

 კლონეს „ციკლოპური” ნამოსახლარი ბეშთაშენთან

წალკის მუნიციპალიტე-ტი, ბეშქენაშენი

ნამოსახლარი

ძვ. წ VIII-VI სს.

3

დედაღვთისმშობ-ლის სახელობის ეკლესია

თელავის მუნიც.

სოფ. ლალისყური

არქიტექტურის

XVIII ს.

4

ღმრთისმშობლის ეკლესია

მცხეთის მუნიც.

სოფ. მშრალხევი

არქიტექტურის

XVII ს.

5

სოფელ ქვედასამების ნატაძრალი

ქობულეთის მუნიც.

სოფ. ქვედასამება

არქიტექტურის

VII- IX ს.ს.

6

 

„ჩინური სახლი »

ქ. ქუთაისი

თამარ მეფის 57

არქიტექტურის,

ქალაქთმშენებ-ლობის

1900 წლები

7

წმ. გიორგის ეკლესია

ხობის მუნიც. სო ფ ელი ზემო ქვალონი (ისტორიული „კოლხეთის დაბლობის” ცენტრალურ ნაწილში)

არქიტექტურის

XIX ს.

8

წმ. გიორგის ეკლესია

გურჯაანის მუნიც.

სოფ. ზიარი

არქიტექტურის

XVIII ს.

9

სოფლის ისტორიული მუზეუმი

გურჯაანის მუნიც. სოფ. ვაჩნაძიანი

არქიტექტურის

1889 წ.

10

 

 

წითელი ხიდი

გარდაბნის მუნიც.

ქვემო ქართლი

არქიტექტურის

XVII ს.