განხორციელება
4.1 ზოგადი პირობების მუხლი 3-ის თანახმად, პროგრამას განახორციელებს კომისია, რომელიც მოქმედებს ბენეფიციარის სახელით.
4.2 არ გამოიყენება ზოგადი პირობების შემდეგი მუხლები:
1.3, 5, 6, 7, 11, 17, 19.4, 22.3, 22.4, 22.6 და 23.3.
4.3 ზოგადი პირობების შემდეგი მუხლები შეიცვლება შემდეგნაირად:
4.3.1 მუხლი 2.2: დაფინანსების ხელშეკრულებით განსაზღვრული თანხის გადაჭარბების შემთხვევაში კომისია შეამცირებს პროექტის/პროგრამის მასშტაბს ან გამოყენებული იქნება ბენეფიციარის რესურსები მათი დამტკიცების შემდეგ, ან სხვა რესურსები, რომლებიც არ წარმოადგენს ევროკავშირის რესურსებს.
4.3.2 მუხლი 2.3: თუ პროექტის/პროგრამის მასშტაბი ვერ შემცირდება ან გადაჭარბებული თანხის დაფარვა ვერ განხორციელდება ბენეფიციარისა და სხვა რესურსებით, კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ევროკავშირის დამატებითი დაფინანსების უზრუნველყოფის შესახებ. აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, დამატებითი ხარჯების დაფარვა განხორციელდება ევროკავშირის წესებისა და პროცედურების თანახმად, დამატებითი ფინანსური რესურსების საშუალებით, რომელთაც გამოყოფს კომისია.
4.3.3 მუხლი 18.1: ევროკავშირის მიერ დაფინანსებული თითოეული პროექტი/პროგრამა დაექვემდებარება კომუნიკაციისა და ინფორმაციის შესაბამის ოპერაციებს. აღნიშნულ ოპერაციებს ამტკიცებს კომისია.
4.3.4 მუხლი
19.1: ბენეფიციარი მიიღებს შესაბამის ზომებს დარღვევებისა და თაღლითობის პრევენციის მიზნით და კომისიის მოთხოვნით აღძრავს საქმეს, რათა განხორციელდეს არასწორად გადახდილი თანხების უკან დაბრუნება. ბენეფიციარი აცნობებს კომისიას ნებისმიერი მიღებული ზომის შესახებ.
4.3.5 მუხლი
19.3: ბენეფიციარი დაუყოვნებლივ შეატყობინებს კომისიას ნებისმიერი დეტალის შესახებ, რომელიც იწვევს დარღვევისა თუ თაღლითობის ეჭვ