8.1. ზოგადი პირობების შემდეგი მუხლები არ გამოიყენება პროგრამის ნაწილისათვის, რომელიც ეხება ბიუჯეტის მხარდაჭერას: მუხლები: 2, 4.2 პირველი წინადადება, 5, 6, 8, 9, 10, 11, 12, 13, 15, 17 და 18.2.
8.2. გარდა ამისა, ზოგადი პირობების შემდეგი მუხლები შესაბამისად შეიცვლება შემდეგნაირად:
8.2.1 მუხლი 3: პროგრამის ნაწილი, რომელიც ეხება ბიუჯეტის მხარდაჭერას, განხორციელდება კომისიის მიერ. ეს მოიცავს შესაბამისობას გადახდის პირობებთან და თანხების გადახდასთან თითოეული ეტაპისათვის დაფინანსების ხელშეკრულების შესაბამისად.
8.2.2 მუხლი 14: ბენეფიციარი გამოიყენებს უცხოური ვალუტის გაცვლის ეროვნულ რეგულაციებს დაფინანსების მოცემული ხელშეკრულების ფარგლებში განსახორციელებელი გადახდებისათვის. უცხოური გადარიცხვები განხორციელდება კრედიტის შესახებ შეტყობინების გაგზავნის დღეს ცენტრალური ბანკის სახაზინო ანგარიშზე. გაცვლითი კურსი იქნება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსი გაცვლის დღისათვის.
8.3 ზოგადი პირობების მუხლ 4.1-ს დაემატება შემდეგი: ბენეფიციარის მიერ წარდგენილი გადახდის ყველა მოთხოვნა ტექნიკური და ადმინისტრაციული დებულებების თანახმად, ექვემდებარება ევროკავშირის დაფინანსებას იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნული მოთხოვნები წარდგენილია ოპერაციის განხორციელების ფაზაში.
8.4 ზოგადი პირობების მუხლი 19.5 გამოიყენება mutatis mutandis აქტიური ან პასიური კორუფციის ნებისმიერ პრაქტიკასთან მიმართებაში, რაც დაკავშირებულია ოპერაციის განხორციელებასთა