შესრულების პერიოდი

4.1 დაფინანსების ხელშეკრულების შესრულების ვადა მოიცავს ორ ფაზას:

–
ოპერაციის განხორციელების ფაზა, რომლის განმავლობაშიც ხორციელდება ძირითადი ღონისძიებები. აღნიშნული ფაზა დაიწყება დაფინანსების ხელშეკრულების ძალაში შესვლის თარიღიდან და დამთავრდება დასრულების ფაზის დაწყებით.

–
დასრულების ფაზა, რომლის განმავლობაშიც ხორციელდება საბოლოო აუდიტი და შეფასება, ასევე, ხორციელდება დაფინანსების ხელშეკრულების განხორციელებისათვის საკონტრაქტო და პროგრამის პროგნოზების ტექნიკური და ფინანსური დახურვა. აღნიშნული ფაზა დასრულდება არა უგვიანეს 24 თვის შემდეგ ოპერაციის განხორციელების ფაზის დასრულებიდან.

4.2 ძირითადი ღონისძიებებისათვის საჭირო ხარჯები დაფინანსდება ევროკავშირის მიერ იმ შემთხვევაში, თუ ისინი გაწეულ იქნა ოპერაციის განხორციელების ფაზის განმავლობაში. ევროკავშირის მიერ საბოლოო აუდიტის, შეფასებისა და დასრულების ღონისძიებების დაფინანსება განხორციელდება დასრულების ფაზის ბოლომდე.

4.3 ევროკავშირის დაფინანსებისაგან დარჩენილი ბალანსი ავტომატურად გაუქმდება შესრულების პერიოდის დასრულებიდან 6 თვის შემდეგ.

4.4 გამონაკლის შემთხვევებში და შესაბამისი დასაბუთებით, შესაძლებელია მოთხოვნა ოპერაციის განხორციელების ფაზის ვადის გაგრძელებისა და შესაბამისად, დასრულების ვადის გაგრძელების შესახებ. თუ ვადის გაგრძელებას ითხოვს ბენეფიციარი, აღნიშნული მოთხოვნა უნდა განხორციელდეს არა უგვიანეს სამი თვით ადრე ოპერაციის განხორციელების ფაზის დასრულებამდე და დამტკიცდეს კომისიის მიერ აღნიშნული ბოლო თარიღით.

4.5 გამონაკლის შემთხვევებში, შესაბამისი დასაბუთებით და ოპერაციის განხორციელების ფაზის ბოლოს, შესაძლებელია, მოთხოვნა დასრულების ფაზის და შესაბამისად შესრულების პერიოდის ვადის გაგრძელების შესახებ. თუ ვადის გაგრძელებას ითხოვს ბენეფიციარი, მოთხოვნა უნდა განხორციელდეს არა უგვიანეს 3 თვით ადრე დასრულების ფაზის დასრულებამდე და დამტკიცდეს კომისიის მიერ აღნიშნული ბოლო თარიღით.

თავი III –

კომისიის მიერ მესამე მხარისათვის განსახორციელებელი გადახდე