კომისიის მიერ მესამე მხარისათვის განსახორციელებელი გადახდების ბოლო ვადა

5.1 როდესაც კომისია ახორციელებს გადახდებს, რომლებიც დაკავშირებულია კონტრაქტებთან დაფინანსების ხელშეკრულების ფარგლებში, რომელთაც კონტრაქტორს ანიჭებს ბენეფიციარი, ბენეფიციარი კომისიას მიაწოდებს კონტრაქტორის მოთხოვნას გადახდის შესახებ არა უგვიანეს 15 კალენდარული დღის შემდეგ გადახდის შესახებ მოთხოვნის რეგისტრაციის თარიღიდან. ბენეფიციარი შეატყობინებს კომისიას მოთხოვნის რეგისტრაციის თარიღს. მოთხოვნა გადახდის შესახებ არ არის მისაღები, თუ ის არ არის შესაბამისობაში თუნდაც ერთ ძირითად მოთხოვნასთან. გადახდების განხორციელება შესაძლებელია შეიზღუდოს ნებისმიერ დროს მოცემული პერიოდის განმავლობაში კომისიის მიერ აღნიშნულის შესახებ ბენეფიციარის ინფორმირებით იმის შესახებ, რომ მოთხოვნა ვერ განხორციელდება იმიტომ, რომ თანხა არ ექვემდებარება გადახდას ან არ არის წარმოდგენილი შესაბამისი დამატებითი დოკუმენტები. თუ კომისია მიიღებს ინფორმაციას, რომელიც ეჭვქვეშ აყენებს გადახდის მოთხოვნაში ასახულ თანხებს, კომისიამ შესაძლებელია, შეაჩეროს გადახდის განხორციელება შემდგომი დაზუსტებისათვის, რაც მოიცავს შემოწმებას ადგილზე, რათა გადახდის განხორციელებამდე დარწმუნდეს, რომ ხარჯი არის გამართლებული. კომისია ბენეფიციარს ინფორმაციას მიაწოდებს დაუყოვნებლივ.

5.2 პუნქტ 1-ში მოცემული ბოლო ვადა იმოქმდებს იმ შემთხვევაშიც, როდესაც გადახდა დამოკიდებულია ანგარიშის დამტკიცებაზე. ამ შემთხვევაში მოთხოვნა გადახდის შესახებ შესაძლებელია ჩაითვალოს მისაღებად, მაგრამ გადახდის განხორციელების ვადა დაიწყება მხოლოდ მაშინ, როცა ბენეფიციარი დაამტკიცებს ანგარიშს ან ღიად, კონტრაქტორის ინფორმირებით ან აღნიშნული ინფორმირების გარეშე, რაც გულისხმობს, რომ ანგარიშის დამტკიცების კონტრაქტით გათვალისწინებული ბოლო ვადა დადგება და კონტრაქტორი არ მიიღებს ბენეფიციარისაგან ოფიციალურ დოკუმენტს ვადის ცვლილების შესახებ. ბენეფიციარი კომისიას ინფორმაციას მიაწოდებს ანგარიშის დამტკიცების თარიღის შესახებ.

5.3 ბენეფიციარის მიზეზით ნებისმიერი დაყოვნებისას გადახდის მოთხოვნების წარდგენაში, კომისია არ არის ვალდებული კონტრაქტორს გადაუხადოს კონტრაქტით გათვალისწინებული პროცენტი დაგვიანებული გადახდებისათვის. აღნიშნულის გადახდა დაეკისრება ბენეფიციარს.

თავი IV–

ბენეფიციარის მიერ მესამე მხარისათვის განსახორციელებელი გადახდები პროგრამული პროგნოზებით და კომისიის მიერ განსახორციელებელი გადმორიცხვე