9.1 დაფინანსების ხელშეკრულების ფარგლებში კონტრაქტების ხელმოწერა განხორციელდება ორივე მხარის მიერ სამი წლის განმავლობაში დაფინანსების ხელშეკრულების ძალაში შესვლის შემდეგ. აღნიშნული ვადის გახანგრძლივება არ შეიძლება.
9.2 ზემოაღნიშნული არ ვრცელდება აუდიტისა და შეფასების კონტრაქტებზე, რომელთა ხელმოწერა შესაძლებელია მოგვიანებით, ასევე ხელმოწერილი კონტრაქტების დამატებით მუხლებზე/ცვლილებებზე.
9.3 დაფინანსების ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან სამი წლის შემდეგ ნებისმიერი ბალანსზე არსებული თანხა, რომელზეც არ მოხდა კონტრაქტის ხელმოწერა, გაუქმდება.
9.4 აღნიშნული მუხლი არ გამოიყენება გაუთვალისწინებელი ხარჯების რეზერვის შემთხვევაში.
9.5 კონტრაქტი, რომელსაც არ მოჰყვა გადახდა მისი ხელმოწერიდან სამი წლის განმავლობაში ავტომატურად შეწყდება და მისი დაფინანსება გაუქმდებ